სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული
შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული

კარ­გია, როცა შემ­დგა­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით და გა­ნაგ­რძობს სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ტა­ნას სა­კუ­თარ ასორ­ტი­მენ­ტში.

კარ­გია იმი­ტომ, რომ ამით სტი­მულს აძ­ლევს სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც. ასე იქ­მნე­ბა ჯან­სა­ღი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო. ეს კარ­გია უშუ­ა­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლის­თვი­საც, ვი­ნა­ი­დან იზ­რდე­ბა მისი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­თუ­მე­ტეს კარ­გია, როცა სი­ახ­ლე­ებს ქმნის ბევ­რი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ეროვ­ნუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი. თან, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ, არც თუ ისე მარ­ტივ, ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში. და ძა­ლი­ან კარ­გია, როცა ამ სი­ახ­ლე­ებს "ნი­კო­რას" პრე­მი­უმკლა­სის სო­სი­სე­ბი ჰქვია.

მე, რო­გორც ენ­თუ­ზი­ასტს კუ­ლი­ნა­რი­ა­ში და მოყ­ვა­რულ ბლო­გერს, უკვე მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო "სი­თის" და "ნი­კო­რას" ერთ-ერთ კო­ლა­ბო­რა­ცი­ა­ში. ხოდა, ამ­ჟა­მა­დაც შე­ვეც­დე­ბი, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ტექ­სტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, ორი­ო­დე ფო­ტო­სუ­რა­თით და რე­ცეპ­ტით გად­მოგ­ცეთ ის გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პო­ზი­ტი­ვი, რო­მე­ლიც მე "ნი­კო­რას" ახა­ლი სო­სი­სე­ბის, "როს­ტე­რის", "ფრან­კფურ­ტე­რის" და "ბერ­ნე­რის", და­გე­მოვ­ნე­ბი­სას მი­ვი­ღე:

1. "როს­ტე­რი" - ჩემ­თვის, რო­გორც შტე­ფან პლაც­ზე, საყ­ვა­რე­ლი სო­სი­სე­ბის რიგ­ში არა­ერ­თხელ მდგა­რი ტუ­რის­ტის­თვის, ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. ხორ­ცით, სო­კო­თი, ყვე­ლით, და ორ­ნა­ი­რი პაპ­რი­კით შე­ზა­ვე­ბუ­ლი შე­საწ­ვა­ვი სო­სი­სი. მა­სი­უ­რი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი გარ­საც­მით. იდე­ა­ლუ­რია რო­გორც გრილ­ზე თუ ტა­ფა­ზე, ასე­ვე ღუ­მელ­ში შე­საწ­ვა­ვა­დაც. გთა­ვა­ზობთ გარ­ნი­რის რე­ცეპ­ტებს, რომ­ლე­ბიც, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან უხ­დე­ბა "როს­ტერს":

ლო­ბი­ოს ცხე­ლი გარ­ნი­რი:

ტა­ფა­ზე ვად­ნობთ დაჭ­რილ ბე­კონს/ 200 გრ. ვა­მა­ტებთ დაჭ­რილ ხახვს/1 ცალი და ნი­ორს/2 კბი­ლი, ვა­მა­ტებთ დაჭ­რილ წი­თელ ბულ­გა­რულს/1 ცალი, და ცხა­რე წი­წა­კას/1ც. ქი­ლის წი­თელ ლო­ბი­ოს/ 1 ქილა, ქი­ლის დაჭ­რილ პო­მი­დორს /1 ქილა. ამ მა­სას ვა­დუ­ღებთ და­ბალ ცე­ცხლზე 20-30 წთ. ვრთავთ ქინ­ძით და რე­ჰა­ნით.

სა­ლა­თი "ქოულ სლოუ"

წვრი­ლად დაჭ­რი­ლი თეთ­რი და ია­სამ­ნის­ფე­რი კომ­ბოს­ტო/ 200-200 გრ, სტა­ფი­ლო/ 1 ცალი. ვა­მა­ტებთ სო­უსს: მა­ი­ო­ნე­ზი /50 გრ., ნა­ღე­ბი/50გრ., შა­ქა­რი/ 1 ჩ.კ., ძმა­რი /2 ს.კ., მა­რი­ლი, ხმე­ლი ოხ­რა­ხუ­ში. ვაგ­რი­ლებთ 2 სა­ა­თი

მო­ხარ­შუ­ლი ბრინ­ჯი

მა­ყალ­ზე შემ­წვარ "როს­ტერს" ვჭრით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად და მი­ვირ­თმევთ ცხელ ლო­ბი­ოს­თან, სა­ლათ­თან და ბრინჯთან ერ­თად.

2. "ფრან­კფურ­ტე­რი" - ტრა­დი­ცი­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი მო­სა­ხარ­ში სო­სი­სის ზუს­ტი ანა­ლო­გი. მა­სი­უ­რი და ხორ­ცი­ა­ნი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი გარ­საც­მით, ზო­მი­ე­რად და გემ­რი­ე­ლად შე­ზა­ვე­ბუ­ლი. იდე­ა­ლუ­რია ჰოთ­დო­გის­თვის. გთა­ვა­ზობთ ჩემს ვერ­სი­ას:

ნი­კო­რას "ფრან­კფურ­ტე­რი"

ბა­გე­ტი

ცხე­ლი ყვე­ლის სო­უ­სი - პა­ტა­რა ქვაბ­ში ვა­ცხე­ლებთ ნა­ღებს/ 100 გრ. ვა­მა­ტებთ ჩე­დარს/ 100 გრ და მიგ­ვყავს წა­მო­დუ­ღე­ბამ­დე.

დაჭ­რი­ლი პო­მი­დო­რი

დაჭ­რი­ლი მჟა­ვე კიტ­რი

დაჭ­რი­ლი სა­ლა­თი "აის­ბერ­გი"

ხახ­ვის მა­რი­ნა­დი - წი­თე­ლი ხახ­ვი/ 1 თავი, შა­ქა­რი/ 1 ჩ. კ., მა­რი­ლი/ 0.5 ჩ. კ., ძმა­რი/ 1 ს.კ.

სო­უ­სი - კეტ­ჩუ­პი/ 100 გრ., მდო­გი­ვი/ 1 ჩ.კ., არა­ჟა­ნი/ 2 ჩ.კ., "ვუს­ტე­რის~ სო­უ­სი/ 0.5 ჩ.კ., ლი­მო­ნის წვე­ნი/ 1 ჩ.კ.

ბა­გე­ტის მთელ სიგ­რძე­ზე ვუს­ვამთ სო­უსს, ვა­მა­ტებთ ბოსტნე­ულს, ვა­წყობთ მო­ხარ­შულ სო­სისს, ზე­მო­დან ვას­ხამთ ცხელ ყველს. ბა­გეტს ვჭრით სა­სურ­ვე­ლი ზო­მის ნაჭ­რე­ბად.

3. "ბერ­ნე­რი" - სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის სო­სი­სებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­სი­სი იდე­ა­ლუ­რია, რო­გორც მო­სა­ხარ­შად, ასე­ვე შე­საწ­ვა­ვა­დაც. არის "ფრან­კფურ­ტერ­ზე" უფრო მა­სი­უ­რი, შე­ფუ­თუ­ლია ნა­ტუ­რა­ლურ გარ­საცმში და შიგ­თავ­სი შე­ი­ცავს "გა­უ­დას" სა­ხე­ო­ბის ყველს. იდე­ა­ლუ­რია რო­გორც BBQ-სთვის, (მო­სა­ხარ­ში ქვა­ბის რე­ჟიმ­ში), ასე­ვე ფრი­ტი­ურ­ში შე­საწ­ვა­ვა­დაც. გთა­ვა­ზობთ ჩემს ვერ­სი­ას:

ნი­კო­რას "ბერ­ნე­რი"

ფან­ქე­ი­ქის კონ­სის­ტენ­ცი­ის ამო­სავ­ლე­ბი ცომი - ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გად ავთქვი­ფოთ: კვერ­ცხი/ 2.ც., ფქვი­ლი/ 220 გრ., არა­ჟა­ნი/ 2 ს.კ., ზეთი/ 1 ს.კ., მა­რი­ლი/ 0.5 ჩ.კ., სა­ცხო­ბი სოდა/ 0.5 ჩ.კ., წყა­ლი 100 გრ.

ზეთი/ 1ლ.

ძა­ძი­კის სო­უ­სი - მა­წო­ნი/ 100 გრ., ნა­ღე­ბი/ 50 გრ., გა­ხე­ხი­ლი და კარ­გად გა­წუ­რუ­ლი კიტ­რი/ 0.5 ც., ნი­ო­რი/ 1 კბ., ცხა­რე წი­წა­კა/ 0.5 ც., ქინ­ძი/ 50 გრ., მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით.

სალ­სას სო­უ­სი - 1 ქილა დაჭ­რილ პო­მი­დორს ვუ­მა­ტებთ ტო­მა­ტის წვენს/ 100 გრ., კეტ­ჩუპს/ 50 გრ., ძმარს/ 2 ს.კ., ნი­ორს/ 1 კბ., და ვაბ­ლენ­დერებთ. მერე ვა­მა­ტებთ წვრი­ლად დაჭ­რილ ხახვს/ 1 ც., წი­თელ და მწვა­ნე ბულ­გა­რულს/ 1-1 ც., ცხა­რე წი­წა­კას/ 1 ც., ქინძს/ 30 გრ., და მა­რილს გე­მოვ­ნე­ბით. ვა­ჩე­რებთ მა­ცი­ვარ­ში 24 სა­ა­თი.

ცხე­ლი ყვე­ლის სო­უ­სი - პა­ტა­რა ქვაბ­ში ვა­ცხე­ლებთ ნა­ღებს/ 100 გრ. ვა­მა­ტებთ ჩე­დარს/ 100 გრ, და მიგ­ვყავს წა­მო­დუ­ღე­ბამ­დე.

ცხა­რე-მჟა­ვე სო­უ­სი - პა­ტა­რა ქვაბ­ში ვა­ცხე­ლებთ ზეთს /1 ს.კ., ვა­მა­ტებთ დაჭ­რილ ნი­ორს/ 1ც., კო­ჭას-ჯინ­ჯერს/ 30 გრ., წი­წა­კას/ 1ც., ძმარს/ 150 მლ., სო­ი­ოს სო­უსს/ 50 მლ., შა­ქარს/ 80 გრ., ვა­დუ­ღებთ 2-3 წუთი და ვფილტრავთ. გა­ფილტრულ სო­უსს ვაბ­რუ­ნებთ ქვაბ­ში და ვუ­მა­ტებთ 100 გრ. წყალ­ში გახ­სნილ სა­ხა­მე­ბელს/ 1 ს.კ. ვა­დუ­ღებთ შე­ს­ქე­ლე­ბამ­დე.

სო­სისს ვჭრით შუ­ა­ში, ვაც­მევთ ხის ჩხირ­ზე, ვავ­ლებთ ცომ­ში და ვა­თავ­სებთ ცხელ ზეთ­ში. ვწვავთ ოქ­როს­ფერ ქერ­ქამ­დე. ვა­წყობთ ხელ­სა­ხოც­ზე, ზედ­მე­ტი ზე­თის მო­სა­შო­რებ­ლად. ვა­თავ­სებთ ლან­გარ­ზე. მი­ვირ­თმევთ ოთხ სო­უს­თან ერ­თად.

კარ­გია თუ გა­მო­ნა­ხავთ შე­სა­ბა­მის დროს და სურ­ვილს, რომ მიყ­ვეთ ამ რე­ცეპ­ტებს. უკე­თე­სია, თუ ჩარ­თავთ თქვენს ფან­ტა­ზი­ას და შექ­მნით რამე გან­სხვა­ვე­ბულს. თუმ­ცა მერ­წმუ­ნეთ, რომ ყო­ველ­გვა­რი კუ­ლი­ნა­რუ­ლი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის გა­რე­შეც, მარ­ტი­ვად შემ­წვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი, პუ­რის ხრა­შუ­ნა ნაჭ­რის, სა­წებ­ლის ან მდოგ­ვის თან­ხლე­ბით, "ნი­კო­რას" ეს ახა­ლი სო­სი­სე­ბი არა­ნაკ­ლებ გას­ტრო­ნო­მი­ულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.გა­ა­მოთ!

ფოტო: ირა კურ­მა­ე­ვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MAIA
0

ძალიან მაგარია, გემრიელად გამოიყურებოდა როცა ვნახე მაღაზიაში, მომწონს შეფითვაც, მაგრამ აი გემოზე რა გითხრათ თუ მომხამრებელმა ვერ იყიდა რა აზრი აქვს.... სამწუხაროა რომ ამ პროდუქტს უფულობის გამო ბევრი ვერ იყიდის

მიხო
1

ჩვეულებრივი მწვადი შეწვით რა...........მაგაზე გემრიელი მაინც არ იქნება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული

შეფ მიშიმა და „ნიკორას“ შესანიშნავი სამეული

კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.

კარგია იმიტომ, რომ ამით სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებსაც. ასე იქმნება ჯანსაღი, კონკურენტული გარემო. ეს კარგია უშუალოდ მომხმარებლისთვისაც, ვინაიდან იზრდება მისი არჩევანის შესაძლებლობები. მითუმეტეს კარგია, როცა სიახლეებს ქმნის ბევრისათვის საყვარელი ეროვნული მწარმოებელი. თან, ქვეყანაში არსებულ, არც თუ ისე მარტივ, ეკონომიკურ ვითარებაში. და ძალიან კარგია, როცა ამ სიახლეებს "ნიკორას" პრემიუმკლასის სოსისები ჰქვია.

მე, როგორც ენთუზიასტს კულინარიაში და მოყვარულ ბლოგერს, უკვე მხვდა წილად ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო "სითის" და "ნიკორას" ერთ-ერთ კოლაბორაციაში. ხოდა, ამჟამადაც შევეცდები, რომ ინფორმაციის გავრცელების ტექსტური საშუალებით, ორიოდე ფოტოსურათით და რეცეპტით გადმოგცეთ ის გასტრონომიული პოზიტივი, რომელიც მე "ნიკორას" ახალი სოსისების, "როსტერის", "ფრანკფურტერის" და "ბერნერის", დაგემოვნებისას მივიღე:

1. "როსტერი" - ჩემთვის, როგორც შტეფან პლაცზე, საყვარელი სოსისების რიგში არაერთხელ მდგარი ტურისტისთვის, ყველაზე სასიამოვნო სიახლეა. ხორცით, სოკოთი, ყველით, და ორნაირი პაპრიკით შეზავებული შესაწვავი სოსისი. მასიური, ნატურალური გარსაცმით. იდეალურია როგორც გრილზე თუ ტაფაზე, ასევე ღუმელში შესაწვავადაც. გთავაზობთ გარნირის რეცეპტებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან უხდება "როსტერს":

ლობიოს ცხელი გარნირი:

ტაფაზე ვადნობთ დაჭრილ ბეკონს/ 200 გრ. ვამატებთ დაჭრილ ხახვს/1 ცალი და ნიორს/2 კბილი, ვამატებთ დაჭრილ წითელ ბულგარულს/1 ცალი, და ცხარე წიწაკას/1ც. ქილის წითელ ლობიოს/ 1 ქილა, ქილის დაჭრილ პომიდორს /1 ქილა. ამ მასას ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წთ. ვრთავთ ქინძით და რეჰანით.

სალათი "ქოულ სლოუ"

წვრილად დაჭრილი თეთრი და იასამნისფერი კომბოსტო/ 200-200 გრ, სტაფილო/ 1 ცალი. ვამატებთ სოუსს: მაიონეზი /50 გრ., ნაღები/50გრ., შაქარი/ 1 ჩ.კ., ძმარი /2 ს.კ., მარილი, ხმელი ოხრახუში. ვაგრილებთ 2 საათი

მოხარშული ბრინჯი

მაყალზე შემწვარ "როსტერს" ვჭრით პატარა ნაჭრებად და მივირთმევთ ცხელ ლობიოსთან, სალათთან და ბრინჯთან ერთად.

2. "ფრანკფურტერი" - ტრადიციული გერმანული მოსახარში სოსისის ზუსტი ანალოგი. მასიური და ხორციანი, ნატურალური გარსაცმით, ზომიერად და გემრიელად შეზავებული. იდეალურია ჰოთდოგისთვის. გთავაზობთ ჩემს ვერსიას:

ნიკორას "ფრანკფურტერი"

ბაგეტი

ცხელი ყველის სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ნაღებს/ 100 გრ. ვამატებთ ჩედარს/ 100 გრ და მიგვყავს წამოდუღებამდე.

დაჭრილი პომიდორი

დაჭრილი მჟავე კიტრი

დაჭრილი სალათი "აისბერგი"

ხახვის მარინადი - წითელი ხახვი/ 1 თავი, შაქარი/ 1 ჩ. კ., მარილი/ 0.5 ჩ. კ., ძმარი/ 1 ს.კ.

სოუსი - კეტჩუპი/ 100 გრ., მდოგივი/ 1 ჩ.კ., არაჟანი/ 2 ჩ.კ., `ვუსტერის~ სოუსი/ 0.5 ჩ.კ., ლიმონის წვენი/ 1 ჩ.კ.

ბაგეტის მთელ სიგრძეზე ვუსვამთ სოუსს, ვამატებთ ბოსტნეულს, ვაწყობთ მოხარშულ სოსისს, ზემოდან ვასხამთ ცხელ ყველს. ბაგეტს ვჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად.

3. "ბერნერი" - სასიამოვნო სიახლე ქართული წარმოების სოსისებში. აღნიშნული სოსისი იდეალურია, როგორც მოსახარშად, ასევე შესაწვავადაც. არის "ფრანკფურტერზე" უფრო მასიური, შეფუთულია ნატურალურ გარსაცმში და შიგთავსი შეიცავს "გაუდას" სახეობის ყველს. იდეალურია როგორც BBQ-სთვის, (მოსახარში ქვაბის რეჟიმში), ასევე ფრიტიურში შესაწვავადაც. გთავაზობთ ჩემს ვერსიას:

ნიკორას "ბერნერი"

ფანქეიქის კონსისტენციის ამოსავლები ცომი - ერთმანეთში კარგად ავთქვიფოთ: კვერცხი/ 2.ც., ფქვილი/ 220 გრ., არაჟანი/ 2 ს.კ., ზეთი/ 1 ს.კ., მარილი/ 0.5 ჩ.კ., საცხობი სოდა/ 0.5 ჩ.კ., წყალი 100 გრ.

ზეთი/ 1ლ.

ძაძიკის სოუსი - მაწონი/ 100 გრ., ნაღები/ 50 გრ., გახეხილი და კარგად გაწურული კიტრი/ 0.5 ც., ნიორი/ 1 კბ., ცხარე წიწაკა/ 0.5 ც., ქინძი/ 50 გრ., მარილი გემოვნებით.

სალსას სოუსი - 1 ქილა დაჭრილ პომიდორს ვუმატებთ ტომატის წვენს/ 100 გრ., კეტჩუპს/ 50 გრ., ძმარს/ 2 ს.კ., ნიორს/ 1 კბ., და ვაბლენდერებთ. მერე ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს/ 1 ც., წითელ და მწვანე ბულგარულს/ 1-1 ც., ცხარე წიწაკას/ 1 ც., ქინძს/ 30 გრ., და მარილს გემოვნებით. ვაჩერებთ მაცივარში 24 საათი.

ცხელი ყველის სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ნაღებს/ 100 გრ. ვამატებთ ჩედარს/ 100 გრ, და მიგვყავს წამოდუღებამდე.

ცხარე-მჟავე სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ზეთს /1 ს.კ., ვამატებთ დაჭრილ ნიორს/ 1ც., კოჭას-ჯინჯერს/ 30 გრ., წიწაკას/ 1ც., ძმარს/ 150 მლ., სოიოს სოუსს/ 50 მლ., შაქარს/ 80 გრ., ვადუღებთ 2-3 წუთი და ვფილტრავთ. გაფილტრულ სოუსს ვაბრუნებთ ქვაბში და ვუმატებთ 100 გრ. წყალში გახსნილ სახამებელს/ 1 ს.კ. ვადუღებთ შესქელებამდე.

სოსისს ვჭრით შუაში, ვაცმევთ ხის ჩხირზე, ვავლებთ ცომში და ვათავსებთ ცხელ ზეთში. ვწვავთ ოქროსფერ ქერქამდე. ვაწყობთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად. ვათავსებთ ლანგარზე. მივირთმევთ ოთხ სოუსთან ერთად.

კარგია თუ გამონახავთ შესაბამის დროს და სურვილს, რომ მიყვეთ ამ რეცეპტებს. უკეთესია, თუ ჩართავთ თქვენს ფანტაზიას და შექმნით რამე განსხვავებულს. თუმცა მერწმუნეთ, რომ ყოველგვარი კულინარული კრეატიულობის გარეშეც, მარტივად შემწვარი ან მოხარშული, პურის ხრაშუნა ნაჭრის, საწებლის ან მდოგვის თანხლებით, "ნიკორას" ეს ახალი სოსისები არანაკლებ გასტრონომიულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.გაამოთ!

ფოტო: ირა კურმაევა

კომპანიებს სემეკისთვის ტარიფების მატების მოთხოვნით არ მოუმართავთ

როგორ ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა და საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში საწარმოებსა და სუპერმარკეტებში

რა არის ნაწლავის მიკრობიოტა და რა როლს ასრულებს ის წონის რეგულაციაში?