საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“
"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ჩემი მშობ­ლე­ბი მას იც­ნობ­დნენ, რად­გან ისი­ნიც ექი­მე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ასა­კით - მას­ზე გა­ცი­ლე­ბით უმ­ცრო­სე­ბი. მათი ნაც­ნო­ბო­ბის ამ­ბა­ვიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ იგი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ცერ­ტებ­ში, ხოლო მისი ნამ­ღე­რის მოტრფი­ა­ლე ჩემი მშობ­ლე­ბი, ბი­ძე­ბი და ბე­ბი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვა­დაც მღე­როდ­ნენ, მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს არას­დროს აც­დენ­დნენ. ერ­თა­დერ­თი, მხო­ლოდ ის მაკ­ვირ­ვებ­და, რომ მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ხსე­ნე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად და­ურ­თავ­დნენ, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი­აო. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და, ჩანს, ჩემ­თვის ექი­მი და, იმავდრო­უ­ლად - სცე­ნის მომ­ღე­რა­ლი ვე­რაფ­რით თავ­სდე­ბო­და, თა­ნაც არც ის სიმ­ღე­რე­ბი მხიბ­ლავ­და, სულ სხვა მუ­სი­კა მი­ტა­ცებ­და, ვიდ­რე... მისი "მაგ­ნო­ლია“ არ მო­ვის­მი­ნე, ოღონდ - უკვე დი­დო­ბა­ში. ანა კა­ლან­და­ძის ეს ლექ­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და, ალ­ბათ, ნა­წი­ლობ­რივ მა­ნაც მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა - ეს სიმ­ღე­რა დღემ­დე ჩემი რჩე­უ­ლია და დღემ­დე მა­სევ­დი­ა­ნებს. მუ­სი­კის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა არ­ცთუ დიდი ხნის წინ შე­ვი­ტყვე და გა­ვოც­დი - თურ­მე, სწო­რედ იმ ექი­მი­სა და მომ­ღერ­ლის და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლა.

მას ნინო ერ­ქვა, ოღონდ ამ სა­ხე­ლით, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვინ იც­ნობ­და, სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა იც­ნობ­და ცი­ნუ­კის. სხვა­თა შო­რის, არც გა­მი­გია, რომ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მეს ეს სა­ხე­ლი რქმე­ო­და. მარ­თლაც ერ­თა­დერ­თი იყო - ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის გზით - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­გა­მოვ­ლი­ლი და ვო­კა­ლის გან­ხრით მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი; თბი­ლი­სის ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტი­თა­ნაც - სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი; ცნო­ბი­ლი ექი­მი და XX სა­უ­კუ­ნის 1960-90–იანი წლე­ბის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი; თა­ვა­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის და იმავდრო­უ­ლად - თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი; მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ვიბ­რა­ცი­ის მქო­ნე უჩ­ვე­უ­ლო ხმის ტემ­ბრი­თა და რე­პერ­ტუ­ა­რით - ერ­თდრო­უ­ლად, აღ­მო­სავ­ლუ­რი ბა­ი­ა­თე­ბით, დუ­დუ­კე­ბის თან­ხლე­ბით; სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რე­ბით; რუ­სუ­ლი და ბო­შუ­რი რო­მან­სე­ბით!

ცი­ნუ­კი გვა­რად და­დი­ა­ნი გახ­ლდათ. მას­ზე ამ­ბობ­დნენ, - ხალ­ხი მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს არ იც­ნობ­და ისე კარ­გად, რო­გორც - ცი­ნუ­კის და ამ ნაც­ნო­ბო­ბას ერთი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბაც ახ­ლდა - ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცი­ნუ­კი ძა­ლი­ან მოს­წონ­და­თო.

ხალ­ხის რჩე­ულ­მა ცი­ნუ­კი და­დი­ან­მა 77 წე­ლი­წადს იცო­ცხლა და 1993 წლის 11 ნო­ემ­ბერს მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს.

  • "მაგ­ნო­ლია“

ამ სიმ­ღე­რის შექ­მნის ამ­ბა­ვი ახ­ლა­ხან ერთი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტის, ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნის - ნინო ხო­ფე­რი­ას ტე­ლე­გა­და­ცე­მა "მე­მო­რი­ა­ში“ მო­ვის­მი­ნე და თა­ნაც, ჩემი ახ­ლობ­ლის, მუ­სი­კოს ნინო სა­რა­ლი­ძის მო­ნა­თხრო­ბით.

