საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?
გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

2020 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს.

ამი­ტომ ambebi.ge-მ გა­და­წყვი­ტა გა­მომ­ცე­ლო­ბის გუნდს გა­სა­უბ­რე­ბო­და და მათ­თან ერ­თად თვა­ლი გა­და­ევ­ლო იმ დიდი ის­ტო­რი­ის­თვის, რო­მე­ლიც „პა­ლიტ­რა L”- მა გან­ვლო.

რო­გორ და­ი­წყო გა­მომ­ცემ­ლო­ბის ის­ტო­რია?

თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი, გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის დი­რექ­ტო­რი:

"გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლის­გახ­და. ეს ისე­თი თა­რი­ღია, თით­ქოს ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბას ითხოვს.ათი წე­ლია ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი ვარ - მას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე, ორი შვი­ლის დედა გავ­ხდი, შე­ვიც­ვა­ლე. შე­იც­ვა­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბაც, ბევ­რი სირ­თუ­ლე შეგ­ვხვდა, მაგ­რამ უკან რომ ვი­ყუ­რე­ბი, ეს გზა სი­ხა­რუ­ლით მავ­სებს, გან­ვლი­ლი 15-წლი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფა ძნე­ლია, თუმ­ცა პირ­ვე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბე­ლი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია,ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მას­შტა­ბუ­რი სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­ექ­ტი „50 წიგ­ნი, რო­მე­ლი­ცუნ­და­წა­ი­კი­თხო, სა­ნამ­ცო­ცხა­ლი­ხარ“, და­ვი­წყეთ გა­მო­კი­თხვა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დავ­სვით კი­თხვა, რო­მე­ლი 10 წიგ­ნი მი­აჩ­ნდათ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამ წა­მო­წყე­ბას. ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გვი­პა­სუ­ხა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ ვის­ხე­დით, გა­ძეძ­გი­ლი ტომ­რე­ბი­დან ვი­ღებ­დით თი­თო­ე­ულ კუ­პონს.ასე და­ი­ბა­და „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“.არ ვა­ჭარ­ბებ - ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის თარო, რო­მელ­ზეც თუ ყვე­ლა არა, ამ სე­რი­ის ერთი წიგ­ნი მა­ინც არ იდოს.

გა­ას­მაგ­და წიგ­ნის შე­ძე­ნის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წიგ­ნის მი­მართ გა­ნახ­ლდა ინ­ტე­რე­სი.იყი­დე­ბო­და, სა­შუ­ა­ლოდ, 50 000 ეგ­ზემპლა­რი კვი­რა­ში.

მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L- ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მო­ირ­ჩე­ვა ის­ტო­რი­უ­ლი ში­ნა­არ­სის წიგ­ნე­ბით. ამ მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რია“,სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის 30-ტო­მე­უ­ლი, ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი და უახ­ლე­სი პრო­ექ­ტი „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“.

ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის ერის ის­ტო­რია უკე­თე­სი მო­მავ­ლის სა­წინ­და­რია. უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი გა­მო­ვე­ცით ამ ის­ტო­რი­ის არ და­სა­ვი­წყებ­ლად: „სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია“, „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი“... სულ მალე კი მკი­თხვე­ლი იხი­ლავს უნი­კა­ლურ პრო­ექტს „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“,- ამ­ბობს მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

რა იყო 50 წიგ­ნის შემ­დეგ?

"50 წიგ­ნის ეფექ­ტი ჯერ გა­დავ­ლი­ლი არ იყო, რომ კი­დევ ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი შევ­თა­ვა­ზეთ მკი­თხველს - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის 4-ტო­მე­უ­ლი.ვი­ცო­დით, რომ ამ წიგ­ნებს ხალ­ხი ელო­დე­ბო­და, მაგ­რამ მომ­ხდარ­მა მა­ინც ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. იმა­ვე დღეს შე­ვუკ­ვე­თეთ სტამ­ბას გან­მე­ო­რე­ბი­თი ბეჭდ­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვარ­წმუ­ნებ­და, რომ სწორ გზა­ზე ვი­დე­ქით და სა­ჭი­რო საქ­მეს ვა­კე­თებ­დით", - თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი­დან, ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“, რო­მე­ლიც მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში წიგ­ნე­ბის გა­დაც­ვლას, შე­დე­გად კი ხე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნას, ბუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვას გუ­ლის­ხმობს.

