მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენისთანებთან მივდივარ და ფულს დებენ, გაიგე?!" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ (ფარული ჩანაწერი)
"შენისთანებთან მივდივარ და ფულს დებენ, გაიგე?!" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ (ფარული ჩანაწერი)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში 2 პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს მუ­ქა­რით 10 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­დას სთხოვ­დნენ.

"1974 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ბ.-ს ბრა­ლად ედე­ბათ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ბიზ­ნეს­მენს - კ.მ.-ს, რო­მე­ლიც თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" - ბო­რია აფა­ქე­ლას სა­ხე­ლით, „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ სა­სარ­გებ­ლოდ, 10 000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზ­ნეს­მენს ია­რა­ღის დე­მონ­სტრი­რე­ბით და­ე­მუქრნენ, რომ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­იყ­ვან­დნენ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ე.წ. „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან“ საქ­მის გარ­ჩე­ვის მიზ­ნით.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ უბან­ში მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც მსხვერ­პლმა მათ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 5 000 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, 5 000 აშშ დო­ლა­რი, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან - 2 ცე­ცხლსას­რო­ლი პის­ტო­ლე­ტი, 2 მჭი­დი და 13 საბ­რძო­ლო ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბას, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას, ჩა­დე­ნილს ჯგუ­ფუ­რად" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lui
2

ესენიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის

ლაშა
6

აღარ ამოიძირკვა რა ეს ვირთხის დონეზე დასული ხალხი და აღარ გადაშენდნენ საქართველოდან.

ავტორი:

"შენისთანებთან მივდივარ და ფულს დებენ, გაიგე?!" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ (ფარული ჩანაწერი)

"შენისთანებთან მივდივარ და ფულს დებენ, გაიგე?!" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ (ფარული ჩანაწერი)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარით 10 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდნენ.

"1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ხ.-სა და 1997 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბიზნესმენს - კ.მ.-ს, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქმიანობდა, ე.წ. "კანონიერი ქურდის" - ბორია აფაქელას სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დ.ხ. და ნ.ბ. ბიზნესმენს იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ საქმის გარჩევის მიზნით.სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მსხვერპლმა მათ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 5 000 აშშ დოლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან - 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დაკავებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩადენილს ჯგუფურად" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შეიარაღებული დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა მუხრანში?