და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი - ძნე­ლა­ძის ქუჩა #36 (დღე­ვან­დე­ლი თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქ. 36), რო­გორც ნინო უწო­დებს - სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლის, სიმ­ღე­რი­სა და მე­გობ­რო­ბის ბუდე. ამ მი­სა­მარ­თზე, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი, თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პირ­ველ სარ­თულ­ზე კი ცხოვ­რობ­და ნინო და მისი ოჯა­ხი. ეზო პა­ტა­რა იყო და მას­ში, თურ­მე, ჟას­მი­ნის ბუჩ­ქის სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და. იქვე იდგა კაკ­ლის ხე, თუ­თის ხე და ამ თუ­თის ხეს­თან, ნი­ნოს აივ­ნის ბო­ლოს იყო პა­ტა­რა ხის კიბე, რო­მე­ლიც სა­რა­ლი­ძე­ებს ცი­ნუ­კის აი­ვან­თან აკავ­ში­რებდ. რო­გორც იმ პე­რი­ო­დის ეზო­ე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მათ სახ­ლებ­ში კარი არას­დროს იკე­ტე­ბო­და. "მაგ­ნო­ლია“ და­ი­წე­რა ძნე­ლა­ძის 36-ის, პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­რა­ლი­ძე­ებ­თან.

ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი, ზო­გა­დად, სულ ღი­ღი­ნით და­დი­ო­და ხოლ­მე და ერთ სა­ღა­მო­საც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩვე­უ­ლი ღი­ღი­ნით ჩა­სუ­ლა ნი­ნოს ოჯახ­ში - ღი­ღი­ნებ­და და თან მას­პინ­ძლებს ელე­პა­რა­კე­ბო­და, რამ­დე­ნი ხა­ნია, ტვინ­ში მიტ­რი­ა­ლებს მე­ლო­დია... რა­ღაც მინ­დაო... ინ­სტრუ­მენტზე ნა­წყვეტ-ნა­წყვეტ, შეს­ვე­ნე­ბე­ბით რა­ღაც მე­ლო­დი­ას ას­რუ­ლებ­და, თან ოჯა­ხის შე­ფა­სე­ბებს ის­მენ­და. რა­ღა­ცას უწო­ნებ­დნენ, რა­ღაც არ მოს­წონ­დათ, თუმ­ცა ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც იმ ვა­რი­ანტს ირ­ჩევ­და, რაც თვი­თონ მოს­წონ­და. ასე შე­იქ­მნა "მაგ­ნო­ლია“, რომ­ლი­თაც ცი­ნუ­კი კი­დევ უფრო ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნო.

  • ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი და "თეთ­რი ვარ­დე­ბი“

ცი­ნუ­კი და­დი­ანს მხო­ლოდ "მაგ­ნო­ლი­ას­თვის“ არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა. ჩემი (და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნის) კი­დევ ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რაა "თეთ­რი ვარ­დე­ბი“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის - ბაბო და­დი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილს, ქალ­ბა­ტონ თა­თუ­ლი მას­ხა­რაშ­ვილს კარ­გად ახ­სოვს, რომ ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის ტექ­სტის­თვის - "თეთ­რი ვარ­დე­ბი შენს თავს მა­გო­ნებს“ მუ­სი­კა სწო­რედ ცი­ნუ­კი და­დი­ან­მა და­წე­რა. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს უწე­რია, თურ­მე და, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­დევ­რი შექ­მნა! - მარ­თლა მო­ე­დო მთელ ქა­ლაქს ეს სიმ­ღე­რაო...

პო­ე­ტი, მუ­სი­კო­სი და თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი თუ­შიშ­ვი­ლი ხში­რად გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე კონ­ცერ­ტებ­სა და სა­ლო­ნურ სა­ღა­მო­ებ­ზე ცი­ნუ­კი და­დი­ან­თან ერ­თად. ბა­ტო­ნი გივი ჰყვე­ბო­და: ცი­ნუ­კი წარ­მო­შო­ბით მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბან­ძი­დან იყო და, რო­დე­საც პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას, კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კო­რეს­პონ­დენ­ტმა ჰკი­თხა, თქვენ თბი­ლი­სი­დან ბრძან­დე­ბი­თო? ქალ­ბა­ტონ ცი­ნუ­კის ფრან­გუ­ლად უპა­სუ­ხია: - ო, არა, მა­დამ, სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დეს და ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბან­ძი­დან ვარო.

ულა­მა­ზეს მსა­ხი­ობს დოდო ჭი­ჭი­ნა­ძეს კი ცი­ნუ­კი და­დი­ან­ზე ერთი შემ­თხვე­ვა აგონ­დე­ბო­და: სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო შემ­თხვე­ვის გამო ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უგო­ნოდ მი­მიყ­ვა­ნეს და მა­ნამ­დე ვერ მო­ვი­ხე­დე, ვიდ­რე ნაც­ნო­ბი სიმ­ღე­რა არ ჩა­მეს­მა. ძალა მო­ვიკ­რი­ბე, ჯერ ყურ­თას­მე­ნა დავ­ძა­ბე, შემ­დეგ თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე და... სა­წოლ­თან ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი მეჯ­და და მეგ­რულ სიმ­ღე­რებს მი­გა­ლობ­და. თურ­მე, მთე­ლი ღამე ასე გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სწო­რედ მის­მა სიმ­ღე­რებ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა. ო, რა ძალა და მშვე­ნი­ე­რე­ბა იყო იმ ტკბილ ხმა­ში, თით­ქოს ზღვა მიმ­ღე­რო­დაო.

1921 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში მისი მშობ­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ქარ­თვე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ემიგ­რა­ცი­ის გზას და­ად­გა და ბა­თუ­მი­დან გე­მე­ბით კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის­კენ გა­ემ­გზავ­რა, იქი­დან კი გეზი მარ­სე­ლის­კენ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ემიგ­რან­ტე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი, მათ შო­რის - ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნის მშობ­ლე­ბი, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­დან უკან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ. წა­მოს­ვლამ­დე ქალ­ბა­ტო­ნი ცი­ნუ­კის მა­მას - და­ვითს თა­ვი­სი ოქრო-ვერ­ცხლი და ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი საფ­რან­გე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­უ­ტო­ვე­ბია, - ჩვენ სამ­შობ­ლო­ში ვბრუნ­დე­ბით და უფრო იო­ლად გა­ვი­ტანთ თავს, თქვენ კი უცხო ქვე­ყა­ნა­ში უფრო გა­მო­გად­გე­ბათ ეს გან­ძიო.

ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ბე­ბია ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ყო­ფი­ლან, ცნო­ბი­ლი ექი­მი ამი­რან მორ­ჩი­ლა­ძე და ბა­ტო­ნი ჭა­ბუა - ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი, ხოლო ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი და ბა­ტო­ნი ამი­რა­ნი კი - სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი­დან თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი. რო­დე­საც 1944 წელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის სამ­ზა­დი­სის ბრალ­დე­ბით ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ამი­რან მორ­ჩი­ლა­ძე, რე­ვაზ ტყა­ვა­ძე და კი­დევ 17 ქარ­თვე­ლი 10 წლით და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­გორც არა­ლე­გა­ლუ­რი ან­ტი­საბ­ჭო­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია "თეთ­რი გი­ორ­გის“ წევ­რე­ბი, თურ­მე, ცი­ნუ­კის და­პა­ტიმ­რე­ბაც უნ­დო­დათ, რად­გან სულ მათ­თან ერ­თად იყო, მაგ­რამ მას­ზე ვე­რა­ვის ვე­რა­ფე­რი ათ­ქმე­ვი­ნეს და ამით გა­დარ­ჩა. გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის ქალ­ბა­ტონ ცი­ნუ­კის უთ­ქვამს, - თქვენ რომ და­ჭე­რი­ლე­ბი იყა­ვით, მე აქ თქვენ­თვის ვმღე­რო­დი სიმ­ღე­რას "სი­ონ­ში შე­ვალ, სან­თლებს ავან­თებ...“ და ყვე­ლა ტი­რო­და, რად­გან ხვდე­ბოდ­ნენ, ვი­საც ეძღვნე­ბო­და ეს სიმ­ღე­რაო.

ცი­ნუ­კი და­დი­ა­ნი და ამი­რან მორ­ჩი­ლა­ძე ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის მეჯ­ვა­რე­ე­ბიც ყო­ფი­ლან ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა და თა­მარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში. ქორ­წილ­ში ბევ­რი უმ­ღე­რია ცი­ნუ­კი და­დი­ანს და სწო­რედ იქ მო­უს­მე­ნია პირ­ვე­ლად ქალ­ბა­ტონ თა­მარს სიმ­ღე­რა "გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო თბი­ლის­ქა­ლა­ქო“. ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას ყო­ველ­თვის ისე­თი ინ­ტო­ნა­ცი­ით წარ­მოთ­ქვამ­და, თურ­მე, იე­თიმ გურ­ჯის სი­ტყვებს - "გა­ყი­დუ­ლი ორ­პირ მე­გობ­რი­საო“, თით­ქოს, იმ "ორ­პირ მე­გო­ბარ­ზეც“ გული სწყდე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ სწი­რავ­და. ყო­ველ ჯერ­ზე, ამ სიმ­ღე­რის მოს­მე­ნი­სას, ქალ­ბა­ტონ თა­მარ­საც და ბა­ტონ ამი­რან­საც, თურ­მე, ღვა­რად სდი­ო­დათ ცრემ­ლე­ბი...

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამარა
1

მადლობა ,ავტორს საინტერესო სტატიისათვის.

ნ უნუ
2

ბევრჯერ მომისმენიდა ყოველთვის აღფრთოვანებული დავრჩენილვარ ამ საოცარი ქალბატონის და მისი განუმეორებელი ხმის ტემბრით.დიდი მადლობა ამ სტატიისთვის.👍❤

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ჩემი მშობლები მას იცნობდნენ, რადგან ისინიც ექიმები იყვნენ, თუმცა ასაკით - მასზე გაცილებით უმცროსები. მათი ნაცნობობის ამბავიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იგი ხშირად მონაწილეობდა სატელევიზიო კონცერტებში, ხოლო მისი ნამღერის მოტრფიალე ჩემი მშობლები, ბიძები და ბებიები, რომლებიც თავადაც მღეროდნენ, მის სატელევიზიო გამოსვლებს არასდროს აცდენდნენ. ერთადერთი, მხოლოდ ის მაკვირვებდა, რომ მისი სახელისა და გვარის ხსენებისას აუცილებლად დაურთავდნენ, ეს ქალბატონი ძალიან კარგი ექიმიაო. პატარა ვიყავი და, ჩანს, ჩემთვის ექიმი და, იმავდროულად - სცენის მომღერალი ვერაფრით თავსდებოდა, თანაც არც ის სიმღერები მხიბლავდა, სულ სხვა მუსიკა მიტაცებდა, ვიდრე... მისი "მაგნოლია“ არ მოვისმინე, ოღონდ - უკვე დიდობაში. ანა კალანდაძის ეს ლექსი ძალიან მიყვარდა და, ალბათ, ნაწილობრივ მანაც მოახდინა ზეგავლენა - ეს სიმღერა დღემდე ჩემი რჩეულია და დღემდე მასევდიანებს. მუსიკის ავტორის ვინაობა არცთუ დიდი ხნის წინ შევიტყვე და გავოცდი - თურმე, სწორედ იმ ექიმისა და მომღერლის დაწერილი ყოფილა.

მას ნინო ერქვა, ოღონდ ამ სახელით, ფაქტობრივად, არავინ იცნობდა, სამაგიეროდ, ყველა იცნობდა ცინუკის. სხვათა შორის, არც გამიგია, რომ აქ, საქართველოში ვინმეს ეს სახელი რქმეოდა. მართლაც ერთადერთი იყო - ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონი, მრავალფეროვანი ცხოვრების გზით - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტგამოვლილი და ვოკალის განხრით მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული; თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი და ფილარმონიის სოლისტითანაც - საქართველოს დამსახურებული არტისტი; ცნობილი ექიმი და XX საუკუნის 1960-90–იანი წლების ძალიან პოპულარული მომღერალი; თავადური წარმომავლობის და იმავდროულად - თბილისის კოლორიტი; მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი ვიბრაციის მქონე უჩვეულო ხმის ტემბრითა და რეპერტუარით - ერთდროულად, აღმოსავლური ბაიათებით, დუდუკების თანხლებით; საესტრადო სიმღერებით; რუსული და ბოშური რომანსებით!

ცინუკი გვარად დადიანი გახლდათ. მასზე ამბობდნენ, - ხალხი მთავრობის ხელმძღვანელებს არ იცნობდა ისე კარგად, როგორც - ცინუკის და ამ ნაცნობობას ერთი, მნიშვნელოვანი განსხვავებაც ახლდა - ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ცინუკი ძალიან მოსწონდათო.

ხალხის რჩეულმა ცინუკი დადიანმა 77 წელიწადს იცოცხლა და 1993 წლის 11 ნოემბერს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. იგი კუკიის სასაფლაოს ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

  • "მაგნოლია“

ამ სიმღერის შექმნის ამბავი ახლახან ერთი ძალიან ნიჭიერი ჟურნალისტის, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანის - ნინო ხოფერიას ტელეგადაცემა "მემორიაში“ მოვისმინე და თანაც, ჩემი ახლობლის, მუსიკოს ნინო სარალიძის მონათხრობით.

დაბადების ადგილი - ძნელაძის ქუჩა #36 (დღევანდელი თაბუკაშვილის ქ. 36), როგორც ნინო უწოდებს - სილამაზის, სიყვარულის, სიმღერისა და მეგობრობის ბუდე. ამ მისამართზე, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ცინუკი დადიანი, თავის მეუღლესთან ერთად, პირველ სართულზე კი ცხოვრობდა ნინო და მისი ოჯახი. ეზო პატარა იყო და მასში, თურმე, ჟასმინის ბუჩქის საოცარი სურნელი ტრიალებდა. იქვე იდგა კაკლის ხე, თუთის ხე და ამ თუთის ხესთან, ნინოს აივნის ბოლოს იყო პატარა ხის კიბე, რომელიც სარალიძეებს ცინუკის აივანთან აკავშირებდ. როგორც იმ პერიოდის ეზოებისთვის იყო დამახასიათებელი, მათ სახლებში კარი არასდროს იკეტებოდა. "მაგნოლია“ დაიწერა ძნელაძის 36-ის, პირველ სართულზე, სარალიძეებთან.

ცინუკი დადიანი, ზოგადად, სულ ღიღინით დადიოდა ხოლმე და ერთ საღამოსაც, მოგვიანებით, ჩვეული ღიღინით ჩასულა ნინოს ოჯახში - ღიღინებდა და თან მასპინძლებს ელეპარაკებოდა, რამდენი ხანია, ტვინში მიტრიალებს მელოდია... რაღაც მინდაო... ინსტრუმენტზე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შესვენებებით რაღაც მელოდიას ასრულებდა, თან ოჯახის შეფასებებს ისმენდა. რაღაცას უწონებდნენ, რაღაც არ მოსწონდათ, თუმცა ცინუკი დადიანი საბოლოოდ მაინც იმ ვარიანტს ირჩევდა, რაც თვითონ მოსწონდა. ასე შეიქმნა "მაგნოლია“, რომლითაც ცინუკი კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიცნო.

  • ცინუკი დადიანი და "თეთრი ვარდები“

ცინუკი დადიანს მხოლოდ "მაგნოლიასთვის“ არ დაუწერია მუსიკა. ჩემი (და ბევრი სხვა ადამიანის) კიდევ ერთი უსაყვარლესი სიმღერაა "თეთრი ვარდები“.

საქართველოში ძალიან ცნობილი ქალბატონის - ბაბო დადიანის ქალიშვილს, ქალბატონ თათული მასხარაშვილს კარგად ახსოვს, რომ ნიაზ დიასამიძის ტექსტისთვის - "თეთრი ვარდები შენს თავს მაგონებს“ მუსიკა სწორედ ცინუკი დადიანმა დაწერა. საკმაოდ დიდხანს უწერია, თურმე და, ფაქტობრივად, შედევრი შექმნა! - მართლა მოედო მთელ ქალაქს ეს სიმღერაო...

პოეტი, მუსიკოსი და თბილისის კოლორიტი გივი თუშიშვილი ხშირად გამოდიოდა ხოლმე კონცერტებსა და სალონურ საღამოებზე ცინუკი დადიანთან ერთად. ბატონი გივი ჰყვებოდა: ცინუკი წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ ბანძიდან იყო და, როდესაც პარიზში ყოფნისას, კონცერტის შემდეგ კორესპონდენტმა ჰკითხა, თქვენ თბილისიდან ბრძანდებითო? ქალბატონ ცინუკის ფრანგულად უპასუხია: - ო, არა, მადამ, საქართველოს უდიდეს და ულამაზეს ქალაქ ბანძიდან ვარო.