"სულ მოძ­რა­ო­ბა­ში ვართ. 21-ე სა­უ­კუ­ნეა, სხვა გა­რე­მო და მო­თხოვ­ნე­ბია და ამის შეგ­რძნე­ბა არ უნდა და­კარ­გო. სწო­რედ ამი­ტომ, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და და შე­იქ­მნა პრო­ექ­ტი მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა - #გაც­ვა­ლე­მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნებ­ში. პრო­ექ­ტის და­წყე­ბი­დან­დღემ­დე, მი­ვი­ღეთ­და­გა­და­ვა­მუ­შა­ვეთ9000 ტო­ნა­მა­კუ­ლა­ტუ­რა, რაც­ნიშ­ნავს, რომჩვენს მკი­თხვე­ლებ­თან ერ­თად,გა­და­ვარ­ჩი­ნეთ 150 000 - ზე­მე­ტი­ხე.

გა­მომ­ცე­ლო­ბის მთა­ვა­რი ნი­შაა, თა­ნა­მედ­რო­ბე პრო­ექ­ტე­ბის და­ნერგვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მათ შო­რი­საა „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“, „ლი­ბერ­თინ­სი“, „პორ­ტა­ლი“, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“, „გუდა“...

თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ჩვე­ნი გუნ­დი მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ შექ­მნას რა­ღაც ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და თან ღი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ იდე­ით და­ვი­წყეთ პრო­ექ­ტი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“- მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე სლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მა. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნია ვართ.

ასე­თი­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო „ლი­ბერ­თინ­სიც“ - წიგ­ნე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის. და­ვი­წყეთ არას­ტან­დარ­ტუ­ლად - მო­ზარ­დებ­თან ერ­თად ვარ­ჩევ­დით და ვგეგ­მავ­დით. იყო რი­გე­ბი ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლი­სას. ბევ­რს ახ­სოვს გა­და­კე­ტი­ლი ბახ­ტრი­ო­ნის ქუჩა, იმ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­ში, პო­ლი­ცი­ას სა­გან­გე­ბო ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და. მერე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ის „გიკი გო­გოს“ ავ­ტო­რი ჰოლი სმე­ი­ლიც მო­ვიწ­ვი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში , რაც იმ დროს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის უზარ­მა­ზა­რი სი­ხა­რუ­ლი იყო", - თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი.

სხვა­თა შო­რის, ჰოლი სმე­ი­ლი არ იყო ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ასე­ვე, იყ­ვნენ ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი, ემი იტე­რან­ტა.

2016 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გახ­და მარ­ვე­ლი­სა და დის­ნე­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში.

მაია ალუ­და­უ­რი, გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L- ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

2017 წლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა დღემ­დე. ამას ადას­ტუ­რებს პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი", რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ხელი შე­უ­წყო აღი­ა­რე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

აქ გან­სა­კუთ­რე­ბით ყურ­სა­ღე­ბია ის, რომ ამ პრო­ექ­ტმა შექ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბი გახ­და ბესტსე­ლე­რი და იბეჭ­დე­ბო­და 20 000 იანი ტი­რა­ჟით, რაც სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო რამ­დე­ნი­მე წლის წინ.

ანა კო­პა­ძე, პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

ის პრო­ექ­ტე­ბი, რა­ზეც ახლა 15 წლის „პა­ლიტ­რა L“ მუ­შა­ობს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ღი­რე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად: ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე , სა­დაც მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოვ­ცე ისე­თი ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ ახლა იდ­გა­ვენ ფეხს სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე და ასე­ვე ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია; ბუ­კე­რი­სა და პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი მწერ­ლე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა. სულ ახ­ლა­ხანს ავი­ღეთ უფ­ლე­ბა შე­სა­ნიშ­ნავ წიგნ­ზე - ახალ­გაზ­რდა ნი­დერ­ლან­დე­ლი ავ­ტო­რის მა­რი­ე­კე ლუ­კას რიჯ­ნე­ველ­დის მიერ და­წე­რი­ლი the discomfort of evenings. მა­რი­ე­კე ლუ­კა­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბუ­კე­რის პრე­მი­ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ლა­უ­რე­ა­ტია.

ერთ-ერთი სე­რია, რო­მე­ლიც პა­ლიტ­რა­ში მოს­ვლი­სას ჩამ­ბარ­და იყო „წლის ბესტსე­ლე­რი“. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ეს ზუს­ტად ის პრო­ექ­ტი იყო, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც სულ მინ­დო­და და მა­ნამ­დე ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მე ვიქ­ნე­ბო­დი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­მო­მავ­ლო გა­მო­ცე­მე­ბის გეგ­მებს შე­ად­გენ­და.

