სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?
"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?

პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, მათ შო­რის და­ო­ჯა­ხე­ბის სა­კი­თხებ­შიც. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, წყვი­ლე­ბი ქორ­წილს ვე­ღარ იხ­დი­ან... არა­და, "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტს ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი­საც ამ პე­რი­ო­დის­თვის ჰქონ­და ქორ­წი­ლი და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ მან და მის­მა რჩე­ულ­მა, ლე­კუ­ნა (ლა­მა­რა) ჯა­ფოშ­ვილ­მა ფორ­მა­ლუ­რად ქორ­წი­ლი გა­ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­დეს და გა­სულ კვი­რას იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს.

რო­გორც ჯე­იჰუ­ნი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი წე­ლი­წად­ზე ცოტა მეტი ხნის წინ და­ი­წყო.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია გაჩ­ნდა თუ არა, იმა­ვე დღი­დან ვუ­თხა­რი, რომ მომ­წონ­და და ავუხ­სე­ნი, რომ მას მხო­ლოდ რო­გორც მე­გო­ბარს ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი. ცოტა გა­უკ­ვირ­და, მერე ცო­ტაც მაწ­ვა­ლა... მაგ­რამ, დღეს უკვე ერ­თად ვართ. მარ­თლა კარ­გი გო­გოა, უზო­მოდ მიყ­ვარს," - გვიყ­ვე­ბა ჯე­იჰუ­ნი.

მისი მე­უღ­ლე ჟეს­ტე­ბის ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ამა­ვე დროს, "ილი­ა­უ­ნის" მა­გის­ტრან­ტი. გარ­და ამი­სა, იცის ბევ­რი ენა და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ლე­კუ­ნა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლია. მას ჟეს­ტურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა ტე­ლეს­კო­ლის ფარ­გლებ­შიც მიჰ­ყავს.

"მო­ამ­ბე­ში" ტე­ლე­ეკ­რან­ზე დაბ­ლა მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში რომ გოგო ჩანს ხოლ­მე, უკვე ჩემი ცო­ლია. მოკ­ლედ, მე "მთა­ვარ არხზე" ვმუ­შა­ობ, ის - "პირ­ველ არხზე"... ისე, დიდი ხნის წინ კი ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ერთ წლის წინ მე­ტად და­ვახ­ლოვ­დით, კარ­გად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ხომ ვამ­ბობ, სა­ოც­რად კარ­გი გო­გოა, მისი ყვე­ლა თვი­სე­ბით, ქცე­ვით მომ­ხიბ­ლა. ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა არ გვიყ­ვარს, რა­საც აკ­რძალ­ვე­ბი, რაც ახ­ლაა, გვა­ი­ძუ­ლებ­და, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ ეს პა­ტა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბა-ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა - წინა დღეს ნიშ­ნო­ბა გვქონ­და და მე­ო­რე დღეს ხელი მო­ვა­წე­რეთ", - გვიყ­ვე­ბა ჯე­იჰუ­ნი...

- და რო­გო­რია თქვე­ნი ახალ­ბე­და ოჯა­ხის გეგ­მე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ის, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დე­გაც, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა-გან­ვი­თა­რე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ერ­თმა­ნეთს ამ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­როთ.

- ე.ი. თქვენს ორ­სუ­ლი­ან ოჯახს შე­ე­მა­ტა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა - შენი მე­უღ­ლე...

- კი, დე­და­საც ძა­ლი­ან უხა­რია, სახ­ლში მის მარ­ტო­ო­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. ვცხოვ­რობთ მარ­ნე­ულ­ში და ვრჩე­ბით ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბის ბი­ნა­შიც, როცა თბი­ლის­ში გვი­წევს ყოფ­ნა.

- რო­გო­რი იყო შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის რე­აქ­ცია, როცა, შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და...

- იმ პე­რი­ო­დამ­დე მა­მა­მისს არ ვიც­ნობ­დი და მა­შინ მა­მას­თან ერ­თად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მო­ვი­და... სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მკი­თხეთ და მინ­და, ისიც გი­თხრათ, რომ მე და ჩემს მე­უღ­ლეს ჩვენს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ჩვე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გვინ­და, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია "წი­თე­ლი ხი­დის" სა­ხე­ლით უკვე არ­სე­ბობს. გვინ­და, ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე რომ, ჩვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, იმე­დია, ამა­საც შევ­ძლებთ, თუმ­ცა ახლა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვაქვს. იმე­დი გვაქვს, რომ გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და ჩვენც გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
146

იმედია დავაჟკაცდება და აწი პროვოკაციებს აღარ მოაწყობს!!!

გიორგი
46

ვულოცავთ კიდევ ერთი ქართული, ტრადიციული ოჯახის შექმნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?

პანდემიამ ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის დაოჯახების საკითხებშიც. შექმნილი მდგომარეობისა და შესაბამისი რეგულაციების გამო, წყვილები ქორწილს ვეღარ იხდიან... არადა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედალისაც ამ პერიოდისთვის ჰქონდა ქორწილი დაგეგმილი, მაგრამ მან და მისმა რჩეულმა, ლეკუნა (ლამარა) ჯაფოშვილმა ფორმალურად ქორწილი გაზაფხულისთვის გადადეს და გასულ კვირას იუსტიციის სახლში ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს.

როგორც ჯეიჰუნი ambebi.ge-ს უყვება, მათი სიყვარულის ამბავი წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ დაიწყო.

"ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეიძლება ითქვას, ჩვენს შორის კომუნიკაცია გაჩნდა თუ არა, იმავე დღიდან ვუთხარი, რომ მომწონდა და ავუხსენი, რომ მას მხოლოდ როგორც მეგობარს ისე არ ვუყურებდი. ცოტა გაუკვირდა, მერე ცოტაც მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ. მართლა კარგი გოგოა, უზომოდ მიყვარს," - გვიყვება ჯეიჰუნი.

მისი მეუღლე ჟესტების ენის სპეციალისტია, ამავე დროს, "ილიაუნის" მაგისტრანტი. გარდა ამისა, იცის ბევრი ენა და ძალიან აქტიური ადამიანია. ლეკუნა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელია. მას ჟესტურ ენასთან დაკავშირებული გადაცემა ტელესკოლის ფარგლებშიც მიჰყავს.

"მოამბეში" ტელეეკრანზე დაბლა მარჯვენა კუთხეში რომ გოგო ჩანს ხოლმე, უკვე ჩემი ცოლია. მოკლედ, მე "მთავარ არხზე" ვმუშაობ, ის - "პირველ არხზე"... ისე, დიდი ხნის წინ კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ წლის წინ მეტად დავახლოვდით, კარგად გავიცანით ერთმანეთი. ხომ ვამბობ, საოცრად კარგი გოგოა, მისი ყველა თვისებით, ქცევით მომხიბლა. ისე მოხდა, რომ ჩვენი ქორწინება პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ერთმანეთისგან შორს ყოფნა არ გვიყვარს, რასაც აკრძალვები, რაც ახლაა, გვაიძულებდა, ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს პატარა ღონისძიება-ცერემონიალი ჩაგვეტარებინა - წინა დღეს ნიშნობა გვქონდა და მეორე დღეს ხელი მოვაწერეთ", - გვიყვება ჯეიჰუნი...

- და როგორია თქვენი ახალბედა ოჯახის გეგმები, პრიორიტეტები?

- ჯერჯერობით ის, რომ ოჯახის შექმნის შემდეგაც, სამსახურებრივი, პროფესიული წინსვლა-განვითარება შევინარჩუნოთ, ერთმანეთს ამ ყველაფერში დავეხმაროთ.

- ე.ი. თქვენს ორსულიან ოჯახს შეემატა ძალიან კარგი გოგონა - შენი მეუღლე...

- კი, დედასაც ძალიან უხარია, სახლში მის მარტოობას წერტილი დაესვა. ვცხოვრობთ მარნეულში და ვრჩებით ჩემი მეუღლის მშობლების ბინაშიც, როცა თბილისში გვიწევს ყოფნა.

- როგორი იყო შენი შეყვარებულის რეაქცია, როცა, შენთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა...

- იმ პერიოდამდე მამამისს არ ვიცნობდი და მაშინ მამასთან ერთად საავადმყოფოში შეშინებული და შეშფოთებული მოვიდა... სამომავლო გეგმებზე მკითხეთ და მინდა, ისიც გითხრათ, რომ მე და ჩემს მეუღლეს ჩვენს რამდენიმე მეგობართან ერთად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის უფრო გააქტიურება გვინდა, ეს ორგანიზაცია "წითელი ხიდის" სახელით უკვე არსებობს. გვინდა, ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის რაღაც პროექტები განვახორციელოთ. ასე რომ, ჩვენს პროფესიულ განვითარებასთან ერთად, იმედია, ამასაც შევძლებთ, თუმცა ახლა, პანდემიის პერიოდში, ჯერჯერობით საქმიანობა შეჩერებული გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულისთვის ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენც გავაქტიურდებით.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი