პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიგოლ ვაშაძე "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შევეგუები..."
გრიგოლ ვაშაძე "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შევეგუები..."

გრი­გოლ ვა­შა­ძე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა.

გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

„მე გა­დავ­წყვი­ტე დავ­ტო­ვო ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და გა­ვი­დე პარ­ტი­ი­დან. უაღ­რე­სად მიძ­ნელ­დე­ბა ეს ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. 2017 წლის იან­ვრი­დან, ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვცდი­ლობ­დი გა­მე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს მოკ­რძა­ლე­ბულ ძა­ლებ­ში იყო, იმი­სათ­ვის, რომ პარ­ტია გაზ­რდი­ლი­ყო, გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბად და შე­დე­გად მი­ე­ღო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­გან მან­და­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

ვფიქ­რობ, ჩვენ ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ არის ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი. არ ვე­თან­ხმე­ბი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. კი­დევ უფრო მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის პარ­ტი­უ­ლი სტრა­ტე­გი­ის არარ­სე­ბო­ბა. ეს მხო­ლოდ ე. წ. ქარ­თულ ოც­ნე­ბას აძ­ლევს ხელს. ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდენ ისე­თი ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ კარ­გა ხა­ნია თით­ქოს და ჩა­ვა­ბა­რეთ წარ­სულს, და რომ­ლებ­თან ერ­თად ვე­რა­სად­როს, ვი­მე­ო­რებ, ვე­რას­დროს ვერ მო­ვი­პო­ვებთ ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია ღრმა აღ­შფო­თე­ბას არ იწ­ვევ­დეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­უ­გე­ბა­რია ვინ და რა მიზ­ნით წა­მო­ი­წყო. ამით ად­გე­ბა უდი­დე­სი ზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს აშშ-სთან, ევ­რო­კავ­შირ­თან და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან. იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ამ კამ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს არას­დროს გა­უ­გით, რომ ელჩზე თავ­დას­ხმა იგი­ვეა, რაც თავ­დას­ხმა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს, და რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე სდგას.

ბო­დიშს ვუხ­დი ჩვენ მე­გობ­რებს! პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მოთ­ვლას აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ, რად­გან კერ­ძო სა­უბ­რებ­ში მათ­ზე თა­ვად პარ­ტი­ის წევ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ჩემ­თვის უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ან სა­ერ­თოდ მარ­ტო დარ­ჩე­ნა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ მე არ შე­მიძ­ლია ვიყო იქ, სა­დაც ვერ ვხე­დავ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და სურ­ვილს. შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი. მი­ვენ­დოთ მო­მა­ვალს. ვფიქ­რობ, რომ ჩვენ მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან მალე გან­გვსჯის.

უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნა მაქვს ჩვენს პა­ტივ­ცე­მულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან - არ მა­ი­ძუ­ლოთ ტე­ლე­ფო­ნის გა­მორ­თვა. არ ვა­პი­რებ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ან კო­მენ­ტა­რე­ბის გა­ცე­მას, არც თოქ-შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პარ­ტი­ის წევ­რებს ვემ­შვი­დო­ბე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით, და ვუ­სურ­ვებ მათ ძა­ლი­ან მალე მი­ეღ­წი­ოთ ნა­ნატ­რი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის!“ - წერს გრი­გოლ ვა­შა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
9

გზა მშვიდობისა . . . . .

Yurii
67

ნინო ანანიაშვილი და ვასაძე არიან ფულის გიჟები.ადრე დიდ რუსეთს ემსახურებოდნენ,ეხლა მამონს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შევეგუები..."

გრიგოლ ვაშაძე "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "არის ფაქტები, რომლებსაც კატეგორიულად ვერ შევეგუები..."

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

„მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას.

ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ. ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის.

უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“ - წერს გრიგოლ ვაშაძე.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

უხერხული მომენტი სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრიდან - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა მიშელის "კოვიდ მისალმებას" (ვიდეო)

"ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც მის გამო შეწუხებული ვარ, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ხაბეიშვილი ვაშაძეზე