შემ­დეგ გა­ვე­ცა­ნი პა­ლიტ­რას სხვა, ძა­ლი­ან ღი­რე­ბულ სე­რი­ებ­საც, მა­გა­ლი­თად იკი­თხე ქარ­თულს, რო­მელ­შიც XX-XXI სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნი მთლი­ა­ნად აგე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის პრო­ექ­ტის - "ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლის" მა­სა­ლებ­ზე და თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი სწო­რედ ამ ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ს აქვს სე­რია პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც ფენ­ტე­ზის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად დიდი სა­გან­ძუ­რია.

გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L” აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის"რომ ყვე­ლა ტი­პის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა.

ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

15 წლის იუ­ბი­ლის ფარ­გლებ­ში, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ რებ­რენ­დინ­გი, შევ­ცვა­ლეთ ლოგო, უფრო მკვეთ­რად გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბი, თუმ­ცა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, უც­ვლე­ლი დარ­ჩა.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი CSR მი­მარ­თუ­ლე­ბა, მარ­ტო გუდა რად ღირს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წიგ­ნებს შე­გიძ­ლი­ათ მო­უს­მი­ნოთ ყველ­გან,სა­დაც არ უნდა იყოს და გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს არ ჩა­მორ­ჩნენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს გა­მომ­ცე­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბას?

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ -ის წარ­მა­ტე­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს: „ერთი მხრივ, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რომ­ლის წევ­რე­ბიც წლე­ბია მუ­შა­ო­ბენ ჩვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, მე­ო­რე მხრივ კი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი იდე­ე­ბი, ქმნის იმ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მო­მა­ვალ­ზე – გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ არის მთლი­ა­ნად მო­მავ­ლის კომ­პა­ნია,“ – აღ­ნიშ­ნავს მაია ალუ­და­უ­რი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ აგ­რძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას და ერ­თგულ მკი­თხველს კი­დევ ბევრ ახალ პრო­ექტს ჰპირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლისაა - რით იყო დასამახსოვრებელი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი?

2020 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამიტომ ambebi.ge-მ გადაწყვიტა გამომცელობის გუნდს გასაუბრებოდა და მათთან ერთად თვალი გადაევლო იმ დიდი ისტორიისთვის, რომელიც „პალიტრა L”- მა განვლო.

როგორ დაიწყო გამომცემლობის ისტორია?

თინათინ ასათიანი, გამომცელობა „პალიტრა L“-ის დირექტორი:

"გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისგახდა. ეს ისეთი თარიღია, თითქოს ანგარიშის ჩაბარებას ითხოვს.ათი წელია ამ გამომცემლობის დირექტორი ვარ - მასთან ერთად გავიზარდე, ორი შვილის დედა გავხდი, შევიცვალე. შეიცვალა გამომცემლობაც, ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ უკან რომ ვიყურები, ეს გზა სიხარულით მავსებს, განვლილი 15-წლიანი ლიტერატურული თავგადასავლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების გამოყოფა ძნელია, თუმცა პირველი, განსაკუთრებელი და აღსანიშნავია,ჩვენს რეალობაში უპრეცედენტოდ მასშტაბური საგამომცემლო პროექტი „50 წიგნი, რომელიცუნდაწაიკითხო, სანამცოცხალიხარ“, დავიწყეთ გამოკითხვა მთელ საქართველოში, დავსვით კითხვა, რომელი 10 წიგნი მიაჩნდათ უმნიშვნელოვანესად. წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა ამ წამოწყებას. ათეულათასობით ადამიანმა გვიპასუხა. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როგორ ვისხედით, გაძეძგილი ტომრებიდან ვიღებდით თითოეულ კუპონს.ასე დაიბადა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“.არ ვაჭარბებ - ძნელად მოიძებნება საქართველოში წიგნის თარო, რომელზეც თუ ყველა არა, ამ სერიის ერთი წიგნი მაინც არ იდოს.

გაასმაგდა წიგნის შეძენის მსურველთა რაოდენობა, წიგნის მიმართ განახლდა ინტერესი.იყიდებოდა, საშუალოდ, 50 000 ეგზემპლარი კვირაში.

მაია ალუდაური, გამომცელობა პალიტრა L- ის მთავარი რედაქტორი:

გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოირჩევა ისტორიული შინაარსის წიგნებით. ამ მხრივ, აღსანიშნავია: საქართველოს ისტორიის ოთხტომეული, ივ. ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია“,საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის 30-ტომეული, ქართველი მეფეები და უახლესი პროექტი „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“.

ჩვენი გამომცემლობისთვის ერის ისტორია უკეთესი მომავლის საწინდარია. უამრავი პროექტი გამოვეცით ამ ისტორიის არ დასავიწყებლად: „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, „ქართველი მეფეები“... სულ მალე კი მკითხველი იხილავს უნიკალურ პროექტს „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“,- ამბობს მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი.

რა იყო 50 წიგნის შემდეგ?

"50 წიგნის ეფექტი ჯერ გადავლილი არ იყო, რომ კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შევთავაზეთ მკითხველს - საქართველოს ისტორიის 4-ტომეული.ვიცოდით, რომ ამ წიგნებს ხალხი ელოდებოდა, მაგრამ მომხდარმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იმავე დღეს შევუკვეთეთ სტამბას განმეორებითი ბეჭდვა. ეს ყველაფერი გვარწმუნებდა, რომ სწორ გზაზე ვიდექით და საჭირო საქმეს ვაკეთებდით", - თინათინ ასათიანი.

გამომცემლობის პროექტებიდან, ასევე, აღსანიშნავია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „მაკულიტერატურა“, რომელიც მაკულატურაში წიგნების გადაცვლას, შედეგად კი ხეების გადარჩენას, ბუნებაზე ზრუნვას გულისხმობს.

"სულ მოძრაობაში ვართ. 21-ე საუკუნეა, სხვა გარემო და მოთხოვნებია და ამის შეგრძნება არ უნდა დაკარგო. სწორედ ამიტომ, გარემოზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტი გახდა და შეიქმნა პროექტი მაკულიტერატურა - #გაცვალემაკულატურა წიგნებში. პროექტის დაწყებიდანდღემდე, მივიღეთდაგადავამუშავეთ9000 ტონამაკულატურა, რაცნიშნავს, რომჩვენს მკითხველებთან ერთად,გადავარჩინეთ 150 000 - ზემეტიხე.

გამომცელობის მთავარი ნიშაა, თანამედრობე პროექტების დანერგვა და განხორციელება, მათ შორისაა „ლურჯი ოკეანე“, „ლიბერთინსი“, „პორტალი“, „გახდი ბესტსელერის ავტორი“, „გუდა“...

თამამი ნაბიჯების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ შექმნას რაღაც ახალი, თანამედროვე და თან ღირებული. სწორედ ამ იდეით დავიწყეთ პროექტი „ლურჯი ოკეანე“- მსოფლიოში აღიარებული ბიზნე სლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანია ვართ.

ასეთივე ექსპერიმენტი იყო „ლიბერთინსიც“ - წიგნები თინეიჯერებისთვის. დავიწყეთ არასტანდარტულად - მოზარდებთან ერთად ვარჩევდით და ვგეგმავდით. იყო რიგები ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას. ბევრს ახსოვს გადაკეტილი ბახტრიონის ქუჩა, იმდენი ხალხი მოვიდა ბიბლუსის მაღაზიაში, პოლიციას საგანგებო ჩარევა დასჭირდა. მერე ძალიან პოპულარული სერიის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილიც მოვიწვიეთ საქართველოში , რაც იმ დროს ჩვენი მკითხველებისთვის უზარმაზარი სიხარული იყო", - თინათინ ასათიანი.

სხვათა შორის, ჰოლი სმეილი არ იყო ერთადერთი უცხოელი ავტორი, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა" საქართველოში ჩამოიყვანა. ასევე, იყვნენ ფრედერიკ ბეგბედერი, ემი იტერანტა.

2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L" გახდა მარველისა და დისნეის ოფიციალური წარმომადგენელი, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.

მაია ალუდაური, გამომცელობა პალიტრა L- ის მთავარი რედაქტორი:

2017 წლიდან გამომცემლობის პრიორიტეტი გახდა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და დებიუტანტი ავტორების ხელშეწყობა, რაც წარმატებით ხორციელდება დღემდე. ამას ადასტურებს პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომელმაც უკვე არაერთი ნიჭიერი ავტორი აღმოაჩინა და ხელი შეუწყო აღიარების მოსაპოვებლად.

აქ განსაკუთრებით ყურსაღებია ის, რომ ამ პროექტმა შექმნა პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც ქართველი ავტორების წიგნები გახდა ბესტსელერი და იბეჭდებოდა 20 000 იანი ტირაჟით, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ.

ანა კოპაძე, პროექტების ხელმძღვანელი:

ის პროექტები, რაზეც ახლა 15 წლის „პალიტრა L“ მუშაობს ძალიან საინტერესო და ღირებულია. მაგალითად: ლიტერე ინვენტე , სადაც მაქვს საშუალება გამოვცე ისეთი ავტორები, რომლებიც სულ ახლა იდგავენ ფეხს სამწერლო ასპარეზზე და ასევე ავტორები, რომელთა შემოქმედება თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი შენაძენია; ბუკერისა და პულიცერის პრემიის მფლობელი მწერლები, საინტერესო ახალი და ხარისხიანი ლიტერატურა. სულ ახლახანს ავიღეთ უფლება შესანიშნავ წიგნზე - ახალგაზრდა ნიდერლანდელი ავტორის მარიეკე ლუკას რიჯნეველდის მიერ დაწერილი the discomfort of evenings. მარიეკე ლუკასი საერთაშორისო ბუკერის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია.

ერთ-ერთი სერია, რომელიც პალიტრაში მოსვლისას ჩამბარდა იყო „წლის ბესტსელერი“. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ზუსტად ის პროექტი იყო, რომელზე მუშაობაც სულ მინდოდა და მანამდე ვერც კი წარმომედგინა, რომ მე ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც სამომავლო გამოცემების გეგმებს შეადგენდა.

შემდეგ გავეცანი პალიტრას სხვა, ძალიან ღირებულ სერიებსაც, მაგალითად იკითხე ქართულს, რომელშიც XX-XXI საუკუნის ქართველი ავტორების შემოქმედებაა გაერთიანებული. პროექტი ვიზუალური მხარითაც განსაკუთრებულია. სერიაში გაერთიანებული წიგნების დიზაინი მთლიანად აგებულია ხელოვნების სასახლის პროექტის - "ქართული ისტორიული ქსოვილის" მასალებზე და თითოეული წიგნი სწორედ ამ ქსოვილებიდან აღებული ორნამენტებითაა დამშვენებული. აქვე მინდა დავამატო, რომ გამომცემლობა პალიტრა L-ს აქვს სერია პორტალი, რომელიც ფენტეზის მოყვარული ადამიანებისთვის ნამდვილად დიდი საგანძურია.

გამომცელობა “პალიტრა L” აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმისთვის, ,რომ ყველა ტიპის ადამიანს შეეძლოს წიგნის მაღაზიაში მისთვის საინტერესო ლიტერატურის შერჩევა.

ანანო თავხელიძე, მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი:

15 წლის იუბილის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთეთ რებრენდინგი, შევცვალეთ ლოგო, უფრო მკვეთრად გამოვხატეთ ჩვენი მიდგომები, თუმცა ფასეულობები, რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩა.

ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა.

მნიშვნელოვანია ჩვენი CSR მიმართულება, მარტო გუდა რად ღირს, რომლის საშუალებითაც წიგნებს შეგიძლიათ მოუსმინოთ ყველგან,სადაც არ უნდა იყოს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსინათლო ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობას აძლევს არ ჩამორჩნენ ლიტერატურულ სიახლეებს.

რა განაპირობებს გამომცელობის წარმატებას?

გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: „ერთი მხრივ, პროფესიონალთა გუნდი, რომლის წევრებიც წლებია მუშაობენ ჩვენს გამომცემლობაში, მეორე მხრივ კი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მუდმივად განახლებადი იდეები, ქმნის იმ გარემოს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მომავალზე – გამომცემლობა „პალიტრა L“ არის მთლიანად მომავლის კომპანია,“ – აღნიშნავს მაია ალუდაური.

გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს თავის საქმიანობას და ერთგულ მკითხველს კიდევ ბევრ ახალ პროექტს ჰპირდება.

"მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები მე და ჩემი მეუღლე ვართ“ - აკრძალული სიყვარულის ისტორია რომანში „ალფას ვიბრაცია“

ვინ იყო „საფრანგეთის ქართველი გმირი“, რომელსაც შარლ დე გოლმა საფრანგეთის სიამაყე უწოდა

9 ნოემბრიდან სერია „ქართველი მეფეების“ ბოლო ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად