სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?
"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის­თვის, - ასე­თია გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც გა­ლის რა­ი­ონ­ში და­კა­ვე­ბულ, 27 წლის ირაკ­ლი ბე­ბუ­ას აფხა­ზე­თის ე.წ. სა­სა­მარ­თლომ მი­უ­სა­ჯა.

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი გალ­ში, ბე­ბი­ის მო­სავ­ლე­ლად იყო ჩა­სუ­ლი. 30 სექ­ტემ­ბერს, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ერ­თწუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ატ­ვირ­თეს, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ წა­უ­კი­და ცე­ცხლი დრო­შას ბე­ბუ­ამ. ვი­დე­ომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა რად­გან მი­იჩ­ნი­ეს, რომ “ქარ­თველ­მა ახალ­გაზ­რდამ ეს ქმე­დე­ბა ე.წ. აფა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სიმ­ბო­ლუ­რად და­ამ­თხვია... თუმ­ცა, ნა­წი­ლი იმა­საც წერ­და, რომ “არც კი ყო­ფი­ლა დრო­შა, სინ­თე­ტი­კის პა­ტა­რა ნა­ჭე­რი იყო, დრო­შის შე­ფე­რი­ლო­ბით... სო­ხუ­მის ცენ­ტრში კი, ად­გი­ლობ­რივ­მა სო­მეხ­მა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად დაწ­ვა დრო­შა, თუმ­ცა, ამა­ზე მის­თვის პა­სუ­ხი არა­ვის მო­უ­თხო­ვია და "ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმით დას­რულ­და, რომ ის არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო და ამი­ტომ "ყვე­ლამ შე­უნ­დო...". სხვე­ბის მო­საზ­რე­ბით, “სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, ერთხელ ვი­ღა­ცამ ღირ­სე­უ­ლი სას­ჯე­ლი უნდა მო­ი­ხა­დოს, რომ მე­ტად აღა­რა­ვინ გა­ბე­დოს". თუმ­ცა, აფხა­ზეთ­ში არი­ან ისე­თე­ბი, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ: "ბე­ბუ­ას დას­ჯის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მისი ეროვ­ნე­ბა გახ­და..."

არა­და, ირაკ­ლი ბე­ბუ­ამ და­კი­თხვი­სას გან­მარ­ტა, - არ­ცერ­თი ხალ­ხის და დრო­შის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს და ეს აქტი მხო­ლოდ იმი­ტომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, რომ მსურს, აფხა­ზებ­მა და ქარ­თვე­ლებ­მა, უწინ­დე­ლი­ვით ისევ ერ­თად, მე­გობ­რუ­ლად იცხოვ­რო­ნო. ე.წ. აფხა­ზუ­რი სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­ბუა ბრალს მხო­ლოდ ხელ­ყუმ­ბა­რის ნა­წილ­ში არ აღი­ა­რებს.

“გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის გვჯე­რო­დეს, მაგ­რამ თუნ­დაც ეპო­ვათ ხელ­ყუმ­ბა­რა, რამ­დე­ნი ოჯა­ხი ვი­ცით, სა­დაც მსგავ­სი არ­სე­ნა­ლი არ ინა­ხე­ბა?.. რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შეძ­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ია­რა­ღის ამო­ღე­ბა? - ვერ­ცერ­თმა და ვერც შეძ­ლებს. ახლა მით უფრო, უშუ­ქო­ბა­ში ქურ­დებს ხელ-ფეხი გახ­სნი­ლი აქვთ და ვინ დათ­მობს ია­რაღს, რო­დე­საც მი­ლი­ცია ვერ გვი­ცავს, თა­ვად ხომ უნდა და­ვიც­ვათ ოჯა­ხე­ბი?” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი". აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ბე­ბუ­ას ოჯა­ხი ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი იმე­დი, სა­ხელ­მწი­ფოს აქ­ტი­უ­რო­ბაა - აფხა­ზუ­რი მხა­რე, ირაკ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­თან­ხმდე­ბა, რაც ამ სა­კითხს ქარ­თუ­ლი მხა­რე ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის მო­რიგ რა­უნ­დზე და­ა­ყე­ნებს.

ასევე დაგაინტერესებთ
16:57 / 01-10-2020

"გამარჯვების მოედანზე დაჩოქება და დაწვა ელოდება" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები ირაკლი ბებუას დაკავებას, რომელმაც "დამოუკიდებლობის დღეს" აფხაზეთის დროშა დაწვა

14:02 / 08-12-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

20:31 / 09-12-2020

"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

11:58 / 10-12-2020

"რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: "მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“ - რას წერს რუსული გამოცემა

მისი ნა­თე­სა­ვი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო აფხა­ზუ­რი მხა­რე ირაკ­ლის გა­ა­სა­მარ­თლებ­და და ასეთ სას­ჯელს მი­უს­ჯი­და. თა­მუ­ნა ბე­ბუა ამ­ბობს, რომ მისი ოჯა­ხი ირაკ­ლი­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­გან იღებს. მისი ბი­ძაშ­ვი­ლის­თვის 9-წლი­ა­ნი სას­ჯელ­ზე კი, სუს-ის­გან გა­ი­გეს.

