სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი..." - როდიდან იქნება "რემდესივირი" ხელმისაწვდომი და ვის დაენიშნება პრეპარატი?
"შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი..." - როდიდან იქნება "რემდესივირი" ხელმისაწვდომი და ვის დაენიშნება პრეპარატი?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­პა­რატ "რემ­დე­სი­ვი­რის" პირ­ვე­ლი საც­დე­ლი პარ­ტია, 4 ათა­სი ფლა­კო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­სუ­ლია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, პრე­პა­რა­ტი 21 დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

"ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შეს­ყი­დუ­ლია „რემ­დე­სი­ვი­რის“ პირ­ვე­ლი საც­დე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ჩა­მო­ვი­და. ახლა არის სა­ბა­ჟო პრო­ცე­დუ­რე­ბი, ლო­ჯის­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი. ვვა­რა­უ­დობთ, რომ „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა არა­უგ­ვი­ა­ნეს ორ­შა­ბა­თი­სა. ორ­შა­ბა­თი­დან ის უკვე ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, შე­მო­ტა­ნი­ლია 4 ათა­სი ფლა­კო­ნი, რათა ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით, ვი­საც სჭირ­დე­ბა.

თუ ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ მე­დი­კა­მენ­ტმა გა­ა­მარ­თლა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ან შე­ამ­სუ­ბუ­ქა და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, მა­შინ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ შე­მო­ი­ტა­ნოს ახა­ლი პარ­ტია იმ რა­ო­დე­ნო­ბით, რა რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა. „რემ­დეს­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სრუ­ლა­იდ ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რია. ის ეყ­რდნო­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან გა­იდ­ლა­ი­ნებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ „რემ­დე­სი­ვირ­ზე“ არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მათ შო­რის აშშ-ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცემს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო „რემ­დე­სი­ვი­რი“ შე­მო­ტა­ნი­ლი იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ თუ მსოფ­ლი­ო­ში ის ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი რა­ტომ უნდა და­ი­ჩაგ­როს. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს. დაე, ექი­მებ­მა და თა­ვად პა­ცი­ენ­ტებ­მა გა­და­წყვი­ტონ, ეს მე­დი­კა­მენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნონ თუ არა. მისი შე­მო­ტა­ნა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლია",- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ჰის­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე მოხ­დე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბენ ბი­ნა­ზე და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში, „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

„არის გარ­კვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი და საფრ­თხე იმი­სა, რომ უცებ, ყვე­ლამ არ მო­ინ­დო­მოს „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­კე­თე­ბა, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ლო­ჯის­ტი­კუ­რა­დაც. მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, რომ „რემ­დე­სი­ვი­რი“ არ არის სა­ჭი­რო ყვე­ლა ავად­მყო­ფის­თვის, უფრო მე­ტიც, ავად­მყო­ფე­ბის ნა­წი­ლის­თვის ის წი­ნა­აღ­მდეგ ნაჩ­ვე­ნე­ბია და არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­კე­თე­ბა ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა მე­დი­კა­მენ­ტის. ვის სჭირ­დე­ბა „რემ­დე­სი­ვი­რი“? და­ვი­მახ­სოვ­როთ კარ­გად, პა­ცი­ენ­ტებ­მაც და პირ­ველ რიგ­ში, ექი­მებ­მაც. „რემ­დე­სი­ვი­რი“ ენიშ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვინც არი­ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლე­ბი. ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, ბი­ნა­ზე და სას­ტუმ­რო­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­თან ის არ ინიშ­ნე­ბა, აკ­რძა­ლუ­ლია.

„რემ­დე­სი­ვი­რი“ ენიშ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვინც არის ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ან ვი­საც იმ­დე­ნად მძი­მე ფორ­მა აქვს, რომ მას ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა ჟანგბა­დის და­მა­ტე­ბით მი­წო­დე­ბა, მას არც „რემ­დე­სი­ვი­რი“ არ სჭირ­დე­ბა. ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მაა. „რემ­დე­სი­ვი­რი“ იმ პა­ცი­ენ­ტებს სჭირ­დე­ბა, ვი­საც ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბა ნიღ­ბით ან ე.წ მა­ღა­ლი ნა­კა­დით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
5

რიმდესივირს ამ კაცის სახე უნდა დაახატონ იმხელა ამაგი აქვს მაგ წამლის შემოტანა/გაყიდვის საქმეში

ქუთაისელი
11

პაციენტმა როგორ უნდა გადაწყვიტოს??? თუ ეს მისი გადასაწყვეტია,დადეთ მაშინ სუპერმარკეტებში,აფთიაქიც არ ყოფილა საჭირო,ვისც მოუნდება იყიდის და მიიღებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი..." - როდიდან იქნება "რემდესივირი" ხელმისაწვდომი და ვის დაენიშნება პრეპარატი?

"შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი..." - როდიდან იქნება "რემდესივირი" ხელმისაწვდომი და ვის დაენიშნება პრეპარატი?

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პრეპარატ "რემდესივირის" პირველი საცდელი პარტია, 4 ათასი ფლაკონი საქართველოში უკვე შემოსულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეპარატი 21 დეკემბრიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულია „რემდესივირის“ პირველი საცდელი პარტია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ახლა არის საბაჟო პროცედურები, ლოჯისტიკური საკითხები. ვვარაუდობთ, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტებში ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რამდენადაც ვიცი, შემოტანილია 4 ათასი ფლაკონი, რათა ყველა კლინიკაში იყოს გამოყენებული იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც სჭირდება.

თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება ისეთი, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება. „რემდესვირის“ გამოყენებისას სრულაიდ ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ, რომელიც ძალიან დეტალურია. ის ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინებს და რეკომენდაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყველამ იცის, რომ „რემდესივირზე“ არ არის ერთგვაროვანი შეხედულება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტები, მათ შორის აშშ-ის ნაციონალური ინსტიტუტი „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას გასცემს.

"საქართველოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო „რემდესივირი“ შემოტანილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუ მსოფლიოში ის ყველასთვის ხელმისაწვდომია, ქართველი პაციენტი რატომ უნდა დაიჩაგროს. საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაე, ექიმებმა და თავად პაციენტებმა გადაწყვიტონ, ეს მედიკამენტი გამოიყენონ თუ არა. მისი შემოტანა ყველა შემთხვევაში გამართლებულია",- განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ ჰისპიტალიზირებულ პაციენტებზე მოხდება.

მისივე განმარტებით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.

„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია.

„რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - განაცხადა ცერცვაძემ.

მეუფე იობს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება - "კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს"

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საქართველოში სავარაუდოდ მარტში შემოვა" - ეკატერინე ტიკარაძე