საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"
"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ, შოთა არ­ვე­ლა­ძე უკვე და­უბ­რუნ­და ტაშ­კენ­ტის "ფახ­თა­ქორს", რო­მე­ლიც და­მა­ჯე­რებ­ლად ლი­დე­რობს უზ­ბე­კე­თის ჩემ­პი­ო­ნატს და აზი­ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის კი მე­ო­თხე­დფი­ნალ­შიც ითა­მა­შა. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, შო­თამ გა­და­ტა­ნილ ვირუს­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძველ და მო­მა­ვალ მატ­ჩებ­ზე, "ტრაბ­ზონ­სპორ­ში" შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ილა­პა­რა­კა:

- კო­ვიდ-19 ყა­ტარ­ში, აზი­ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის 1/8-ფი­ნა­ლის წინ და­მი­დას­ტურ­და. გარ­შე­მო, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ბევ­რს ჰქონ­და და ჩემი ტეს­ტის პა­სუ­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ გამ­კვირ­ვე­ბია. ავად­მყო­ფო­ბის­თვის "კარ­გი დრო" არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა მა­ინ­ცდა­მა­ინც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მატ­ჩე­ბის დროს მო­მი­წია და ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, გუნდს რომ გა­მო­ვაკ­ლდი. ასეთ დროს, გარ­კვე­ულ­წი­ლად, თავს დამ­ნა­შა­ვე­დაც კი გრძნობ, ფიქ­რობ - იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, არა­ფე­რი გა­მო­მე­პა­რე­ბო­დაო. გუნდს მთლი­ა­ნო­ბის­თვის აკ­ლი­ხარ და არა იმი­ტომ, რომ შენს გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. სა­ერ­თო­დაც, სა­დაც არ ხარ, ყვე­ლას აკ­ლი­ხარ და იქ უფრო უყ­ვარ­ხარ.

- რა­ტომ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია - შო­თას ას­თმა აქ­ვსო?!

- არ ვიცი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, მსგავს პრობ­ლე­მას არას­დროს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ! რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდს, მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტა­ნე - ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­სრე­ბი მტკი­ო­და და სი­ცხე მქონ­და, ბავ­შვო­ბა­ში გრი­პი რომ გა­და­მი­ტა­ნია, ის შეგ­რძნე­ბა გა­მახ­სენ­და. ისე, წელს უკვე სამ­ჯერ ვი­ყა­ვი კა­რან­ტინ­ში: ორ­ჯერ თურ­ქეთ­ში წას­ვლა-წა­მოს­ვლის შემ­დეგ, მე­სა­მედ - ვირუ­სის თან­ხლე­ბით.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა და­ა­ფა­სე "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის" შემ­დეგ, რა "გვას­წავ­ლა" მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

- ყვე­ლამ უნდა და­ა­ფა­სოს ის, რაც დღეს, ამ წუ­თას აქვს! თუნ­დაც, ურ­თი­ერ­თო­ბის ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ შე­გიძ­ლია, მე­გო­ბარს ან ნა­თე­სავს ეს­ტუმ­რო, სად­მე, და­პა­ტი­ჟო, ჩა­ე­ხუ­ტო... გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვყო­ფილ­ვართ აქამ­დე... რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც "მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნა" არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

- მთა­ვარ თე­მა­ზე - სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ზე გა­და­ვი­დეთ: რას იტყვი ბე­ლა­რუს­თან მატჩზე?

- რა­საც ვე­ლო­დით, ისე­თი "სცე­ნა­რი" ვნა­ხეთ: უპი­რა­ტე­სო­ბა გვქონ­და, გო­ლიც მალე გა­ვი­ტა­ნეთ, მერე ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ კი­დეც, რად­გან მე­ტო­ქე­საც ჰქონ­და ერთი-ორი მო­მენ­ტი. რა გა­საკ­ვი­რია?! პა­რიკ­მა­ხე­რებს ხომ არ ვე­თა­მა­შე­ბო­დით - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან და მო­გე­ბა მა­თაც ძა­ლი­ან უნ­დო­დათ.

- გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ, მა­ლე­ვე და­ვი­წყეთ ან­გა­რი­შის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე თა­მა­ში.

- დამ­თავ­რდეს ეს ეტა­პი და შე­ფა­სე­ბე­ბი მერე გა­ვა­კე­თოთ. ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი მატ­ჩი დარ­ჩა და რა­დაც უნდა დაგ­ვიჯ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ვი­გოთ! მერე კი, დროც იქ­ნე­ბა, ხა­სი­ა­თიც და სა­შუ­ა­ლე­ბაც, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ - რო­გორ მო­ვე­დით აქამ­დე და რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლოთ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, 100 მო­მენ­ტი შევ­ქმნათ, მაგ­რამ ვერ მო­ვი­გოთ? 12 წლის ბავ­შვებ­ზე ხომ არ ვლა­პა­რა­კობთ, რომ­ლებ­საც აქვთ დრო, რათა სწო­რად თა­მა­ში ის­წავ­ლონ, ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ იმით, რომ კარ­გად ითა­მა­შეს? ფი­ნალ­ში არ არ­სე­ბობს კარ­გი თა­მა­ში - ფი­ნალ­ში არ­სე­ბობს შე­დე­გი!

- ჩვენ კი, ჯე­რაც ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით - ნაკ­რე­ბის­გან კარგ თა­მაშს ვი­თხოვთ, თუ - შე­დეგს?

- იმი­ტომ, რომ მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია ახა­ლია ჩვენ­თვის. იმი­ტომ, რომ გე­მოვ­ნე­ბა შეგ­ვეც­ვა­ლა, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ცოტა დარ­ჩა ისე­თი ხალ­ხი, ვინც თა­ვი­სი თა­მა­შით გვი­ყა­ლი­ბებ­და გე­მოვ­ნე­ბას... წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

საღი აზრი
0

აბაა რააა,როგორც ყოველთვის,რასაც იზავთ და როგორც მოიგებთ კი ვიცით))

ავტორი:

"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

"მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვიგოთ!" - რას ამბობს შოთა არველაძე ჩრდ. მაკედონიასთან თამაშზე, გადატანილ კოვიდსა და ირანში ნამღერ "ლალეზე"

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, შოთა არველაძე უკვე დაუბრუნდა ტაშკენტის "ფახთაქორს", რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს და აზიის ჩემპიონთა ლიგის კი მეოთხედფინალშიც ითამაშა. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, შოთამ გადატანილ ვირუსზე, საქართველოს ნაკრების ძველ და მომავალ მატჩებზე, "ტრაბზონსპორში" შესაძლო დაბრუნებაზე და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

- კოვიდ-19 ყატარში, აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წინ დამიდასტურდა. გარშემო, ახალი კორონავირუსი ბევრს ჰქონდა და ჩემი ტესტის პასუხი განსაკუთრებულად არ გამკვირვებია. ავადმყოფობისთვის "კარგი დრო" არ არსებობს, მაგრამ კარანტინში ყოფნა მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი მატჩების დროს მომიწია და ძალიან დამწყდა გული, გუნდს რომ გამოვაკლდი. ასეთ დროს, გარკვეულწილად, თავს დამნაშავედაც კი გრძნობ, ფიქრობ - იქ რომ ვყოფილიყავი, არაფერი გამომეპარებოდაო. გუნდს მთლიანობისთვის აკლიხარ და არა იმიტომ, რომ შენს გარეშე არაფერი გამოვა. საერთოდაც, სადაც არ ხარ, ყველას აკლიხარ და იქ უფრო უყვარხარ.

- რატომ გავრცელდა ინფორმაცია - შოთას ასთმა აქვსო?!

- არ ვიცი, საიდან მოიტანეს, მსგავს პრობლემას არასდროს შევუწუხებივარ! რაც შეეხება კოვიდს, მსუბუქად გადავიტანე - ოთხი დღის განმავლობაში სახსრები მტკიოდა და სიცხე მქონდა, ბავშვობაში გრიპი რომ გადამიტანია, ის შეგრძნება გამახსენდა. ისე, წელს უკვე სამჯერ ვიყავი კარანტინში: ორჯერ თურქეთში წასვლა-წამოსვლის შემდეგ, მესამედ - ვირუსის თანხლებით.

- ყველაზე მეტად, რა დააფასე "გათავისუფლების" შემდეგ, რა "გვასწავლა" მიმდინარე წელმა?

- ყველამ უნდა დააფასოს ის, რაც დღეს, ამ წუთას აქვს! თუნდაც, ურთიერთობის ის თავისუფლება, რომ შეგიძლია, მეგობარს ან ნათესავს ესტუმრო, სადმე, დაპატიჟო, ჩაეხუტო... გავაცნობიერეთ, როგორი ბედნიერები ვყოფილვართ აქამდე... რომ ბედნიერებისთვის მაინცდამაინც "მთვარეზე გაფრენა" არ არის აუცილებელი.

- მთავარ თემაზე - საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ: რას იტყვი ბელარუსთან მატჩზე?

- რასაც ველოდით, ისეთი "სცენარი" ვნახეთ: უპირატესობა გვქონდა, გოლიც მალე გავიტანეთ, მერე ვინერვიულეთ კიდეც, რადგან მეტოქესაც ჰქონდა ერთი-ორი მომენტი. რა გასაკვირია?! პარიკმახერებს ხომ არ ვეთამაშებოდით - ფეხბურთელები არიან და მოგება მათაც ძალიან უნდოდათ.

- გატანილი გოლის შემდეგ, მალევე დავიწყეთ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში.

- დამთავრდეს ეს ეტაპი და შეფასებები მერე გავაკეთოთ. ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა და რადაც უნდა დაგვიჯდეს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ! მერე კი, დროც იქნება, ხასიათიც და საშუალებაც, გავაანალიზოთ - როგორ მოვედით აქამდე და როგორ გავაგრძელოთ. უკეთესი იქნება, 100 მომენტი შევქმნათ, მაგრამ ვერ მოვიგოთ? 12 წლის ბავშვებზე ხომ არ ვლაპარაკობთ, რომლებსაც აქვთ დრო, რათა სწორად თამაში ისწავლონ, ან ბედნიერები იყვნენ იმით, რომ კარგად ითამაშეს? ფინალში არ არსებობს კარგი თამაში - ფინალში არსებობს შედეგი!

- ჩვენ კი, ჯერაც ვერ ჩამოვყალიბდით - ნაკრებისგან კარგ თამაშს ვითხოვთ, თუ - შედეგს?

- იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაცია ახალია ჩვენთვის. იმიტომ, რომ გემოვნება შეგვეცვალა, იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დარჩა ისეთი ხალხი, ვინც თავისი თამაშით გვიყალიბებდა გემოვნებას... წაიკითხეთ სტატია სრულად

"აღარ მოვისურვე ჩემი სატელევიზიო კარიერის გაგრძელება ამ სივრცეში" - "ტვ პირველს" ორი ტელეწამყვანი და პროდიუსერი ტოვებენ

"შესაძლოა, ხვალიდან კლინიკაში გადავიდე... ტემპერატურის მომატება და ხველა მაქვს ძალიან შემაწუხებელი" - თენგიზ ცერცვაძე

"კორონავირუსი ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, მასთან კვირას მქონდა კონტაქტი" - ამირან გამყრელიძე