სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავირიდოთ თავიდან რემონტის შეცდომები
როგორ ავირიდოთ თავიდან რემონტის შეცდომები

ცოტა რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს იმა­ზე უფრო მე­ტად სა­სი­ხა­რუ­ლო, ვიდ­რე ის, რომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­კუ­თარ ბი­ნას შე­ი­ძენ: იქ­ნე­ბა ეს შავი თუ თეთ­რი კარ­კა­სი, ჩვენ ყიდ­ვის პრო­ცეს­ში­ვე წარ­მო­ვიდ­გენთ, რო­გორ მო­ვა­წყობთ მას; რო­გორ გა­ვა­რე­მონ­ტებთ, რა ფე­რებს ავირ­ჩევთ და ა.შ. თუმ­ცა როცა რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში ვეშ­ვე­ბით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ რე­მონ­ტის კე­თე­ბა ძა­ლი­ან დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს ჩვენ­გან: ფი­ნან­სურს, ენერ­გი­ას, დროს და ა.შ.

იმი­სათ­ვის, რომ რე­მონ­ტის პრო­ცე­სი უსას­რუ­ლოდ არ გა­ი­წე­ლოს და ჩვენც არ შე­ვე­ჩე­ხოთ ისეთ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი­ცაა უკვე და­გე­ბუ­ლი ლა­მი­ნა­ტის აყრა; კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის ამო­ბურცვა და დას­კდო­მა, მო­სან­გრე­ვი და ახ­ლი­დან ასა­შე­ნე­ბე­ლი ტიხ­რე­ბი და ა.შ. სჯობს, იმ რჩე­ვებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­და­ხე­დოთ, რო­მე­ლიც სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია „ნო­ვას“ კონ­სულ­ტან­ტებ­მა და მე­ნე­ჯე­რებ­მა მო­გიმ­ზა­დეს.

ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვა

ნე­ბის­მი­ერ­მა გა­მოც­დილ­მა ხე­ლო­სან­მა თუ არ­ქი­ტექ­ტორ­მა კარ­გად იცის, რომ რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში ბი­უ­ჯეტ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თან­ხის 10-15% გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის. მზად იყა­ვით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­გაკ­ლდე­ბათ კე­რა­მი­კუ­ლი ფილა სა­დღაც, ან კი­დევ ერთი შეკ­ვრა შპა­ლე­რი. ამ პრო­ცეს­ში ხან­და­ხან ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო რამ ხდე­ბა: მა­გა­ლი­თად, მი­ლე­ბის ან ელექტრო­ბის არას­წო­რად გა­ნა­წი­ლე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა კედ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა გა­ლეს­ვა და შე­ფი­თხვნა მოგ­ვი­წი­ოს. ამი­ტო­მაც, პირ­ვე­ლი რჩე­ვა: და­გეგ­მეთ ბი­უ­ჯე­ტი სწო­რად, და­იხ­მა­რეთ ამა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

პრო­ცე­სის და­გეგ­მვა

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სახ­ლს მთლი­ა­ნად არე­მონ­ტებთ, „ნო­ვას“ კონ­სულ­ტან­ტე­ბი გირ­ჩე­ვენ, რომ რე­მონ­ტი აბა­ზა­ნი­დან და­ი­წყოთ. აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი ის ად­გი­ლია, სა­დაც ბი­უ­ჯე­ტი არ უნდა და­ი­ნა­ნოთ: სწო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და კედ­ლე­ბი იმის გა­რან­ტი­აა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­მა­ვალ­ში მშვი­დად იცხოვ­როთ და ქვე­და სარ­თუ­ლის მე­ზო­ბე­ლი ერთ დღე­საც შემ­თხვე­ვით არ „ჩა­რე­ცხოთ“. ამის შემ­დეგ მო­დის სამ­ზა­რე­უ­ლო, ანუ მე­ო­რე სვე­ლი წერ­ტი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა გათ­ბო­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­საც. გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია რო­გორც ხე­ლო­სან­თან, ისე - ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის პრო­ვა­ი­დერ­თან თქვენს უბან­ში.და­გეგ­მეთ, სად დად­გამთ გათ­ბო­ბის ქვაბს და რო­გორ გა­და­ა­ნა­წი­ლებთ რა­დი­ა­ტო­რებს ოთა­ხებ­ში, ისე, რომ პირ­ველ რიგ­ში, გათ­ბო­ბა უსაფრ­თხო იყოს, შემ­დეგ კი - ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი.

სა­თავ­სოს და­გეგ­მვა

თუკი ოჯა­ხით აპი­რებთ ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გა­დას­ვლი­დან ზუს­ტად ერთ თვე­ში თქვენს ბი­ნა­ში უამ­რა­ვი ნივ­თი მო­იყ­რის თავს, რომ­ლის გა­დაყ­რაც გე­ნა­ნე­ბათ, თუმ­ცა არც ის იცით, სად შე­ი­ნა­ხოთ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, რომ მათ­თვის სა­თავ­სო­ე­ბი წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ, მა­გა­ლი­თად: და­მა­ტე­ბი­თი კა­რა­დე­ბი სა­ძი­ნე­ბელ­ში საბ­ნე­ბის­თვის და ბა­ლი­შე­ბის­თვის; რამ­დე­ნი­მე ზედ­მე­ტი თარო სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჭურ­ჭლის­თვის; ერთი შე­კი­დუ­ლი პა­ტა­რა კა­რა­და ან თარო აი­ვან­ზეც - ზამ­თრის კონ­სერ­ვე­ბის და მუ­რა­ბე­ბის შე­სა­ნა­ხად; ღია ტი­პის თა­რო­ე­ბი წიგ­ნე­ბით­ვის, თუკი ბევ­რი წიგ­ნი გაქვთ და ა.შ.

სარ­კე­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი

დიდი ეკ­რა­ნე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში დღეს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ იმის და­გეგ­მვაც, თუ რო­გორ მო­ა­წყობთ ოთახს, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზო­რი უნდა იდოს. აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გა­ნა­თე­ბის მო­მენ­ტიც, რათა ფან­ჯრი­დან შე­მო­სუ­ლი სხი­ვე­ბი ეკ­რან­მა არ აი­რეკ­ლოს და გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ გა­ა­ბუნ­დო­ვა­ნოს.

კა­რის გა­ღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის და­გეგ­მვა

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სა­სა­ცი­ლო ის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ არას­წო­რა­დაა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი კარი და რო­გორ შეც­დო­მი­თაა და­გეგ­მი­ლი მისი გა­ღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაც.თით­ქოს წვრილ­მა­ნია, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კარი ყველ­გან თა­ვი­სუფ­ლად გა­ი­ღოს და და­ი­ხუ­როს, რად­გან თუკი მას ხელს რამე უშ­ლის (მა­გა­ლი­თად, პლინ­ტუ­სი, ზღურ­ბლი და ა.შ.) შე­საძ­ლე­ბე­ლია კუ­თხე­ე­ბი და პლინ­ტუ­სე­ბი სახ­ლში მარ­ტი­ვად გა­ფუჭ­დეს.

ამ და კი­დევ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია „ნო­ვა­ში“ აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ცე­მენ. მთა­ვა­რია, რე­მონ­ტი და მშე­ნებ­ლო­ბა სწო­რად და­გეგ­მო და ეს საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ანდო. გარ­და ამი­სა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ „ნო­ვა­ში“ ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­ბი და აქ­ცი­ე­ბი თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქტზე მოქ­მე­დებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ ავირიდოთ თავიდან რემონტის შეცდომები

როგორ ავირიდოთ თავიდან რემონტის შეცდომები

ცოტა რამ შეიძლება იყოს იმაზე უფრო მეტად სასიხარულო, ვიდრე ის, რომ ბოლოსდაბოლოს საკუთარ ბინას შეიძენ: იქნება ეს შავი თუ თეთრი კარკასი, ჩვენ ყიდვის პროცესშივე წარმოვიდგენთ, როგორ მოვაწყობთ მას; როგორ გავარემონტებთ, რა ფერებს ავირჩევთ და ა.შ. თუმცა როცა რემონტის პროცესში ვეშვებით, აღმოვაჩენთ, რომ რემონტის კეთება ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ჩვენგან: ფინანსურს, ენერგიას, დროს და ა.შ.

იმისათვის, რომ რემონტის პროცესი უსასრულოდ არ გაიწელოს და ჩვენც არ შევეჩეხოთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უკვე დაგებული ლამინატის აყრა; კერამიკული ფილების ამობურცვა და დასკდომა, მოსანგრევი და ახლიდან ასაშენებელი ტიხრები და ა.შ. სჯობს, იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს გადახედოთ, რომელიც სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ კონსულტანტებმა და მენეჯერებმა მოგიმზადეს.

ბიუჯეტის დაგეგმვა

ნებისმიერმა გამოცდილმა ხელოსანმა თუ არქიტექტორმა კარგად იცის, რომ რემონტის პროცესში ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თანხის 10-15% გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. მზად იყავით, რომ აუცილებლად დაგაკლდებათ კერამიკული ფილა სადღაც, ან კიდევ ერთი შეკვრა შპალერი. ამ პროცესში ხანდახან ძალიან უსიამოვნო რამ ხდება: მაგალითად, მილების ან ელექტრობის არასწორად განაწილების გამო შეიძლება კედლების ხელახლა გალესვა და შეფითხვნა მოგვიწიოს. ამიტომაც, პირველი რჩევა: დაგეგმეთ ბიუჯეტი სწორად, დაიხმარეთ ამაში პროფესიონალი.

პროცესის დაგეგმვა

იმ შემთხვევაში, თუკი სახლს მთლიანად არემონტებთ, „ნოვას“ კონსულტანტები გირჩევენ, რომ რემონტი აბაზანიდან დაიწყოთ. აბაზანა-ტუალეტი ის ადგილია, სადაც ბიუჯეტი არ უნდა დაინანოთ: სწორად გაკეთებული გაყვანილობა და კედლები იმის გარანტიაა, რომ წლების მანძილზე მომავალში მშვიდად იცხოვროთ და ქვედა სართულის მეზობელი ერთ დღესაც შემთხვევით არ „ჩარეცხოთ“. ამის შემდეგ მოდის სამზარეულო, ანუ მეორე სველი წერტილი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გათბობის დაგეგმარებასაც. გაიარეთ კონსულტაცია როგორც ხელოსანთან, ისე - ბუნებრივი აირის პროვაიდერთან თქვენს უბანში.დაგეგმეთ, სად დადგამთ გათბობის ქვაბს და როგორ გადაანაწილებთ რადიატორებს ოთახებში, ისე, რომ პირველ რიგში, გათბობა უსაფრთხო იყოს, შემდეგ კი - ენერგოეფექტური.

სათავსოს დაგეგმვა

თუკი ოჯახით აპირებთ ახალ ბინაში გადასვლას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გადასვლიდან ზუსტად ერთ თვეში თქვენს ბინაში უამრავი ნივთი მოიყრის თავს, რომლის გადაყრაც გენანებათ, თუმცა არც ის იცით, სად შეინახოთ. ამისათვის საჭიროა, რომ მათთვის სათავსოები წინასწარ დაგეგმოთ, მაგალითად: დამატებითი კარადები საძინებელში საბნებისთვის და ბალიშებისთვის; რამდენიმე ზედმეტი თარო სამზარეულოში ჭურჭლისთვის; ერთი შეკიდული პატარა კარადა ან თარო აივანზეც - ზამთრის კონსერვების და მურაბების შესანახად; ღია ტიპის თაროები წიგნებითვის, თუკი ბევრი წიგნი გაქვთ და ა.შ.

სარკეები და ტელევიზორები

დიდი ეკრანები ჩვენს ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომაც აუცილებელია წინასწარ იმის დაგეგმვაც, თუ როგორ მოაწყობთ ოთახს, სადაც ტელევიზორი უნდა იდოს. აქ გასათვალისწინებელია განათების მომენტიც, რათა ფანჯრიდან შემოსული სხივები ეკრანმა არ აირეკლოს და გამოსახულება არ გააბუნდოვანოს.

კარის გაღების მიმართულების დაგეგმვა

სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა სასაცილო ის ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ არასწორადაა ჩამოკიდებული კარი და როგორ შეცდომითაა დაგეგმილი მისი გაღების მიმართულებაც.თითქოს წვრილმანია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარი ყველგან თავისუფლად გაიღოს და დაიხუროს, რადგან თუკი მას ხელს რამე უშლის (მაგალითად, პლინტუსი, ზღურბლი და ა.შ.) შესაძლებელია კუთხეები და პლინტუსები სახლში მარტივად გაფუჭდეს.

ამ და კიდევ სხვა საინტერესო და სასარგებლო რჩევებს სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“ აუცილებლად მოგცემენ. მთავარია, რემონტი და მშენებლობა სწორად დაგეგმო და ეს საქმე პროფესიონალებს ანდო. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ „ნოვაში“ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით განსაკუთრებული ფასები და აქციები თითქმის ყველა პროდუქტზე მოქმედებს.

NS

საქართველოში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო - როგორია კორონავირუსის ბოლოდროინდელი სტატისტიკა გლობალური მასშტაბით

თავბრუსხვევა – მიზეზების დადგენა და მკურნალობა თოდუას კლინიკის სტანდარტებით