სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა
წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

ყვე­ლა, ვი­საც ფილ­მე­ბი­სა და სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა უყ­ვარს, Netflix-ზე გიჟ­დე­ბა, რად­გან სწო­რედ ეს, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­დი­აპ­რო­ვა­ი­დე­რი, ქმნის ჩვენ­თვის საყ­ვა­რელ მცი­რე- თუ მრა­ვალ­სე­რი­ი­ან ფილ­მებს, რო­მელ­თა გა­მოც ღა­მე­ებს ვა­თე­ნებთ ხოლ­მე.

Netflix კი­დევ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო გვიყ­ვარს. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე და გან­სხვა­ვე­ბულ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს. მე­ო­რე მი­ზე­ზი ისაა, რომ არა­სო­დეს უვ­ლის გვერდს ბესტსე­ლე­რებს და რო­გორც კი ესა თუ ის წიგ­ნი პო­პუ­ლა­რო­ბას მო­ი­პო­ვებს, Netflix-ს უკვე მზად აქვს მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია. ამ სტა­ტი­ა­ში 4 წიგნს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც Netflix-ის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შე­იქ­მნა.

ჯეინ ოს­ტი­ნის „ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“

ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ი­ძებ­ნოს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ოს­ტი­ნი უყ­ვარს და 2005 წელს Netflix-ის გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი არ აქვს ნა­ნა­ხი. კირა ნა­ით­ლი­სა და მე­თიუ მა­კ­ფა­დი­ე­ნის უკ­ვდა­ვი წყვი­ლი უკვე 15 წე­ლია მა­ყუ­რე­ბელს აღაფრ­თო­ვა­ნებს.

ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნი ამ სა­თა­უ­რით გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­მოს­ცა. თუკი წიგ­ნი გაქვთ წა­კი­თხუ­ლი ან ფილ­მი ნა­ნა­ხი, სა­თა­ურს უთუ­ოდ გა­ა­მარ­თლებთ. რო­გორც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს: „მთარ­გმნელ­მა შეძ­ლო და ამ ფორ­მა­ში, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, ასა­ხა ავ­ტო­რის მის­წრა­ფე­ბა ალი­ტე­რა­ცი­ი­სა­კენ, რო­მე­ლიც ასე­თი მკა­ფი­ოა დედ­ნის სა­თა­ურ­ში Pride and Prejudice – „ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“ ამ მხრი­ვაც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვერ­სი­აა და ეს არ არის პა­ტა­რა ამ­ბა­ვი. რაც მთა­ვა­რია, ამ­სა­თა­უ­რი­ან წიგნს რომ აი­ღებ, უკვე იცი, რა­ზეა ის..."

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - „დიდი გეტსბი“

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის ეს რო­მა­ნი-ფე­ი­ერ­ვერ­კი Netflix-მა გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ა­ცო­ცხლა; იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლად, რომ ვი­საც წიგ­ნი არ ჰქონ­და წა­კი­თხუ­ლი, მისი წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ფილმმა 2 ოს­კა­რი მო­ი­პო­ვა, ლე­ო­ნარ­დო დი­კაბ­რი­ოს უბად­ლო შეს­რუ­ლე­ბამ კი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­ჯაჭ­ვა ეკ­რანს.

და მა­ინც, ვინ არის გეტსბი? - მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებს და­კარ­გულ საყ­ვა­რელ ქალს და სჯე­რა მისი ერ­თგუ­ლე­ბი­სა. იპო­ვის კი­დეც, მაგ­რამ იგი ამ დროს უკვე სხვი­სი მე­უღ­ლეა... სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის ეს ის­ტო­რია იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ.

წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­მო­სა სე­რი­ა­ში "იკი­თხე კლა­სი­კა".

მერი-ენ შე­ფე­რი - „გერნ­ზის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლის ღვეზ­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა“

თუ გიყ­ვართ ბრი­ტა­ნუ­ლი ფილ­მე­ბი ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით და რაც მთა­ვა­რია, შე­უ­და­რე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი აქ­ცენ­ტით, ეს ფილ­მი ნა­ნა­ხი უნდა გქონ­დეთ. ფილ­მი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წიგ­ნის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა L-მა“ „წლის ბესტსე­ლე­რის“ სე­რი­ა­ში გა­მოს­ცა.

ომის შემ­დგო­მი ლონ­დო­ნი. ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი ჯუ­ლი­ე­ტი ახა­ლი წიგ­ნის­თვის სი­უ­ჟეტს ეძებს და მის პოვ­ნა­ში მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა შემ­თხვე­ვა და­ეხ­მა­რე­ბა - წე­რილს მი­ი­ღებს კუნ­ძულ გერნ­ზის მე­ღო­რის­გან, რო­მე­ლიც სთხოვს მი­ას­წავ­ლოს ლონ­დონ­ში წიგ­ნის მა­ღა­ზია, სა­დაც საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის წიგ­ნებს შე­ი­ძენ­და. კუნ­ძუ­ლი გერ­მა­ნე­ლებს ჰქონ­დათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბას თავ­შეყ­რას უკ­რძა­ლავ­დნენ. მტრის თვა­ლის ასახ­ვე­ვად რამ­დე­ნი­მე კუნ­ძუ­ლელ­მა კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­მი­ზე­ზა, ასე შე­იქ­მნა „გერნ­ზის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლის ღვეზ­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა.“

ჯენი ჰანი - „ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია“

თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა ყვე­ლა­ზე უკეთ ვის გა­მოს­დის, თუ არა Netflix-ს?! „ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია“ კი­დევ ერთი, ბესტსე­ლე­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მია, რომ­ლის ორი­ვე ნა­წილ­მა უკვე და­ი­პყრო თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის (და არამ­ხო­ლოდ) გული.

16 წლის ლარა-ჯინი გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ წე­რი­ლებს ან­დობს და მათ სა­ქუ­დე კო­ლოფ­ში ინა­ხავს. სულ 5 წე­რი­ლია - ყვე­ლა იმ ბი­ჭის­თვის, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰყვა­რე­ბია. ერთხე­ლაც ხუ­თი­ვე წე­რი­ლი ად­რე­სა­ტებ­თან მოხ­ვდე­ბა და გო­გო­ნა სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში გა­ეხ­ვე­ვა. სა­ნამ ლარა-ჯინი გა­ერ­კვე­ვა, ეს რო­გორ მოხ­და, იმა­შიც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ტკბილ-მწა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე: სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ვე­რა­გო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა გგო­ნია, აი,სწო­რედ ეს ბიჭი მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ ახ­ლოს, გვერ­დით ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, და­ნახ­ვა გჭირ­დე­ბო­და...

წიგ­ნი გა­მო­ი­ცა სე­რი­ა­ში "ლი­ბერ­თინ­სი".

ოთხი­ვე ფილ­მი და წიგ­ნი იმ კა­ტე­გო­რი­ი­დან არის, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც რომ უნდა ნახო და, რაც მთა­ვა­რია, უნდა წა­ი­კი­თხო. თუკი ჯერ არ­ცერ­თი არ გაქვთ ნა­ნა­ხი, გირ­ჩევთ, წიგ­ნით და­ი­წყოთ. ამის შემ­დეგ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ებს უფრო კარ­გად შე­ა­ფა­სებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

ყველა, ვისაც ფილმებისა და სერიალების ყურება უყვარს, Netflix-ზე გიჟდება, რადგან სწორედ ეს, მსოფლიოში ცნობილი მედიაპროვაიდერი, ქმნის ჩვენთვის საყვარელ მცირე- თუ მრავალსერიიან ფილმებს, რომელთა გამოც ღამეებს ვათენებთ ხოლმე.

Netflix კიდევ ბევრი მიზეზის გამო გვიყვარს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენი საყვარელი წიგნების თანამედროვე და განსხვავებულ ეკრანიზაციებს გვთავაზობს. მეორე მიზეზი ისაა, რომ არასოდეს უვლის გვერდს ბესტსელერებს და როგორც კი ესა თუ ის წიგნი პოპულარობას მოიპოვებს, Netflix-ს უკვე მზად აქვს მისი ეკრანიზაცია. ამ სტატიაში 4 წიგნს შემოგთავაზებთ, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა.

ჯეინ ოსტინის „ამპარტავნობა და ამოჩემება“

ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც ოსტინი უყვარს და 2005 წელს Netflix-ის გადაღებული ფილმი არ აქვს ნანახი. კირა ნაითლისა და მეთიუ მაკფადიენის უკვდავი წყვილი უკვე 15 წელია მაყურებელს აღაფრთოვანებს.

ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალის ყველაზე პოპულარული რომანი ამ სათაურით გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსცა. თუკი წიგნი გაქვთ წაკითხული ან ფილმი ნანახი, სათაურს უთუოდ გაამართლებთ. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამბობს: „მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice – „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის..."

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს რომანი-ფეიერვერკი Netflix-მა გამორჩეულად გააცოცხლა; იმდენად გამორჩეულად, რომ ვისაც წიგნი არ ჰქონდა წაკითხული, მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინა. ფილმმა 2 ოსკარი მოიპოვა, ლეონარდო დიკაბრიოს უბადლო შესრულებამ კი მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანს.

და მაინც, ვინ არის გეტსბი? - მილიონერი, რომელიც წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა... სასიყვარულო სამკუთხედის ეს ისტორია იმდენად საინტერესოდ არის გადმოცემული, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გამოსა სერიაში "იკითხე კლასიკა".

მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“

თუ გიყვართ ბრიტანული ფილმები ბრიტანელი მსახიობებით და რაც მთავარია, შეუდარებელი ბრიტანული აქცენტით, ეს ფილმი ნანახი უნდა გქონდეთ. ფილმი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც „პალიტრა L-მა“ „წლის ბესტსელერის“ სერიაში გამოსცა.

ომის შემდგომი ლონდონი. ახალგაზრდა მწერალი ჯულიეტი ახალი წიგნისთვის სიუჟეტს ეძებს და მის პოვნაში მისი უდიდებულესობა შემთხვევა დაეხმარება - წერილს მიიღებს კუნძულ გერნზის მეღორისგან, რომელიც სთხოვს მიასწავლოს ლონდონში წიგნის მაღაზია, სადაც საყვარელი მწერლის წიგნებს შეიძენდა. კუნძული გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული, მოსახლეობას თავშეყრას უკრძალავდნენ. მტრის თვალის ასახვევად რამდენიმე კუნძულელმა კითხვის სიყვარული მოიმიზეზა, ასე შეიქმნა „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება.“

ჯენი ჰანი - „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“

თინეიჯერული ფილმების გადაღება ყველაზე უკეთ ვის გამოსდის, თუ არა Netflix-ს?! „ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია“ კიდევ ერთი, ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმია, რომლის ორივე ნაწილმა უკვე დაიპყრო თინეიჯერების (და არამხოლოდ) გული.

16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს. სულ 5 წერილია - ყველა იმ ბიჭისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა. სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა...

წიგნი გამოიცა სერიაში "ლიბერთინსი".

ოთხივე ფილმი და წიგნი იმ კატეგორიიდან არის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახო და, რაც მთავარია, უნდა წაიკითხო. თუკი ჯერ არცერთი არ გაქვთ ნანახი, გირჩევთ, წიგნით დაიწყოთ. ამის შემდეგ ეკრანიზაციებს უფრო კარგად შეაფასებთ.

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“