- “წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ და ოჯა­ხის წე­რი­ლიც შე­უ­ტა­ნეს, ირაკ­ლი­მაც გა­მო­ა­ტა­ნა სა­პა­სუ­ხო წე­რი­ლი... ვი­ცო­დით, რომ აფხა­ზუ­რი მხა­რე ასე ად­ვი­ლად არ გა­მო­უშ­ვებ­და და დას­ჯი­და. ძა­ლი­ან გვე­ში­ნია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, ექი­მის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. C ჰე­პა­ტი­ტის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მკურ­ნა­ლობ­და... თვი­თონ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფერს იტყო­ბი­ნე­ბა, ეს კი ძა­ლი­ან გვა­ნერ­ვი­უ­ლებს.

- დრან­დის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს?

- დიახ, ასე აცხა­დებს ე.წ. სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. იქ კი, ნამ­დვი­ლად არ არის ირაკ­ლის­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი. დრან­დის ცი­ხე­ში ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. ამი­ტომ გვე­ში­ნია...

- ბე­ბი­ას­თან იყო ჩა­სუ­ლი, არა?

- დიახ და ე.წ. სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და იმა­ზე დიდ­ხანს მო­უ­წია დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე გეგ­მავ­და. როცა მო­აგ­ვა­რა, კო­ვი­დის პან­დე­მია და­ი­წყო და გზა ჩა­კე­ტეს. ბე­ბია ახლა მარ­ტოა, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, შეჩ­ვე­უ­ლია, თან გარ­შე­მო მე­ზობ­ლე­ბიც ჰყავს, მაგ­რამ ირაკ­ლის ამ­ბავს ძა­ლი­ან დარ­დობს, თან ასაკ­შია... ჩვენ, ახალ­გაზ­რდე­ბიც, ვაქ­ტი­უ­რობთ, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­შიც გავ­გზავ­ნეთ წე­რი­ლი ირაკ­ლის შე­სა­ხებ. მად­ლო­ბა მე­დი­ას ყუ­რა­დღე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის, ვი­ცით, რომ ასე მალე, დღეს და ხვალ ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მაგ­რამ დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის მო­რიგ რა­უნ­დზე 10-11 დე­კემ­ბერს რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა, რად­გან იქ აფხა­ზუ­რი მხა­რეც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, თეა ახვლე­დი­ა­ნის ცნო­ბით, ე.წ. აფხა­ზუ­რი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბას და მათი ისე­დაც გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ყვე­ლა, მთელ მსოფ­ლი­ოს­თან ერ­თად, ვებ­რძვით კო­ვიდ­პან­დე­მი­ას, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მხრი­დან გრძელ­დე­ბა ამ­გვა­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
2

ეს ვაჟკაცი ადამიანი არის სულით და ხორცით ნამდვილი ქართველი!! სწორეთ ეგეთი ვაჟკაცების მხრებზე მოვიდა საქართველო აქმდე!! დღეს ამ ადამიანს სჭირდება სახელმწიფოს და თვითოეული ჩვენგანის გვერდზე დგომა!! რომ ყველამ დაინახოს როცა გმირებს გვერდით დგომა სჭირდება მთელი ერი გაერთიანებულია ერთ მუშტათ!! 

luxumi
1

აფხაზს, ჩემ მეზობელს, მეგობარს და მოყვარეს

ჩვენ, ერთი ეზოს შვილები გვერქვა,

გვერქვა კი არა, ასე ვიყავით,

რა დაგვემართა? ერთგული ძმები,

ასე უღმერთოდ რად გავიყავით.

ერთი ბილიკი გვქონდა სოფლამდე,

 ერთი საერთო ბეღელ- მარანი,

ეზოში ერთი წყარო ანკარა, 

 მთაშიც საერთო გვედგა კარავი.

 

არა, სხვის შვილი არ გერქვა ჩვენთან,

არც მე ვიყავი თქვენი სტუმარი,

არ გვჭირდებოდა ერთურთის ქება,

არც საყვედური არც სამდურავი

 

ხელის აწევით ვესამებოდით,

უხმოდ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა,

ერთად ვილხენნდით, ერთად ვდარდობდით

 ძმები ვიყავით და ძმები გვერქვა.

 

ახლა რა მოხდა? არ ვიცი, მითხარ,

კარგი, ძმობაზე ხელი ავიღოთ,

სასაფლაოზე პაპის საფლავი,

ან ბებოს ძვლები როგორ გავიყოთ?

 

. . .

ამ დიდ ქალაქში, წყურვილი არ მკლავს,

არც პურ ღვინო მაქვს შენზე ნაკლები,

დღე ერთია და ასჯერ გიგონებთ, 

ჩვენი ეზო და შენ მენატრები.

ავტორი:

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

9-წლიანი პატიმრობა აფხაზური დროშის დაწვისთვის, - ასეთია განაჩენი, რომელიც გალის რაიონში დაკავებულ, 27 წლის ირაკლი ბებუას აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა.

ახალგაზრდა ქართველი გალში, ბებიის მოსავლელად იყო ჩასული. 30 სექტემბერს, ინტერნეტმომხმარებლებმა ერთწუთიანი ვიდეომასალა ატვირთეს, სადაც ჩანს, თუ როგორ წაუკიდა ცეცხლი დროშას ბებუამ. ვიდეომ ადგილობრივების ნაწილი ძალიან გააღიზიანა რადგან მიიჩნიეს, რომ “ქართველმა ახალგაზრდამ ეს ქმედება ე.წ. აფაზეთის დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად დაამთხვია... თუმცა, ნაწილი იმასაც წერდა, რომ “არც კი ყოფილა დროშა, სინთეტიკის პატარა ნაჭერი იყო, დროშის შეფერილობით... სოხუმის ცენტრში კი, ადგილობრივმა სომეხმა დემონსტრაციულად დაწვა დროშა, თუმცა, ამაზე მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია და "ყველაფერი მხოლოდ იმით დასრულდა, რომ ის არასრულწლოვანი იყო და ამიტომ "ყველამ შეუნდო...". სხვების მოსაზრებით, “სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, ერთხელ ვიღაცამ ღირსეული სასჯელი უნდა მოიხადოს, რომ მეტად აღარავინ გაბედოს". თუმცა, აფხაზეთში არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ: "ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნება გახდა..."

არადა, ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, - არცერთი ხალხის და დროშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ეს აქტი მხოლოდ იმიტომ განვახორციელე, რომ მსურს, აფხაზებმა და ქართველებმა, უწინდელივით ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვრონო. ე.წ. აფხაზური სასამართლოს ინფორმაციით, ბებუა ბრალს მხოლოდ ხელყუმბარის ნაწილში არ აღიარებს.

“გასაკვირი იქნება, რომ ჩვენი სასამართლოსა და პროკურატურის გვჯეროდეს, მაგრამ თუნდაც ეპოვათ ხელყუმბარა, რამდენი ოჯახი ვიცით, სადაც მსგავსი არსენალი არ ინახება?.. რომელიმე ხელისუფლებამ შეძლო მოსახლეობაში იარაღის ამოღება? - ვერცერთმა და ვერც შეძლებს. ახლა მით უფრო, უშუქობაში ქურდებს ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ და ვინ დათმობს იარაღს, როდესაც მილიცია ვერ გვიცავს, თავად ხომ უნდა დავიცვათ ოჯახები?” – წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი". აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახი ამბობს, რომ ერთადერთი იმედი, სახელმწიფოს აქტიურობაა - აფხაზური მხარე, ირაკლის გათავისუფლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც ამ საკითხს ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე დააყენებს.

მისი ნათესავი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ მოსალოდნელიც იყო აფხაზური მხარე ირაკლის გაასამართლებდა და ასეთ სასჯელს მიუსჯიდა. თამუნა ბებუა ამბობს, რომ მისი ოჯახი ირაკლიზე ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იღებს. მისი ბიძაშვილისთვის 9-წლიანი სასჯელზე კი, სუს-ისგან გაიგეს.

- “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის" წარმომადგენლები შევიდნენ და ოჯახის წერილიც შეუტანეს, ირაკლიმაც გამოატანა საპასუხო წერილი... ვიცოდით, რომ აფხაზური მხარე ასე ადვილად არ გამოუშვებდა და დასჯიდა. ძალიან გვეშინია მისი ჯანმრთელობის გამო, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული, მკურნალობდა... თვითონ სამედიცინო შემოწმების შესახებ არაფერს იტყობინება, ეს კი ძალიან გვანერვიულებს.

- დრანდის ციხეში გადაიყვანეს?

- დიახ, ასე აცხადებს ე.წ. სახაზინო ადვოკატი. იქ კი, ნამდვილად არ არის ირაკლისნაირი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანისთვის შესაბამისი პირობები. დრანდის ციხეში ჯანმრთელი ადამიანისთვისაც მძიმე ვითარებაა. ამიტომ გვეშინია...

- ბებიასთან იყო ჩასული, არა?

- დიახ და ე.წ. საბუთების მოგვარებაში პრობლემები შეექმნა და იმაზე დიდხანს მოუწია დარჩენა, ვიდრე გეგმავდა. როცა მოაგვარა, კოვიდის პანდემია დაიწყო და გზა ჩაკეტეს. ბებია ახლა მარტოა, მაგრამ ეგ არაფერი, შეჩვეულია, თან გარშემო მეზობლებიც ჰყავს, მაგრამ ირაკლის ამბავს ძალიან დარდობს, თან ასაკშია... ჩვენ, ახალგაზრდებიც, ვაქტიურობთ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გავგზავნეთ წერილი ირაკლის შესახებ. მადლობა მედიას ყურადღებისა და თანადგომისთვის, ვიცით, რომ ასე მალე, დღეს და ხვალ ვერ გათავისუფლდება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე 10-11 დეკემბერს რაღაც შეიცვლება, რადგან იქ აფხაზური მხარეც იქნება წარმოდგენილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ცნობით, ე.წ. აფხაზური სასამართლოს გადაწყვეტილება აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ემსახურება.

„დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა