მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება..." - რა საკითხები განიხილეს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა?
"ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება..." - რა საკითხები განიხილეს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა?

პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, ვიცე-პრე­მი­ერ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ინ­ტენ­სი­ურ შეხ­ვედ­რებს მარ­თავს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი­სა და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის დღეს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბის კუ­თხით გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ამ პრო­ცეს­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო.

ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრებ­მა რეს­ტო­რა­ტო­რე­ბის­გან დე­ტა­ლუ­რად მო­ის­მი­ნეს პო­ზი­ცი­ე­ბი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და გა­ნი­ხი­ლეს, თუ რა სა­ხის წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­წეს­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. დის­კუ­სი­ის დროს ხაზი გა­ეს­ვა, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მზარ­დი დი­ნა­მი­კის ფონ­ზე გა­მოწ­ვე­ვე­ბია სექ­ტორ­ში წე­სე­ბის დაც­ვის კუ­თხი­თაც.

შე­საძ­ლო და­მა­ტე­ბით წერ­ტი­ლო­ვან შე­ზღუდ­ვებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა, რომ ამ ეტაპ­ზე, სრუ­ლი „ლო­ქ­და­უ­ნი” არ იგეგ­მე­ბა, რად­გან სწო­რედ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა.

შეხ­ვედ­რას ვიცე-პრე­მი­ე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
10

რვა წელი იყავით და ხელს ნაცებისკენ იშვერდით , კითხვა მაქ ახლა რაგეშველებათ ვისკენ გაიშვერთ ხელს. აღარ არიან ნაძირალა ნაცები დარცნენ ნაძირალა ქოცები

simartle
3

ახალი ბოდვები წავიდა კიდე

ავტორი:

"ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება..." - რა საკითხები განიხილეს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა?

"ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება..." - რა საკითხები განიხილეს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა?

პრემიერ - მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგროვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს