საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება
„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

მალე ქარ­თველ ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში მე­სა­ქონ­ლე­ო­ბის დარ­გში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ამე­რი­კე­ლი ფერ­მე­რის ჰე­ტერ სმით თო­მა­სის სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა გა­ი­ზი­ა­რონ.

თო­მა­სი აშშ-ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რია, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ფერ­მერ­თათ­ვის მო­ცუ­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ერთ წიგ­ნად - „მე­სა­ქონ­ლე­ო­ბად“ შეკ­რა და გა­მოს­ცა. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია სა­ქონ­ლის ჯი­შე­ბის, მათი მოვ­ლის, მათი ამოც­ნო­ბის, ვაქ­ცი­ნე­ბის, გამ­რავ­ლე­ბის, კვე­ბი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც წარ­მა­ტე­ბულ­მა ფერ­მერ­მა უნდა იცო­დეს.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა გა­მოს­ცა. 19 ნო­ემ­ბერს კი 19:00 სა­ათ­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­ი­მარ­თე­ბა ონ­ლი­ან­წარ­დგე­ნა. წიგნს წა­რად­გენს მისი კონ­სულ­ტან­ტი, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის კომ­პა­ნია „კავ­კა­სი­ის გე­ნე­ტი­კის“ დი­რექ­ტო­რი, P.H.D კან­დი­და­ტი აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქო­უ­ჩი და მენ­ტო­რი თა­მარ ყა­ჭაშ­ვი­ლი.

რას მი­ი­ღებს ფერ­მე­რო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამ წიგ­ნის­გან, ამის შე­სა­ხებ თა­მარ ყა­ჭაშ­ვილს დე­ტა­ლუ­რად ვე­სა­უბ­რეთ:

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი ჯერ კი­დევ მის­დევს. რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის მე­სა­ქონ­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ამ­გვა­რი გზამ­კვლე­ვის გა­მო­ცე­მა?

დიახ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მშპ-ს წი­ლის 50%-ს შე­ად­გენს და დარ­გიც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ამი­ტომ, ამ სექ­ტო­რის­თვის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა და ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ვფიქ­რობ, რომ ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვან სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მიზ­ნობ­რივ აუ­დი­ტო­რი­ას.

რას მის­ცემს ეს წიგ­ნი მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს? არის თუ არა ის ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი?

წიგ­ნის მე-3 შეს­წო­რე­ბულ გა­მო­ცე­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მო­შე­ნე­ბა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და მოვ­ლა­ზე. ეს არის მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სებ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რას უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას და რო­გორ უნდა გა­უ­ძღვნენ ეფექ­ტუ­რად.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ ისე­თი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბის ცოდ­ნას რო­გო­რე­ბი­ცაა: ცხო­ვე­ლის ჯიში და მათი შერ­ჩე­ვა, ჯან­მრთე­ლო­ბა, მოვ­ლა-შე­ნახ­ვის სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი და ა.შ., გე­ოგ­რა­ფია არ აქვს. თუმ­ცა, არის სა­კი­თხე­ბი რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ რე­ა­ლო­ბა­ში ადაპ­ტი­რე­ბას მო­ი­თხოვს და "კო­პი­რე­ბა“ არ გა­მოდ­გე­ბა.

რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი ენით არის წიგნ­ში ახ­სნი­ლი იმ სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც უნდა გა­ვი­ა­როთ, რომ ფერ­მა სწო­რად ვმარ­თოთ და ჯან­მრთე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ?

ვფიქ­რობ, ყვე­ლა სა­კი­თხი საკ­მა­ოდ გა­სა­გე­ბად და თან­მიმ­დევ­რუ­ლა­დაა ახ­სნი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წიგ­ნი ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც მიმ­ზიდ­ვე­ლია უკვე შემ­დგა­რი ფერ­მე­რის­თვის თუ დამ­წყებ­თათ­ვის.

ჩემი აღ­ქმით, წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ფერ­მე­რო­ბა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი. პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­ვი­აზ­როთ თი­თო­ე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ში­ნა­არ­სი და ამავდრო­უ­ლად, გა­ვი­გოთ რა ცოდ­ნაა სა­ჭი­რო ამა თუ იმ სა­კი­თხის ირ­გვლივ, ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე. ასე­ვე, მო­ვიშ­ვე­ლი­ებ ავ­ტო­რის სი­ტყვებს: "არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ, ყო­ველ­თვის არის რა­ღაც სას­წავ­ლი.“

თქვენ, რო­გორც გა­მო­ცე­მის კონ­სულ­ტან­ტმა, რა სი­ახ­ლე­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ წიგნ­ში?

ჩემ­თვის, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტის­თვის, სი­ახ­ლის თვალ­საზ­რი­სით, გა­მოვ­ყოფ­დი არა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებს, არა­მედ იმ გა­მორ­ჩე­ულ მიდ­გო­მას, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უდევს წიგ­ნის ში­ნა­არსსა და ტექსტს - ეს არის ავ­ტო­რის პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. იგი, ამე­რი­კე­ლი მე­სა­ქონ­ლეა ცენ­ტრა­ლურ-აღ­მო­სავ­ლეთ აი­დაჰო­დან და თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის აღ­წე­რი­სას, ასე­ვე, ისარ­გებ­ლა პრაქ­ტი­კო­სი ვე­ტე­რი­ნა­რე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის დახ­მა­რე­ბით, გა­მო­ი­ყე­ნა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე შეგ­რო­ვი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მათ შო­რის, აშშ-ის მას­შტა­ბით აღე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი სე­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ექ­სპერ­ტის და მკვლევ­რე­ბის არა­ერ­თი ინ­ტერ­ვიუ მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, რაც ძა­ლი­ან მდი­და­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ხაზ­გა­სას­მე­ლია.

წიგ­ნის ონ­ლა­ინ­წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ნა­ხეთ ბმულ­ზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სარანგი
0

"ქოუჩი" რას ნიშნავს? ქართულად და გასაგებად რომ წეროთ არ შეიძლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

მალე ქართველ ფერმერებს საშუალება ექნებათ, თავიანთი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის პროცესში მესაქონლეობის დარგში პროფესიონალი ამერიკელი ფერმერის ჰეტერ სმით თომასის სიღრმისეული ცოდნა გაიზიარონ.

თომასი აშშ-ში წარმატებული ფერმერია, რომელმაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, პროფესორებისა და ვეტერინარების ჩართულობით ფერმერთათვის მოცულობითი ინფორმაცია შეაგროვა. საბოლოოდ, მიღებული ცოდნა ერთ წიგნად - „მესაქონლეობად“ შეკრა და გამოსცა. წიგნში აღწერილია საქონლის ჯიშების, მათი მოვლის, მათი ამოცნობის, ვაქცინების, გამრავლების, კვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ, რაც წარმატებულმა ფერმერმა უნდა იცოდეს.

წიგნი ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. 19 ნოემბერს კი 19:00 საათზე გამომცემლობის „ფეისბუქ“ გვერდზე გაიმართება ონლიანწარდგენა. წიგნს წარადგენს მისი კონსულტანტი, მეცხოველეობის კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ დირექტორი, P.H.D კანდიდატი აგრარულ მეცნიერებებში, პროფესიონალი ქოუჩი და მენტორი თამარ ყაჭაშვილი.

რას მიიღებს ფერმერობით დაინტერესებული ადამიანი ამ წიგნისგან, ამის შესახებ თამარ ყაჭაშვილს დეტალურად ვესაუბრეთ:

ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ მისდევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მესაქონლეობის შესახებ ამგვარი გზამკვლევის გამოცემა?

დიახ, ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და სტატისტიკის მიხედვით, მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის მშპ-ს წილის 50%-ს შეადგენს და დარგიც პრიორიტეტულადაა მიჩნეული, ამიტომ, ამ სექტორისთვის სათანადო ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, რომ ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მესაქონლეობით დაინტერესებულ მიზნობრივ აუდიტორიას.

რას მისცემს ეს წიგნი მესაქონლეობით დაინტერესებულ ადამიანებს? არის თუ არა ის ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებული?

წიგნის მე-3 შესწორებულ გამოცემაში წარმოდგენილია განახლებული და ყველა საჭირო ინფორმაცია მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებაზე, მკურნალობასა და მოვლაზე. ეს არის მესაქონლეობით დაინტერესებლი ადამიანებისთვის ღირებული ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება აღნიშნული საქმიანობისას და როგორ უნდა გაუძღვნენ ეფექტურად.

ჩვენი ქვეყნის რეალობაზე მორგებას რაც შეეხება, ვფიქრობ ისეთი ძირითადი საკითხების ცოდნას როგორებიცაა: ცხოველის ჯიში და მათი შერჩევა, ჯანმრთელობა, მოვლა-შენახვის სხვადასხვა საკითხები და ა.შ., გეოგრაფია არ აქვს. თუმცა, არის საკითხები რომლებიც ამა თუ იმ რეალობაში ადაპტირებას მოითხოვს და ,,კოპირება“ არ გამოდგება.

რამდენად მარტივი ენით არის წიგნში ახსნილი იმ საფეხურების შესახებ, რაც უნდა გავიაროთ, რომ ფერმა სწორად ვმართოთ და ჯანმრთელი ცხოველები შევინარჩუნოთ?

ვფიქრობ, ყველა საკითხი საკმაოდ გასაგებად და თანმიმდევრულადაა ახსნილი. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ამ თვალსაზრისითაც მიმზიდველია უკვე შემდგარი ფერმერისთვის თუ დამწყებთათვის.

ჩემი აღქმით, წიგნში მოცემული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, ფერმერობა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთი მთლიანი პროცესი. პრაქტიკული თვალსაზრისით გავიაზროთ თითოეული მოქმედების მნიშვნელობა, შინაარსი და ამავდროულად, გავიგოთ რა ცოდნაა საჭირო ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, ფერმერული მეურნეობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასევე, მოვიშველიებ ავტორის სიტყვებს: ,,არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის გამოცდილება გაქვთ, ყოველთვის არის რაღაც სასწავლი.“

თქვენ, როგორც გამოცემის კონსულტანტმა, რა სიახლეები აღმოაჩინეთ წიგნში?

ჩემთვის, როგორც კონსულტანტისთვის, სიახლის თვალსაზრისით, გამოვყოფდი არა კონკრეტულ საკითხებს, არამედ იმ გამორჩეულ მიდგომას, რომელიც საფუძვლად უდევს წიგნის შინაარსსა და ტექსტს - ეს არის ავტორის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. იგი, ამერიკელი მესაქონლეა ცენტრალურ-აღმოსავლეთ აიდაჰოდან და თავისი მუშაობის გამოცდილების აღწერისას, ასევე, ისარგებლა პრაქტიკოსი ვეტერინარებისა და უნივერსიტეტის პროფესორის დახმარებით, გამოიყენა სახელმძღვანელოები და მრავალი წლის მანძილზე შეგროვილი პრაქტიკული გამოცდილება. მათ შორის, აშშ-ის მასშტაბით აღებული მრავალი სელექციონერის, ექსპერტის და მკვლევრების არაერთი ინტერვიუ მეცხოველეობის შესახებ, რაც ძალიან მდიდარი ინფორმაციაა და ხაზგასასმელია.

წიგნის ონლაინწარდგენასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია ნახეთ ბმულზე

რომანი, სადაც მკითხველი მონაწილეობს სიუჟეტის ფორმირებაში - „ფენიქსი“ ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად

რომელ უნარებს ავითარებს მოზარდებში ეკონომიკური და ბიზნესთამაშები - საინტერესო ფაქტები „მონოპოლზე“

რატომ უნდა გქონდეს საქმიანი დღიური: 5 ნაბიჯი პროდუქტიულობის გასაზრდელად