მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი
"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ არა მხო­ლოდ სომ­ხეთ­თან ვა­გებთ ფეხ­ბურთს, ყვე­ლას­თან ყვე­ლა­ფერს ვა­გებთ - ახლა ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გვინ­და ამ სა­მარ­ცხვი­ნო უბე­დუ­რე­ბა­ში ყოფ­ნა, თუ გვინ­და აღ­ვიდ­გი­ნოთ ღირ­სე­ბა, და­ვიბ­რუ­ნოთ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ჩვე­ნი ხმე­ბი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დეო-მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩა ბოლო ჩა­მორ­ჩე­ნილ დიქ­ტა­ტუ­რად ევ­რო­პულ სივ­რცე­ში.

“მოლ­დო­ვა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, სა­დაც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა მაია სან­დუმ გა­ი­მარ­ჯვა. მოლ­დო­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ეგ­ზიტ­პო­ლებ­ში ისე­თი­ვე შე­დე­გი დად­გა, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში - იყო და­ახ­ლო­ე­ბით 59%, ოპო­ზი­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. მოლ­დო­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს და­ემ­თხვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რი­ქით დას­ვეს, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რეს.

რო­დე­საც მე 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი, მოლ­დო­ვა ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა იყო და სა­ქარ­თვე­ლო იყო ბევ­რად წინ. დღეს მოლ­დო­ვა უს­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტით 200 დო­ლა­რით. მოდ­ლო­ვის ვა­ლის მო­ცუ­ლო­ბა არის მხო­ლოდ 26%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში 60% გა­ხა­დეს. სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩა ბოლო ჩა­მორ­ჩე­ნილ დიქ­ტა­ტუ­რად მთელს ამ სივ­რცე­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ს “სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა“ სა­კუ­თარ დას­კვნა­ში აღი­ა­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­წე­სე­ბულ სტან­დარ­ტებს არ პა­სუ­ხობს და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ და­ი­ნა­ხა, რა ხდე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლო თავ­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნაა. არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­მორ­ჩე­ნილ მა­ჩან­ჩა­ლე­ბად დავ­რჩეთ! ამ სა­მარ­ცხვი­ნო უბე­დუ­რე­ბას ყვე­ლა ერ­თად მო­ვი­შო­რებთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­პან­ღუ­რებთ. სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას და ისევ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა რე­გი­ონ­ში“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
3

mixo mixede ukrainas, shen imdensd mastaburi politikosi xar sakartvelo shentvis patarra, ushenot mouvlit rogorme ))

დათო
5

შენ საქართველოსთან წააგე მშრალი ანგარიშით!!!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, გვინდა ამ სამარცხვინო უბედურებაში ყოფნა, თუ გვინდა აღვიდგინოთ ღირსება, დავიბრუნოთ თავმოყვარეობა და ჩვენი ხმები", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად ევროპულ სივრცეში.

“მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში - იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს.

როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საკუთარ დასკვნაში აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაწესებულ სტანდარტებს არ პასუხობს და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რა ხდება.

“საქართველო თავმოყვარე ქვეყანაა. არ შეიძლება ჩამორჩენილ მაჩანჩალებად დავრჩეთ! ამ სამარცხვინო უბედურებას ყველა ერთად მოვიშორებთ და აუცილებლად გავაპანღურებთ. საქართველო გააგრძელებს სწრაფ განვითარებას და ისევ ყველაზე მაგარი ქვეყანა იქნება რეგიონში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ერთხელ მაინც ვერ უზრუნველვყავით, შემოთავაზება სერიოზულად განგვეხილა, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა, მაგრამ "ოცნებამ" მზითევში კობახიძე მოაყოლა" - იაგო ხვიჩია

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა - როგორია კანონით გათვალისწინებული პროცედურები

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი