მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?
"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბა­თუმ­ში, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, პო­ლი­ცი­ას ჰყავს თუ არა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე. შს სა­მი­ნის­ტრო­ში მხო­ლოდ იმას აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბა­თუმ­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში 49 წლის ქა­ლის ცხე­და­რი მე­გო­ბარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მე­გო­ბა­რი მას ტე­ლე­ფონ­ზე დიდ­ხანს ვერ უკავ­შირ­დე­ბო­და და ამი­ტომ ბი­ნა­ში მი­ა­კი­თხა. იქ მი­სულს კი უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. აბა­ზა­ნა­ში შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ქალი იპო­ვა, მას სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. სას­წრა­ფოდ მომ­ხდა­რი ძა­ლოვ­ნებს აც­ნო­ბა და საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩა­ერ­თვნენ.

რო­გორც ჩანს, მკვლე­ლო­ბა ორი დღის ჩა­დე­ნი­ლია, რად­გან მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რებ­მა სწო­რედ ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნამ­დე ორი დღით ადრე ნა­ხეს. სა­ვა­რა­უ­დოდ მკვლელ­მა ის ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­დას­ვე­ნე. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის გულ­მკერ­დის არე­ში.

მოკ­ლუ­ლი ქალი ბე­ლო­რუ­სი­ი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი და ორი წე­ლია, რაც ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მოკ­ლუ­ლი მე­ზობ­ლებ­თან არ კონ­ტაქ­ტობ­და, ის სახ­ლში გვი­ან ბრუნ­დე­ბო­და და ამი­ტომ მას პი­რა­დად არ იც­ნობ­დნენ. თუმ­ცა ამ­ბო­ბენ რომ სხვა დროს იმ ბი­ნი­დან ჩხუ­ბის და ხმა­უ­რის ხმა არ გა­უ­გი­ათ. არც მკვლე­ლო­ბის დღეს გა­უ­გი­ათ რა­ი­მე. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბიც ამო­ი­ღეს, თუმ­ცა არის თუ არა იქ რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, ან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იპო­ვეს თუ არა რა­ი­მე სამ­ხი­ლი, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი ამ ქალს, ბე­ლო­რუ­სი­ი­დან ყო­ფი­ლა ჩა­მო­სუ­ლი. თურ­მე 2 წე­ლია აქ ცხოვ­რობს. იმ დღეს გა­რეთ ხმა­ურ­ზე გა­ვე­დი, მა­შინ მე­ზობ­ლის­გან გა­ვი­გე რომ ქალი მო­უკ­ლავთ. არც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მი­ნა­ხავს და არც ის ვიცი, რას საქ­მი­ა­ნობ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დი­ლით გა­დი­ო­და და სა­ღა­მოს გვი­ან ბრუნ­დე­ბო­დაო. მარ­ტო ცხოვ­რობ­და. რო­გორც ჩანს, იმ დღეს სახ­ლში მა­მა­კაც­თან ერ­თად იყო, მერე რა მოხ­და მათ შო­რის და რა­ტომ გა­ი­მე­ტა დამ­ნა­შა­ვემ სა­სიკ­ვდი­ლოდ არ ვი­ცით.

ცხე­და­რი სას­ტი­კად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლიო, ამ­ბო­ბენ. სხვა­დას­ხვა ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, ხომ იცით, ყვე­ლა თა­ვის აზრს ამ­ბობს. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კარ­გად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­დაო, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი დამ­ნა­შა­ვეს მისი გა­ძარ­ცვა სურ­და და ამ მიზ­ნით მოკ­ლა. თუმ­ცა არ ვიცი სახ­ლი­დან არის თუ არა რამე წა­ღე­ბუ­ლი. იმ მე­გო­ბარს ყვე­ლა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა, შე­საძ­ლოა ისიც იცის, ვის­თან ჰქონ­და მას ბო­ლოს კონ­ტაქ­ტი ან ვის უნდა შეხ­ვედ­რო­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთამ ად­გი­ლობ­რი­ვი.

რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს პო­ლი­ცია და ყავს თუ­ა­რა მას დამ­ნა­შა­ვე, ეს მალე გა­ირ­კვე­ვა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?

"სასტიკად დაზიანებული ცხედარი მეგობარმა იპოვა..." - რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მოკლულ ქალზე და მომხდარის რა დეტალები ხდება ცნობილი?

ბათუმში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ჰყავს თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შს სამინისტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 49 წლის ქალის ცხედარი მეგობარმა აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, მეგობარი მას ტელეფონზე დიდხანს ვერ უკავშირდებოდა და ამიტომ ბინაში მიაკითხა. იქ მისულს კი უმძიმესი სურათი დახვდა. აბაზანაში შიშველ მდგომარეობაში მყოფი, დასახიჩრებული ქალი იპოვა, მას სხეულზე ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სასწრაფოდ მომხდარი ძალოვნებს აცნობა და საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

როგორც ჩანს, მკვლელობა ორი დღის ჩადენილია, რადგან მოკლული მეგობრებმა სწორედ ცხედრის აღმოჩენამდე ორი დღით ადრე ნახეს. სავარაუდოდ მკვლელმა ის ცივი იარაღით მოკლა და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადასვენე. წინასწარი ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში.

მოკლული ქალი ბელორუსიიდან იყო საქართველოში ჩამოსული და ორი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული მეზობლებთან არ კონტაქტობდა, ის სახლში გვიან ბრუნდებოდა და ამიტომ მას პირადად არ იცნობდნენ. თუმცა ამბობენ რომ სხვა დროს იმ ბინიდან ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ. არც მკვლელობის დღეს გაუგიათ რაიმე. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერებიც ამოიღეს, თუმცა არის თუ არა იქ რაიმე ხელჩასაჭიდი, ან შემთხვევის ადგილზე იპოვეს თუ არა რაიმე სამხილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

"პირადად არ ვიცნობდი ამ ქალს, ბელორუსიიდან ყოფილა ჩამოსული. თურმე 2 წელია აქ ცხოვრობს. იმ დღეს გარეთ ხმაურზე გავედი, მაშინ მეზობლისგან გავიგე რომ ქალი მოუკლავთ. არც ვიზუალურად მინახავს და არც ის ვიცი, რას საქმიანობდა. მეზობლები ამბობენ, დილით გადიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდაო. მარტო ცხოვრობდა. როგორც ჩანს, იმ დღეს სახლში მამაკაცთან ერთად იყო, მერე რა მოხდა მათ შორის და რატომ გაიმეტა დამნაშავემ სასიკვდილოდ არ ვიცით.

ცხედარი სასტიკად არის დაზიანებულიო, ამბობენ. სხვადასხვა ვერსია განიხილება, ხომ იცით, ყველა თავის აზრს ამბობს. მეზობლები ამბობენ, კარგად ჩაცმული დადიოდაო, არ არის გამორიცხული დამნაშავეს მისი გაძარცვა სურდა და ამ მიზნით მოკლა. თუმცა არ ვიცი სახლიდან არის თუ არა რამე წაღებული. იმ მეგობარს ყველაფერი ეცოდინება, შესაძლოა ისიც იცის, ვისთან ჰქონდა მას ბოლოს კონტაქტი ან ვის უნდა შეხვედროდა" - ამბობს AMBEBI.GE-სთამ ადგილობრივი.

რა ვერსიაზე მუშაობს პოლიცია და ყავს თუარა მას დამნაშავე, ეს მალე გაირკვევა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

პარლამენტთან დაკავებულ "სირცხვილიას" აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმში 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ხატია დეკანოიძე თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს