პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)
საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვა, მე­დია ინ­ტე­რეს­დე­ბა იმით, თუ სად იცხოვ­რე­ბენ ტრამ­პე­ბი თეთ­რი სახ­ლის შემ­დეგ. pagesix.com-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ დო­ნალ­დის 39 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ფლო­რი­და­ში, Indian Creek Island-ზე 30-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­სახ­ლის აშე­ნე­ბას და სწო­რედ იქ ცხოვ­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

ეს არის კუნ­ძუ­ლი, რო­მელ­საც "მი­ლი­ონ­რე­ბის ბუნ­კერს" უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ამ ად­გი­ლას მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ და ის სუ­პერ­და­ცუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამ­პი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა, ივან­კა ტრამ­პი და­კა­ვე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბით და მან არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ნახა მა­ი­ა­მი­ში, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და მდიდ­რულ კუნ­ძულ­ზე შე­ა­ჩე­რა.

კუნ­ძულს ჰყავს სა­კუ­თა­რი 13-კა­ცი­ა­ნი პო­ლი­ცია და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლია 34 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცია. მე­დი­ის ცნო­ბით, ივან­კა ტრამპმა და ჯა­რედ კუშ­ნერ­მა ის ად­გი­ლი იყი­დეს, რო­მე­ლიც ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ასს ეკუთ­ვნო­და. ქო­ნე­ბის ზუს­ტი ფასი 31,8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მათ გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით 472 764 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

ხიდი, რომ­ლი­თაც კუნ­ძუ­ლი ხმე­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა

ამ კუნ­ძუ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ და ყო­ფილ მა­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არი­ან ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი, მი­ლი­არ­დე­რი კარლ იკა­ნი, ნორ­მან ბრე­მა­ნი, ად­რი­ა­ნა ლიმა, მი­ლი­ო­ნე­რი ჯეფ სო­ფე­რი, რიკი მარ­ტი­ნი.

ეს რიკი მარ­ტი­ნის სახ­ლია, რო­მე­ლიც კუნ­ძულ­ზე ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე მომ­ღე­რა­ლი აქ აღარ ცხოვ­რობს

კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ყვე­ლა სახ­ლი­დან თვალ­წარმ­ტა­ცი ხედი იშ­ლე­ბა. მო­წყო­ბი­ლია გოლ­ფის მო­ე­და­ნი. კუნ­ძუ­ლის მცხოვ­რებ­ლებს ჰყავთ ცალ­კე პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს, თუ ვინ შე­დის. იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­ვის აქვს.

კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხმე­ლეთს ის ულა­მა­ზე­სი ხი­დით უკავ­შირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
64

მამამისივით ცარიელი და გაფუყული სახე აქვს.

tato
10

დასცინე,მეტი რა დაგრჩენია,არ გინდა შენც ეგეთი გაფუყული როჟა გქონდეს და ასე ცხოვრობდე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მედია ინტერესდება იმით, თუ სად იცხოვრებენ ტრამპები თეთრი სახლის შემდეგ. pagesix.com-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დონალდის 39 წლის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ ფლორიდაში, Indian Creek Island-ზე 30-მილიონ დოლარად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც სასახლის აშენებას და სწორედ იქ ცხოვრებას გეგმავენ.

ეს არის კუნძული, რომელსაც "მილიონრების ბუნკერს" უწოდებენ, რადგანაც ამ ადგილას მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ და ის სუპერდაცულობით გამოირჩევა.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ივანკა ტრამპი დაკავებულია ცხოვრების სამომავლო გეგმებით და მან არაერთი უძრავი ქონება ნახა მაიამიში, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და მდიდრულ კუნძულზე შეაჩერა.

კუნძულს ჰყავს საკუთარი 13-კაციანი პოლიცია და იქ განთავსებულია 34 საცხოვრებელი რეზიდენცია. მედიის ცნობით, ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა ის ადგილი იყიდეს, რომელიც ხულიო იგლესიასს ეკუთვნოდა. ქონების ზუსტი ფასი 31,8 მილიონი დოლარია, წლის განმავლობაში კი მათ გადასახადების სახით 472 764 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ხიდი, რომლითაც კუნძული ხმელეთს უკავშირდება

ამ კუნძულის ამჟამინდელ და ყოფილ მაცხოვრებლებს შორის არიან ხულიო იგლესიასი, მილიარდერი კარლ იკანი, ნორმან ბრემანი, ადრიანა ლიმა, მილიონერი ჯეფ სოფერი, რიკი მარტინი.

ეს რიკი მარტინის სახლია, რომელიც კუნძულზე ყველაზე მოკრძალებულად გამოიყურება, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მომღერალი აქ აღარ ცხოვრობს

კუნძულზე მდებარე ყველა სახლიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება. მოწყობილია გოლფის მოედანი. კუნძულის მცხოვრებლებს ჰყავთ ცალკე პოლიცია, რომელიც მკაცრად აკონტროლებს, თუ ვინ შედის. იქ მოხვედრის შესაძლებლობა სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აქვს.

კუნძულზე მოხვედრა ავტომობილითაც არის შესაძლებელი, ხმელეთს ის ულამაზესი ხიდით უკავშირდება.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოლო 30 დღეში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 31%-ით შემცირდა - რას წერს Reuters-ი

მასშტაბური ავარია ტეხასში - ერთმანეთს 130-ზე მეტი ავტომობილი შეეხაჯა, გარდაიცვალა 6 და დაშავდა ათობით ადამიანი (ფოტოები)

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს