საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი
"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი

„სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ძმის, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის იო­სებ ჯა­ნა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ჩა­უ­დეს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ვის ძმას­თან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქტს უარ­ყოფს.

„ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­უ­დეს, ორი დღე იდგა სამ­სა­ხურ­თან მან­ქა­ნა და სა­ბარ­გუ­ლი არ იკე­ტე­ბო­და, ჩა­დე­ბუ­ლია ორი ხელ­ყუმ­ბა­რა, ჟან­გი­ა­ნი 100 ცალი ტყვია, საჭ­მე­ლი და თოკი. პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­აა, არის რომ თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, მაგ­რამ გზა­ში და­ა­კა­ვეს. თუ თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, თვალ­თვა­ლი რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეს და რა­ტომ არ გაყვნენ ბო­ლომ­დე?! იქ­ნებ მარ­თლა შემ­დგა­რი­ყო ეს კონ­ტაქ­ტი. უბ­რა­ლოდ რა­ღაც უაზ­რო თე­მაა. ცხა­დია, რომ ჩა­უ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვი­საა ძებ­ნი­ლი.

ამას­თან, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

“ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბ.ე.-ს მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბ.ე.-მ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი „ბმვ“-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
₾ია
0

ზუსტად! ძებნილ კაცთან მიდიოდა და წასვლა-მისვლა არ აცალეს))) ჭიკაიძე მაინც დაიხმარეთ!

ნიკოლოზი
0

ჭირი იქა...

ლხინი აქა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთები, რომელიც დაკავებისას აღმოუჩინეს, ჩაუდეს.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თავის ძმასთან რაიმე სახის კონტაქტს უარყოფს.

„ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს, ორი დღე იდგა სამსახურთან მანქანა და საბარგული არ იკეტებოდა, ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიაა, არის რომ თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. თუ თავის ძმასთან მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე?! იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი. უბრალოდ რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს“,- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება" - მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მამაკაცს ხელყუმბარა უჭირავს და თავის აფეთქებით იმუქრება

"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე