საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ემოციური მიმართვა თანაგუნდელებს და შვილის წერილი თორნიკე ოქრიაშვილს - "მამა, დღეს უნდა მოიგოთ"
ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ემოციური მიმართვა თანაგუნდელებს და შვილის წერილი თორნიკე ოქრიაშვილს - "მამა, დღეს უნდა მოიგოთ"

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სა­ფეხ­ბურ­თო თვალ­საზ­რი­სით დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. დი­ნა­მო არე­ნა­ზე ერთა ლი­გის ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მატჩს ჩვე­ნი გუნ­დი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნაკ­ლი­სით ხვდე­ბა. ტრავ­მის გამო ვერ ითა­მა­შებს გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე და ასე­ვე, თა­მაშს ვერ შეძ­ლებს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ისი­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბით ამ­ხნე­ვე­ბენ.

"მი­დით ბი­ჭე­ბო, ასა­ხე­ლეთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. წინ დიდი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ", - წერს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია.

"წარ­მა­ტე­ბე­ბი ძმე­ბო, დღეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბის დღეა", - ეს კი გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის მიერ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­მახ­ნე­ვე­ბე­ლი მე­სი­ჯია.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტონ ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ და მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფრო აუ­მაღ­ლონ. ქვეყ­ნდე­ბა არა­ერ­თი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი პოს­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი­სა და მისი შვი­ლის მი­მო­წე­რა სარ­გებ­ლობს და აღ­ნიშ­ნუ­ლი სქ­რი­ნი სოცქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა.

"მამა, დღეს უნდა მო­ი­გოთ", - წერს შვი­ლი თორ­ნი­კეს.

მატ­ჩი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო გულ­შე­მატ­კივ­რის გა­რე­შე გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ფეხ­ბურ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა 21:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რის რე­პორ­ტაჟს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
17

ღმერთმა არ ქნას და ბაც! წავაგოთ. აფხაზეთის დაკარგვა უფრო დიდი ტრაგედია იქნება, თუ..............

ეგეთები აგვიტანია ტოო... ფეხბურთში ყველაფერი ხდება.... ყვე ლა ფე რი...

დავით
0

თქვენ მაინც შეძელით ის რაც ვერ შეძლო საქართველოს ნაკრების წინა თაობებმა...

წარმატებები და გაგვახარეთ

ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ემოციური მიმართვა თანაგუნდელებს და შვილის წერილი თორნიკე ოქრიაშვილს - "მამა, დღეს უნდა მოიგოთ"

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ემოციური მიმართვა თანაგუნდელებს და შვილის წერილი თორნიკე ოქრიაშვილს - "მამა, დღეს უნდა მოიგოთ"

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საფეხბურთო თვალსაზრისით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დინამო არენაზე ერთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველო პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ჩვენი გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე და ასევე, თამაშს ვერ შეძლებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

ისინი თანაგუნდელებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებით ამხნევებენ.

"მიდით ბიჭებო, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. წინ დიდი გამარჯვებისკენ", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

"წარმატებები ძმებო, დღეს დიდი გამარჯვების დღეა", - ეს კი გიორგი ჩაკვეტაძის მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული გამახნევებელი მესიჯია.

გულშემატკივრები მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ ნაკრების ფეხბურთელების მიმართ და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლონ. ქვეყნდება არაერთი გამამხნევებელი პოსტი. განსაკუთრებული პოპულარობით თორნიკე ოქრიაშვილისა და მისი შვილის მიმოწერა სარგებლობს და აღნიშნული სქრინი სოცქსელებში ვირუსულად ვრცელდება.

"მამა, დღეს უნდა მოიგოთ", - წერს შვილი თორნიკეს.

მატჩი კორონავირუსის პანდემიის გამო გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. საფეხბურთო დაპირისპირება 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "მკურნალი"

"პალიტრანიუსის" წამყვანების ემოციური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს

"საბჭოთა ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი, რომელიც დახვრიტეს -  როგორი იყო იური ლაჯუნის ქალის ცდუნების წესი