პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ დე­კემ­ბრის ნო­მე­რი #9 (117), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • აღ­დგო­მის ტაძ­რის “წმინ­და კარი”, სა­კე­ტე­ბი და მეკ­ლი­ტუ­რე­ბი

ქრის­ტეს აღ­დგო­მის, იმა­ვე უფ­ლის საფ­ლა­ვის სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სი უფ­ლის ჯვარ­ცმი­სა და დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლას დგას და სა­ერ­თო ჭერ­ქვეშ სხვა­დას­ხვა დიდ თუ მცი­რე სამ­ლოც­ვე­ლოს აერ­თი­ა­ნებს. სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტაძ­რის ხუ­როთ­მო­ძღვრულ­მა იერ­სა­ხემ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ცა­და ცვლი­ლე­ბა, რად­გან არ დაჰკლე­ბია არც მტრე­ბის­გან ძარ­ცვა-რბე­ვა, არც ხან­ძრე­ბი­სა და მი­წისძვრე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა. ტა­ძარ­მა ჩვენს დრომ­დე ჯვა­როს­ნე­ბის დრო­ინ­დე­ლი, რო­მა­ნუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ნა­გე­ბო­ბის სა­ხით მო­აღ­წია. ჯვა­როს­ნე­ბის მიერ ტაძ­რის­თვის შებ­მუ­ლი 6 მეტ­რი სი­მაღ­ლი­სა და სი­გა­ნით 3 მეტრს აღ­მა­ტე­ბუ­ლი კარი არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა კი გა­ნა­ახ­ლეს, რაც 1512-1514 წლებ­ში წმინ­და მი­წა­ზე სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბით მივ­ლი­ნე­ბულ, კა­ხე­თის მეფე ავ­გი­ორ­გის სახ­ლთუ­ხუ­ცეს ბე­ე­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა ად­გილ­ზე ქარ­თუ­ლი სა­მო­ნას­ტრო თე­მის პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში.

აღ­დგო­მის ტა­ძარს ძველ­თა­გან ჰყავს თა­ვი­სი მეკ­ლი­ტუ­რე­ბი. ისი­ნი მუს­ლი­მი არა­ბე­ბის ორი ოჯა­ხის - ჯუდე ალ-ჰუ­სე­ი­ნი­სა და ნუ­სე­ი­ბის წრი­დან არი­ან. პირ­ველს ტაძ­რის გა­სა­ღე­ბი აბა­რია, მე­ო­რეს კი ყო­ველ­დღი­უ­რად, დილა-სა­ღა­მოს კა­რის გა­ღე­ბა და და­კეტ­ვა ევა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტაძ­რის მეკ­ლი­ტუ­რე­ბად ამ ოჯა­ხე­ბის შერ­ჩე­ვის თა­რიღს, ის­ტო­რი­კოს­თა შო­რის ერ­თი­ა­ნი აზრი არ არ­სე­ბობს. ერთი გად­მო­ცე­მით, ისი­ნი 1192 წელს, სხვა ვერ­სი­ით, ეს მოხ­და 1245 ან 1249 წელს. მათი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­მიჯ­ნუ­ლია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი მი­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად და და­საძ­ვე­ლებ­ლად ეს ოჯა­ხე­ბი ხში­რად იშ­ვე­ლი­ე­ბენ მათ ხელთ არ­სე­ბულ თუ არარ­სე­ბულ არ­გუ­მენ­ტებს. შეგ­ვიძ­ლია გა­ვეც­ნოთ ამ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა დღე­ვან­დე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას მა­თი­ვე მო­ნა­თხრო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

  • გუს­ტავ კლიმ­ტის “ოქ­როს ადე­ლის” არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი

ეს გახ­ლავთ ის­ტო­რია, რო­მელ­შიც არის სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ძულ­ვი­ლი, ღა­ლა­ტი და შუ­რის­ძი­ე­ბა, დევ­ნა და მსხვერ­პლშე­წირ­ვა. ამ ის­ტო­რი­ას მო­რა­ლი არ გა­აჩ­ნია! ან რა მო­რა­ლი უნდა ჰქონ­დეს ამ­ბავს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს გე­ნი­ო­სი გუს­ტავ კლიმ­ტი, სა­ბე­დის­წე­რო ქალი ადელ ბლოხ-ბა­უ­ე­რი, 135 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ტილო, ადოლფ ჰიტ­ლე­რი, ჯორჯ ბუში-უმ­ცრო­სი, აშშ-ის მთავ­რო­ბა და ავ­სტრი­ე­ლი ხალ­ხი? ამ­ბის “მთა­ვა­რი გმი­რია” გუს­ტავ კლიმ­ტის ტილო “ადელ ბლოხ-ბა­უ­ე­რის პორ­ტრე­ტი” ან უბ­რა­ლოდ - “ოქ­როს ადე­ლი”.

ყვე­ლა­ფე­რი 1904 წელს და­ი­წყო. ფერ­დი­ნანდ ბლოხ-ბა­უ­ე­რი მო­კირ­წყლულ ტრო­ტუ­არ­ზე სე­ირ­ნობ­და. მას უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ე­წყვი­ტა! ევ­რო­პა­ში შაქ­რის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი ფერ­დი­ნანდ ქუ­ჩა­ში მი­სე­ირ­ნობ­და და გრძნობ­და, რო­გორ ეზ­რდე­ბო­და თავ­ზე მდიდ­რუ­ლი ატ­ლა­სის ცი­ლინ­დრის ქვეშ რქე­ბი. მთე­ლი ქა­ლა­ქი მისი ცო­ლი­სა და მხატ­ვარ გუს­ტავ კლიმ­ტის რო­მანს გა­ნი­ხი­ლავ­და. ფერ­დი­ნან­დს რამ­დე­ნი­მე ღამე არ ეძი­ნა, სა­ნამ არ მო­ი­ფიქ­რა, რო­გორ ეძია შური. იდეა ძილ­ში მო­უ­ვი­და - ის კლიმტს ადე­ლის პორ­ტრეტს შე­უკ­ვე­თავს. დაე, 100 ეს­კი­ზი გა­ა­კე­თოს, სა­ნამ გული არ აუც­რუვ­დე­ბა. დაე, ხა­ტოს ეს პორ­ტრე­ტი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს. და­ი­ნა­ხოს ადელ­მა, თუ რო­გორ ქრე­ბა კლიმ­ტის გრძნო­ბა. გან­შო­რე­ბა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ. კონ­ტრაქ­ტი - სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა. მას­ში კი ჯა­რი­მაა, რო­მე­ლიც კონ­ტრაქ­ტის თან­ხას ათე­უ­ლო­ბით აღე­მა­ტე­ბა. ფერ­დი­ნან­დი იო­ლად გა­ა­კოტ­რებს კლიმტს.

ფერ­დი­ნან­დმა ადე­ლის პორ­ტრე­ტის შეკ­ვე­თა გა­და­წყვი­ტა და სა­ხე­ლიც შე­ურ­ჩია, “ადელ ბლოხ-ბა­უ­ე­რის პორ­ტრე­ტი”. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი კლიმ­ტი ერ­თობ მო­დუ­რი მხატ­ვა­რი იყო. მე­ტიც, მისი ტი­ლო­ე­ბი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბის სარ­ფი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლდათ.

  • შპა­ი­ე­რი - უდი­დე­სი რო­მა­ნუ­ლი ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ო­ში

დიდი სა­იმ­პე­რიო ტა­ძა­რი რე­ინ­ლანდ-პფალ­ცის მხა­რის ქა­ლაქ შპა­ი­ერ­ში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი რო­მა­ნუ­ლი სტი­ლის ტა­ძა­რია. გრან­დი­ო­ზუ­ლი სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა აგე­ბის­თა­ნა­ვე სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნულ ნა­გე­ბო­ბად და სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლად აღი­ა­რეს. მან უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რო­მა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ტა­ძა­რი თა­ვი­დან­ვე ით­ვლე­ბო­და სა­იმ­პე­რიო ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ, რად­გან აქ დაკ­რძა­ლუ­ლია სამი დი­ნას­ტი­ის (ფრან­კო­ნი­უ­ლი, ჰო­ჰენშტა­უ­ფენ­თა და ჰაბსბურგთა) იმ­პე­რა­ტო­რე­ბი და მე­ფე­ე­ბი. შპა­ი­ე­რის დიდი სა­იმ­პე­რიო ტა­ძა­რი - ოფი­ცი­ა­ლუ­რად ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბი­სა და წმინ­და სტე­ფა­ნეს ბა­ზი­ლი­კა, ააგო საღვთო რო­მის იმ­პე­რი­ის ფრან­კო­ნი­უ­ლი დი­ნას­ტი­ის პირ­ველ­მა სამ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა - და­ი­წყო კონ­რად II-მ, გა­ნაგ­რძო მის­მა ვაჟ­მა ჰენ­რიხ III-მ, ხოლო და­ას­რუ­ლა შვი­ლიშ­ვილ­მა ჰენ­რიხ IV-მ.

1025 წელს კონ­რად II-მ ბრძა­ნა აე­გოთ და­სავ­ლე­თის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ეკ­ლე­სია... მშე­ნებ­ლო­ბა 1106 წელს დას­რულ­და. ტაძ­რის სა­ერ­თო სიგ­რძეა 134 მ, სა­ერ­თო სი­გა­ნე 43 მ, აღ­მო­სავ­ლეთ კოშ­კე­ბის სი­მაღ­ლე 71,2 მ. იმ დრო­ის­თვის ასე­თი გი­გან­ტუ­რი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სო­ფელ­ში იდგა, პრო­ვო­კა­ცია იყო პა­პე­ბის­თვის - თით­ქოს იმ­პე­რა­ტო­რი პრე­ტენ­ზი­ას აცხა­დებ­და არა მხო­ლოდ სა­ე­რო, არა­მედ სა­ეკ­ლე­სიო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. კონ­რად II-ის მიერ შპა­ი­ერ­ში აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და “პრე­ტენ­ზი­ად რო­მა­ულ იმ­პე­რი­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე”. პა­პე­ბი­სა და იმ­პე­რა­ტო­რე­ბის დავა იმით დას­რულ­და, რომ ჰენ­რიხ IV გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ხუთი წლის შემ­დეგ - 1111 წელს გას­ცა პაპ­მა შპა­ი­ე­რის აკ­ლდა­მა­ში მისი დაკ­რძალ­ვის ნე­ბარ­თვა.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ჰამ­ბურ­გის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია
  • ხსოვ­ნა. პრო­ფე­სო­რი გოჩა ჯა­ფა­რი­ძე
  • უახ­ლე­სი ის­ტო­რია. რო­გორ ჩა­ი­შა­ლა ქარ­თველ­თა ოთხ ერად დაქ­საქსვის მცდე­ლო­ბა­ნი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში / ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბი­სა და თვით­შეგ­ნე­ბის დაც­ვის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ი­დან (1925-1975 წწ.)
  • ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან. კოლ­ხე­თი და არ­გო­ნავ­ტი­კა იტა­ლი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში
  • ტრა­დი­ცია. კა­ლან­და - ახა­ლი წლის გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ნიშ­ვნა გუ­რი­ა­ში
  • ეთ­ნო­ლო­გია. კერ­ძე­ბი აჭა­რი­დან - ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს სიმ­დიდ­რე
  • პერ­სო­ნა. სა­ლო­მე ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი - „ვერ­ცხლის სა­უ­კუ­ნის“ ლე­გენ­და (და­სას­რუ­ლი)
  • ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მის სა­თა­ვე­ებ­თან. ძვე­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი
  • მო­ნარ­ქე­ბი. საფ­რან­გე­თის მეფე ლუი XIV (გაგ­რძე­ლე­ბა)
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. რუ­სუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნიზ­მი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომერი #9 (117), რომელშიც წაიკითხავთ:

  • აღდგომის ტაძრის “წმინდა კარი”, საკეტები და მეკლიტურები

ქრისტეს აღდგომის, იმავე უფლის საფლავის სატაძრო კომპლექსი უფლის ჯვარცმისა და დაკრძალვის ადგილას დგას და საერთო ჭერქვეშ სხვადასხვა დიდ თუ მცირე სამლოცველოს აერთიანებს. საუკუნეთა განმავლობაში ტაძრის ხუროთმოძღვრულმა იერსახემ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, რადგან არ დაჰკლებია არც მტრებისგან ძარცვა-რბევა, არც ხანძრებისა და მიწისძვრების ზემოქმედება. ტაძარმა ჩვენს დრომდე ჯვაროსნების დროინდელი, რომანული ხუროთმოძღვრული ნაგებობის სახით მოაღწია. ჯვაროსნების მიერ ტაძრისთვის შებმული 6 მეტრი სიმაღლისა და სიგანით 3 მეტრს აღმატებული კარი არსებითად არ შეცვლილა, თუმცა კი განაახლეს, რაც 1512-1514 წლებში წმინდა მიწაზე საგანგებო დავალებით მივლინებულ, კახეთის მეფე ავგიორგის სახლთუხუცეს ბეენა ჩოლოყაშვილს უკავშირდება, რომელიც აქტიურად ჩაება ადგილზე ქართული სამონასტრო თემის პოზიციების განმტკიცების საქმეში.

აღდგომის ტაძარს ძველთაგან ჰყავს თავისი მეკლიტურები. ისინი მუსლიმი არაბების ორი ოჯახის - ჯუდე ალ-ჰუსეინისა და ნუსეიბის წრიდან არიან. პირველს ტაძრის გასაღები აბარია, მეორეს კი ყოველდღიურად, დილა-საღამოს კარის გაღება და დაკეტვა ევალება. რაც შეეხება ტაძრის მეკლიტურებად ამ ოჯახების შერჩევის თარიღს, ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ერთი გადმოცემით, ისინი 1192 წელს, სხვა ვერსიით, ეს მოხდა 1245 ან 1249 წელს. მათი ფუნქციები გამიჯნულია, მაგრამ საკუთარი მისიის მნიშვნელობის უპირატესობის წარმოსაჩენად და დასაძველებლად ეს ოჯახები ხშირად იშველიებენ მათ ხელთ არსებულ თუ არარსებულ არგუმენტებს. შეგვიძლია გავეცნოთ ამ საგვარეულოთა დღევანდელი წარმომადგენლების პოზიციას მათივე მონათხრობის საფუძველზე.

  • გუსტავ კლიმტის “ოქროს ადელის” არაჩვეულებრივი თავგადასავალი

ეს გახლავთ ისტორია, რომელშიც არის სიყვარული და სიძულვილი, ღალატი და შურისძიება, დევნა და მსხვერპლშეწირვა. ამ ისტორიას მორალი არ გააჩნია! ან რა მორალი უნდა ჰქონდეს ამბავს, რომელშიც მონაწილეობს გენიოსი გუსტავ კლიმტი, საბედისწერო ქალი ადელ ბლოხ-ბაუერი, 135 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო, ადოლფ ჰიტლერი, ჯორჯ ბუში-უმცროსი, აშშ-ის მთავრობა და ავსტრიელი ხალხი? ამბის “მთავარი გმირია” გუსტავ კლიმტის ტილო “ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი” ან უბრალოდ - “ოქროს ადელი”.

ყველაფერი 1904 წელს დაიწყო. ფერდინანდ ბლოხ-ბაუერი მოკირწყლულ ტროტუარზე სეირნობდა. მას უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა! ევროპაში შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი ფერდინანდ ქუჩაში მისეირნობდა და გრძნობდა, როგორ ეზრდებოდა თავზე მდიდრული ატლასის ცილინდრის ქვეშ რქები. მთელი ქალაქი მისი ცოლისა და მხატვარ გუსტავ კლიმტის რომანს განიხილავდა. ფერდინანდს რამდენიმე ღამე არ ეძინა, სანამ არ მოიფიქრა, როგორ ეძია შური. იდეა ძილში მოუვიდა - ის კლიმტს ადელის პორტრეტს შეუკვეთავს. დაე, 100 ესკიზი გააკეთოს, სანამ გული არ აუცრუვდება. დაე, ხატოს ეს პორტრეტი რამდენიმე წელიწადს. დაინახოს ადელმა, თუ როგორ ქრება კლიმტის გრძნობა. განშორებასაც ვერ შეძლებენ. კონტრაქტი - სერიოზული საქმეა. მასში კი ჯარიმაა, რომელიც კონტრაქტის თანხას ათეულობით აღემატება. ფერდინანდი იოლად გააკოტრებს კლიმტს.

ფერდინანდმა ადელის პორტრეტის შეკვეთა გადაწყვიტა და სახელიც შეურჩია, “ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი”. ხელისუფლებისგან განებივრებული კლიმტი ერთობ მოდური მხატვარი იყო. მეტიც, მისი ტილოები კაპიტალდაბანდების სარფიანი საშუალება გახლდათ.

  • შპაიერი - უდიდესი რომანული ტაძარი მსოფლიოში

დიდი საიმპერიო ტაძარი რეინლანდ-პფალცის მხარის ქალაქ შპაიერში მსოფლიოს ყველაზე დიდი რომანული სტილის ტაძარია. გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკა აგებისთანავე საუკეთესო რომანულ ნაგებობად და საუკეთესო არქიტექტურულ ძეგლად აღიარეს. მან უდიდესი გავლენა მოახდინა XI-XII საუკუნეების რომანული არქიტექტურის განვითარებაზე. ტაძარი თავიდანვე ითვლებოდა საიმპერიო ძალაუფლების სიმბოლოდ, რადგან აქ დაკრძალულია სამი დინასტიის (ფრანკონიული, ჰოჰენშტაუფენთა და ჰაბსბურგთა) იმპერატორები და მეფეები. შპაიერის დიდი საიმპერიო ტაძარი - ოფიციალურად ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა სტეფანეს ბაზილიკა, ააგო საღვთო რომის იმპერიის ფრანკონიული დინასტიის პირველმა სამმა იმპერატორმა - დაიწყო კონრად II-მ, განაგრძო მისმა ვაჟმა ჰენრიხ III-მ, ხოლო დაასრულა შვილიშვილმა ჰენრიხ IV-მ.

1025 წელს კონრად II-მ ბრძანა აეგოთ დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ყველაზე დიდი ეკლესია... მშენებლობა 1106 წელს დასრულდა. ტაძრის საერთო სიგრძეა 134 მ, საერთო სიგანე 43 მ, აღმოსავლეთ კოშკების სიმაღლე 71,2 მ. იმ დროისთვის ასეთი გიგანტური ტაძარი, რომელიც პატარა სოფელში იდგა, პროვოკაცია იყო პაპებისთვის - თითქოს იმპერატორი პრეტენზიას აცხადებდა არა მხოლოდ საერო, არამედ საეკლესიო ხელისუფლებაზე. კონრად II-ის მიერ შპაიერში აგებული შენობა განიხილებოდა “პრეტენზიად რომაულ იმპერიულ არქიტექტურაზე”. პაპებისა და იმპერატორების დავა იმით დასრულდა, რომ ჰენრიხ IV გარდაცვალებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ - 1111 წელს გასცა პაპმა შპაიერის აკლდამაში მისი დაკრძალვის ნებართვა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები. ჰამბურგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
  • ხსოვნა. პროფესორი გოჩა ჯაფარიძე
  • უახლესი ისტორია. როგორ ჩაიშალა ქართველთა ოთხ ერად დაქსაქსვის მცდელობანი მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში / ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)
  • ხელოვნების ისტორიიდან. კოლხეთი და არგონავტიკა იტალიურ ხელოვნებაში
  • ტრადიცია. კალანდა - ახალი წლის გამორჩეულად აღნიშვნა გურიაში
  • ეთნოლოგია. კერძები აჭარიდან - ქართული სამზარეულოს სიმდიდრე
  • პერსონა. სალომე ანდრონიკაშვილი - „ვერცხლის საუკუნის“ ლეგენდა (დასასრული)
  • ქართული რეკლამის სათავეებთან. ძველი თეატრალური პროგრამები, როგორც ხელოვნების ნიმუშები
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV (გაგრძელება)
  • სადაზვერვო თამაშები. რუსული კოლაბორაციონიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს

30 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მესამე ტომი გამოვა

დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე და შეიძინე აუდიოწიგნი მხოლოდ 10 თეთრად

პირველად ქართულ ენაზე - რიდიან ბრუკის "ომის შედეგები" ჟურნალ "გზასთან" ერთად იქნება ხელმისაწვდომი