საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა
ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ბა­თუმ­მა World Travel Awards-ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ბა­თუ­მი წელ­საც ევ­რო­პის სწრა­ფად მზარდ ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად და­სა­ხელ­და.

“ბა­თუმს კონ­კუ­რენ­ცი­ას სო­ფია (ბულ­გა­რე­თი), მა­ტე­რა (იტა­ლია), ბაქო (აზერ­ბა­ი­ჯა­ნი), ლუბ­ლი­ა­ნა (სლო­ვე­ნია), კუტ­ნა ჰორა (ჩე­ხე­თი), მოს­ტა­რი (ბოს­ნია ჰერ­ცე­გო­ვი­ნა), დერი (ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია) და ბიდ­გოშ­ჩი (პო­ლო­ნე­თი) უწევ­და. წელს, პან­დე­მი­ის გამო World Travel Awards-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ი­მარ­თა, გა­სულ წელს კი მას პორ­ტუ­გა­ლი­ამ უმას­პინ­ძლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს World Travel Awards-ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მტი­რა­ლას ეროვ­ნულ­მა პარ­კმაც, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვან­მა ეროვ­ნუ­ლი პარ­კმა მი­ი­ღო. ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ბა­თუ­მის ბულ­ვა­რიც. ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე ბულ­ვა­რი ეი­ფე­ლის კოშ­კის, საგ­რა­და ფა­მი­ლი­ას, კო­ლი­ზე­უ­მის, ბუ­კინ­გე­ბის სა­სახ­ლის, აკ­რო­პო­ლი­სი­სა და ირ­ლან­დი­ის ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის გვერ­დით იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმ­მა მო­ი­პო­ვა. World Travel Awards-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა 1993 წლი­დან ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის წამ­ყვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ბიზ­ნეს და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან. და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ასო­ბით ნო­მი­ნა­ცია და ათა­სო­ბით ნო­მი­ნან­ტი კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ებ­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცი­ე­ბი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი, ასე­ვე სა­ზღვაო, საგ­ზაო, სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის კომ­პა­ნი­ე­ბი”,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა.

მათი ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

“ბათუმს კონკურენციას სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა), დერი (ჩრდილოეთ ირლანდია) და ბიდგოშჩი (პოლონეთი) უწევდა. წელს, პანდემიის გამო World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, გასულ წელს კი მას პორტუგალიამ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მტირალას ეროვნულმა პარკმაც, როგორც საქართველოს წამყვანმა ეროვნული პარკმა მიიღო. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ნომინირებული იყო ბათუმის ბულვარიც. ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ბულვარი ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლის, აკროპოლისისა და ირლანდიის ემიგრაციის მუზეუმის გვერდით იყო დასახელებული, სადაც გამარჯვება ემიგრაციის მუზეუმმა მოიპოვა. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ახალ რეგიონალურ ცენტრში ავტოსერვისის მსურველებს შეუზღუდავად მოემსახურება

"მწერდა, მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, გული მიმდის, ესენი მომკლავენ, ვატყობო..." - ინტერვიუ covid-19 -ით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამასთან