საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე
"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში ში­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ვაჟა სი­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 9 ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა მძევ­ლად, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­წი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, თავ­დამ­სხმე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ის შე­ნო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ას არ გა­მო­ხა­ტავ­და..

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვი­დეო, რო­მელ­შიც მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ მო­თხოვ­ნებს ასა­ხე­ლებს, ერთ-ერ­თმა მძე­ვალ­მა გა­და­ი­ღო და გა­ავ­რცე­ლა. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ბრალ­დე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტე­ბის შეს­ვლას და სამი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ითხოვს.

“შე­იკ­რი­ბოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პარ­ლა­მენ­ტა­რი და მი­ი­ღონ სამი კა­ნო­ნი. 1) აიკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რი აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში. 2) ბან­კებს მი­ე­ცეთ უფ­ლე­ბა, 7%-ში გას­ცენ სეს­ხი, ვი­საც არ­სე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი აქვთ, გა­და­უ­ტა­ნონ 7%-ში. 3) ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს მივ­ცეთ მხო­ლოდ 10% მო­გე­ბის უფ­ლე­ბა“, - აცხა­დებს თავ­დამ­სხმე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
18:47 / 20-11-2020

ვინ არის ბიჭი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა (ფოტოები)

18:57 / 20-11-2020

რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს?

19:43 / 20-11-2020

"ჩემი დისშვილი მუშაობს აქ... არ დაგვკავშირებია" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მძევლების ოჯახის წევრები იკრიბებიან

21:05 / 20-11-2020

"ძალიან უპრობლემო თანამშრომელი იყო..." - რას ამბობენ "ფაბრიკაში", სადაც ლევან ზურაბიშვილი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა

21:39 / 20-11-2020

"არ შეიძლება მძევლად აყვანის გამართლება ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება... ასე იწყება ტერორიზმი!" - ნინო ლომჯარია

22:59 / 20-11-2020

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

11:49 / 21-11-2020

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

15:47 / 21-11-2020

"ლევანი აზარტულმა თამაშებმა დაღუპა... ბინის დაკარგვა ძალიან განიცადა, მერე მეუღლეს გაშორდა" - რას ამბობს დაკავებული ზურაბიშვილის ახლობელი?

თავ­დამ­სხმე­ლი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ნიღ­ბის გა­რე­შე შე­იჭ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­ვი­ლად მოხ­და. ის ლე­ვან ზუ­რა­ბაშ­ვი­ლია, რომ­ლის მე­ზო­ბე­ლი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა:

“ლე­ვა­ნი 31 წლის ბი­ჭია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტიპი. ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში, მუ­ხა­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს, დე­დას­თან ერ­თად. დედა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, მამა ცოტა ხნის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა. ლე­ვა­ნი ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ბი­ჭია, ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან "პრა­რა­ბად" იყო მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე. აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და, დიდი თან­ხა წა­ა­გო და დე­და­მისს ბინა გა­ა­ყი­დი­ნა. ის ცოლს გა­ცი­ლე­ბუ­ლია, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ბინა რომ და­კარ­გეს, მერე იმა­ვე კორ­პუ­სის ეზო­ში, სა­გა­რა­ჟე ად­გი­ლას სახ­ლი აი­შე­ნა და დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ცოტა ნერ­ვი­უ­ლი და გიჟ­მა­ჟი ბი­ჭია, თო­რემ არც კრი­მი­ნა­ლი და არც ცუდი ადა­მი­ა­ნი. ახლა ეტყო­ბა, რომ ნას­ვა­მია, შე­მე­ცო­და, სა­წყა­ლი. რომ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა, ვიცი, ძა­ლი­ან ინა­ნებს, თავ­ში ხელს შე­მო­ირ­ტყამს, ეს რა ვქე­ნიო და შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ­ვე ჩა­ბარ­დეს. ისე, ბავ­შვო­ბი­დან ცოტა უც­ნა­უ­რი იყო... ორ­ხევ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. რომ ვთქვა, ძა­ლი­ან უჭირ­და, ასეც არ იყო, ბორ­ჯომ­შიც აქვთ სახ­ლი. ფუ­ლის გამო ლე­ვა­ნი ამას არ გა­ა­კე­თებ­და. დედა პო­ლი­ცი­ამ წა­იყ­ვა­ნა. სა­ცო­და­ვი დე­და­მი­სი, მის მეტი ქვე­ყა­ნა­ზე არა­ვინ ჰყავს”.

P.S. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყვე­ლა მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თავ­დამ­სხმე­ლი კი და­კა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 160 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
107

ნაცსექტას პარლამენტში შესვლა არ უნდა და ეს ბიჭი შეუშვან, საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს. და არაფერს თავისთვის. 

neo
124

გირჩის ამომრჩეველია და ითხოვს ჯაფარას პარლამენტში

ავტორი:

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალში შიარაღებული პირი შეიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მან 9 ადამიანი აიყვანა მძევლად, თუმცა მოგვიანებით ნაწილი გაათავისუფლა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის შენობაში მყოფი პირების მიმართ აგრესიას არ გამოხატავდა..

შეგახსენებთ, რომ ვიდეო, რომელშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მოთხოვნებს ასახელებს, ერთ-ერთმა მძევალმა გადაიღო და გაავრცელა. მამაკაცი, რომელსაც შეიარაღებული თავდასხმა ბრალდება, პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს.

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშე შეიჭრა. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება ადვილად მოხდა. ის ლევან ზურაბაშვილია, რომლის მეზობელი ambebi.ge-ს უყვება:

“ლევანი 31 წლის ბიჭია, ჩვეულებრივი ტიპი. ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე ცხოვრობს, დედასთან ერთად. დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. ლევანი ხელოსანი, მშრომელი ბიჭია, ქარხნებში მუშაობდა, ხან "პრარაბად" იყო მშენებლობებზე. აზარტულ თამაშებს თამაშობდა, დიდი თანხა წააგო და დედამისს ბინა გააყიდინა. ის ცოლს გაცილებულია, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბინა რომ დაკარგეს, მერე იმავე კორპუსის ეზოში, საგარაჟე ადგილას სახლი აიშენა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ნერვიული და გიჟმაჟი ბიჭია, თორემ არც კრიმინალი და არც ცუდი ადამიანი. ახლა ეტყობა, რომ ნასვამია, შემეცოდა, საწყალი. რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს, თავში ხელს შემოირტყამს, ეს რა ვქენიო და შეიძლება თვითონვე ჩაბარდეს. ისე, ბავშვობიდან ცოტა უცნაური იყო... ორხევში დაიბადა და გაიზარდა. რომ ვთქვა, ძალიან უჭირდა, ასეც არ იყო, ბორჯომშიც აქვთ სახლი. ფულის გამო ლევანი ამას არ გააკეთებდა. დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი დედამისი, მის მეტი ქვეყანაზე არავინ ჰყავს”.

P.S. სტატიის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში, ცნობილი გახდა, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული.

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული

მკვლელობა თეთრიწყაროში - სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა