პოლიციამ დაკარგული 14 წლის ლუკა კოპალიანი ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ გაჩერებაზე იპოვა. როგორც მოზარდის დედა, ქეთი თიკანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, სამართალდამცველებმა გაუჩინარებულ ბავშვს ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს.
"სახლში ვიყავით ყველანი. ბავშვი ეზოში გავიდა და წამებში გაუჩინარდა. ფეხით უვლია 3-4 საათი ორთაჭალიდან - ყაზბეგის გამზირამდე. შსს-ს წარმომადგენლებმა ამოიღეს კამერის ჩანაწერები და ერთ-ერთ გაჩერებაზე მიაკვლიეს. მადლობას ვუხდი მათ ყურადღებისთვის... ბავშვს არანაირი აღელვება არ ეტყობა. თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ფსიქოლოგებს მაინც ჩავრთავ", - ამბობს ლუკას დედა.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, კერძოდ, ორთაჭალაში არსებული გორგასლის ქუჩიდან. ლუკა 14 წლის, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდია.
უგულავას და ვაშაძისთვის უჯობნია. ალბათ ცენტრალურ საარჩევო ოლქამდე არ მისცეს საშუალება, მისულიყო. ნაცების რეკორდი, რომ არ მოეხსნა, საბურთალოზე აუყვანიათ.
რა კარგია, რომ მალე იპოვეს ეს ლამაზი ბიჭი. რა ქნას, გასეირნება მოუნდა. :)