სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა
"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

მეს­მის, 300 ლარს 1000 ლარი ჯო­ბია, მაგ­რამ ესაა, რისი გა­ღე­ბაც შეგ­ვიძ­ლია, იმი­ტომ, რომ უზარ­მა­ზა­რი ბი­უ­ჯე­ტი იხარ­ჯე­ბა ან­ტი­პან­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, შე­ზღუდ­ვა დრო­ე­ბი­თია და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ზღუდ­ვის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

“ეს თან­ხა საკ­მა­რი­სი არ არის. 300 ლარი არ არის მა­ღა­ლი თან­ხა, მაგ­რამ ისაა, რაც ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ერთჯე­რა­დად შეგ­ვიძ­ლია გავ­წი­ოთ. ესაა დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დნენ. სა­ვაჭ­რო სექ­ტო­რი იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ითხოვს, მალე გაგ­ვხსე­ნით, რომ მე არ მაქვს რა­ი­მე კი­თხვის ნი­შა­ნი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­დგე­ბა თუ არა, რა თქმა უნდა, აღ­დგე­ბა. ისი­ნი იმას კი არ ამ­ბო­ბენ, რომ ვერ იმუ­შა­ვე­ბენ. სა­ნამ გვი­წევს შე­ზღუდ­ვე­ბი, ისარ­გებ­ლე­ბენ ამ 300 ლა­რით”, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

300-ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა დღე­ი­დან იწყე­ბა. იმ პი­რებს, რო­მელ­თაც 2020 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან, და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის/ობი­ექ­ტზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბის/წვდო­მის უფ­ლე­ბა, 3 დე­კემ­ბრი­დან 24 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დი (ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნის შემ­დეგ პირს კი­დევ 2 დღე ეძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად, 28 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით), რათა რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღონ ერთჯე­რა­დი 300 ლა­რი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცია.

მი­ნის­ტრის თქმით, ქვე­ყა­ნა დიდი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, მო­მა­ვა­ლი წელი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წელი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს­თვის.

"ბი­უ­ჯეტ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი გა­და­ლაგ­და და აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბა­ზე. შე­ვარ­ბი­ლოთ ის ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა, რაც პან­დე­მი­ას ჩვენ­ზე ჰქონ­და და კი­დევ ექ­ნე­ბა. გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ან­ტი­პან­დე­მი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც 2020-2021-ში ჯა­მუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მი­ლი­არდ ოთხას მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­კე­ტია მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით 1200- ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ვინც დრო­ე­ბით შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე რჩე­ბა, 300-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის. ეს არის კო­მუ­ნი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად პან­დე­მი­ი­სა, ჩვენ ჩვე­ნი ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ვას­რუ­ლეთ, ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის თუ პენ­სი­ის გაზ­რდა. შემ­ცი­რე­ბუ­ლია ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აღა­რაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. მათ შო­რის ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი. თუმ­ცა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში კა­პი­ტა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი რჩე­ბა," - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???????????????
0

ხორცმეტებმა და უსაქმურებმა 300 ლარით რომ იცხოვროთ არა???????????

თბილისელი
0

პენსიონერებისთვის ფული არა გაქვთ თუ გაწუხებთ მათი არსებობა.შუბლზე ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი უსინდისოებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია... მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი" - ნათია თურნავა

მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სავაჭრო სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს, მალე გაგვხსენით, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ. სანამ გვიწევს შეზღუდვები, ისარგებლებენ ამ 300 ლარით”, - განაცხადა თურნავამ.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.

მინისტრის თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის.

"ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე. შევარბილოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც პანდემიას ჩვენზე ჰქონდა და კიდევ ექნება. განსაზღვრულია, რომ ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, რაც 2020-2021-ში ჯამურად განხორციელდება, მილიარდ ოთხას მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1200- ლარიანი დახმარებების გაგრძელება, ვინც დროებით შემოსავლის გარეშე რჩება, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის კომუნიალური გადასახადების სუბსიდირება. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ჩვენი ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ პენსიის გაზრდა. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება აღარაა აქტუალური. მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული პროგრამები. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯები რჩება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"