ულამაზეს მსახიობს დოდო ჭიჭინაძეს კი ცინუკი დადიანზე ერთი შემთხვევა აგონდებოდა: საავტომობილო შემთხვევის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოში უგონოდ მიმიყვანეს და მანამდე ვერ მოვიხედე, ვიდრე ნაცნობი სიმღერა არ ჩამესმა. ძალა მოვიკრიბე, ჯერ ყურთასმენა დავძაბე, შემდეგ თვალი გავახილე და... საწოლთან ცინუკი დადიანი მეჯდა და მეგრულ სიმღერებს მიგალობდა. თურმე, მთელი ღამე ასე გაეტარებინა. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისმა სიმღერებმა გადამარჩინა. ო, რა ძალა და მშვენიერება იყო იმ ტკბილ ხმაში, თითქოს ზღვა მიმღეროდაო.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მისი მშობლები, ისევე, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელისუფლება, ქართველი თავადაზნაურობისა და მეწარმეების დიდი ნაწილი, ემიგრაციის გზას დაადგა და ბათუმიდან გემებით კონსტანტინოპოლისკენ გაემგზავრა, იქიდან კი გეზი მარსელისკენ ჰქონდათ, მაგრამ ემიგრანტების მცირე ნაწილი, მათ შორის - ცინუკი დადიანის მშობლები, კონსტანტინოპოლიდან უკან, საქართველოში დაბრუნდნენ. წამოსვლამდე ქალბატონი ცინუკის მამას - დავითს თავისი ოქრო-ვერცხლი და ნივთების ნაწილი საფრანგეთისკენ მიმავალი ქართველებისთვის დაუტოვებია, - ჩვენ სამშობლოში ვბრუნდებით და უფრო იოლად გავიტანთ თავს, თქვენ კი უცხო ქვეყანაში უფრო გამოგადგებათ ეს განძიო.

ცინუკი დადიანი და ჭაბუა ამირეჯიბის ბებია ახლო ნათესავები ყოფილან, ცნობილი ექიმი ამირან მორჩილაძე და ბატონი ჭაბუა - ბავშვობის მეგობრები, ხოლო ცინუკი დადიანი და ბატონი ამირანი კი - სამედიცინო ინსტიტუტიდან თანაკურსელები. როდესაც 1944 წელს შეიარაღებული აჯანყების სამზადისის ბრალდებით ჭაბუა ამირეჯიბი, ამირან მორჩილაძე, რევაზ ტყავაძე და კიდევ 17 ქართველი 10 წლით დააპატიმრეს, როგორც არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "თეთრი გიორგის“ წევრები, თურმე, ცინუკის დაპატიმრებაც უნდოდათ, რადგან სულ მათთან ერთად იყო, მაგრამ მასზე ვერავის ვერაფერი ათქმევინეს და ამით გადარჩა. გადასახლებიდან დაბრუნებული მეგობრებისთვის ქალბატონ ცინუკის უთქვამს, - თქვენ რომ დაჭერილები იყავით, მე აქ თქვენთვის ვმღეროდი სიმღერას "სიონში შევალ, სანთლებს ავანთებ...“ და ყველა ტიროდა, რადგან ხვდებოდნენ, ვისაც ეძღვნებოდა ეს სიმღერაო.

ცინუკი დადიანი და ამირან მორჩილაძე ჭაბუა ამირეჯიბის მეჯვარეებიც ყოფილან ამ უკანასკნელისა და თამარ ჯავახიშვილის ქორწილში. ქორწილში ბევრი უმღერია ცინუკი დადიანს და სწორედ იქ მოუსმენია პირველად ქალბატონ თამარს სიმღერა "გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო“. ამ სიმღერის შესრულებისას ყოველთვის ისეთი ინტონაციით წარმოთქვამდა, თურმე, იეთიმ გურჯის სიტყვებს - "გაყიდული ორპირ მეგობრისაო“, თითქოს, იმ "ორპირ მეგობარზეც“ გული სწყდებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ სწირავდა. ყოველ ჯერზე, ამ სიმღერის მოსმენისას, ქალბატონ თამარსაც და ბატონ ამირანსაც, თურმე, ღვარად სდიოდათ ცრემლები...

ავტორი: ირმა ხარშილაძე