საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ..." - ვინ იყო საბედისწერო რეისის პილოტი, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად დაიღუპა
"ირაკლი იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ..." - ვინ იყო საბედისწერო რეისის პილოტი, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად დაიღუპა

"ყვე­ლამ იცის ქარ­თუ­ლი კი­ნოს ვარ­სკვლა­ვის, ნატო ვაჩ­ნა­ძის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია. ის 1953 წლის 14 ივ­ნისს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბორტზე თვრა­მე­ტი კაცი იმ­ყო­ფე­ბო­და - ექ­ვსი ეკი­პა­ჟის წევ­რი და თორ­მე­ტი მგზავ­რი. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზად უა­მინ­დო­ბა და­ა­სა­ხე­ლეს, თუმ­ცა თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნა­ში ბრა­ლი გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებ­საც მი­უ­ძღო­დათ...

ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც თით­ქმის და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა, "კვი­რის პა­ლიტ­რა" თეა ინა­სა­რი­ძის ბლოგს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის ამ­ბობს პი­ლო­ტი, რო­მე­ლიც ამ თვითმფრი­ნავს მარ­თავ­და, იყო მისი პაპა - ირაკ­ლი ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლი.

"მის შე­სა­ხე­ბაც ბე­ბი­ას და­უს­რუ­ლებ­ლად ვა­ყო­ლებ­დი ამ­ბებს და მათი მოს­მე­ნა არა­სო­დეს მბეზ­რდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბე­ბი­ას­თან დარ­ჩე­ნა. გად­მო­ვი­ღებ­დი დიდ, სქელყდი­ან ალ­ბომს და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი პა­პას ფო­ტო­ებს. მინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი მცოდ­ნო­და ირაკ­ლი პა­პა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, ხუ­მა­რა, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი კაცი იყო და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და".

თე­ლავ­ში და­წყე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

"აი, ამ ფო­ტო­თი გა­მიც­ნო პა­პა­შენ­მა", - ასე იწყებ­და ამ­ბის მო­ყო­ლას ნინა ბე­ბია, რო­მე­ლიც თე­ლა­ვე­ლი ქალი გახ­ლდათ. პა­პას მისი ფოტო თე­ლავ­ში, მე­გო­ბარ­თან სტუმ­რო­ბის დროს უნა­ხავს და ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია. იმა­ვე სა­ღა­მოს გა­უც­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე წა­სუ­ლან.

"კოვ­ბო­უ­რი ჟი­ლე­ტი ეცვა და ხელ­ში წკეპ­ლას ათა­მა­შებ­და. ხელ­ზე მა­კო­ცა, მერე გვერ­დით ამო­მიდ­გა. მივ­ხვდი, რომ და­მე­ტო­ლა", - მიყ­ვე­ბო­და ბე­ბია."იმ სა­ღა­მოს ბევ­რი იმ­ხი­ა­რუ­ლეს. ნინა რამ­დე­ნი­მე დღე­ში თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ირაკ­ლი გა­ქა­ნე­ბულ მა­ტა­რე­ბელს შე­ახ­ტა და ბე­ბი­ას ვა­გონ­ში გა­მო­ე­ცხა­და. შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ და ორი შვი­ლი - დათო და ვან­და შე­ე­ძი­ნათ.

ირაკ­ლი ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო: ხა­ტავ­და, ლექ­სებს წერ­და და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და. ბე­ბი­ას გაც­ნო­ბის ამ­ბა­ვი ლექ­სად და­წე­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც მო­ხარ­შუ­ლი ქა­თა­მი მი­ირ­თვეს, მკერ­დის ძვა­ლი გა­და­ტე­ხეს და ერთ სურ­ვილ­ზე და­ნაძ­ლევ­დნენ.

ირაკ­ლიმ მო­გე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი მალე გა­უმ­ხი­ლა: "ჩემი სურ­ვი­ლია, ცო­ლად გა­მომ­ყვე!" წი­ნა­აღ­მდე­გი მხო­ლოდ ნი­ნოს მამა იყო. მფრი­ნავს რო­გორ გა­ვა­ტა­ნო შვი­ლი, სულ ცაში იქ­ნე­ბა და ცოლ-შვილს რო­გორ მი­ხე­დავ­სო. ეს პრობ­ლე­მაც ად­ვი­ლად მო­აგ­ვა­რა ირაკ­ლიმ. ჩუ­მად მი­ე­პა­რა მას, როცა ეზო­ში შე­შას ჩეხ­და და ნა­ჯა­ხი­ა­ნად ხელ­ში აი­ტა­ცა. ასე და­არ­ბე­ნი­ნებ­და ეზო­ში,"მა­ნამ­დე არ ჩა­მოგ­სვამ, სა­ნამ არ დაგ­ვლო­ცა­ვო. მო­მა­ვალ­მა სი­მამრმა სი­ცი­ლი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და სი­ძეს გა­და­ეხ­ვია.

ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

მფრი­ნა­ვო­ბა­ზე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­და, რად­გან სახ­ლი­დან და­უ­კი­თხა­ვად გა­ი­პა­რა და რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის მერე წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა დე­და­მისს, სა­დაც ბო­დიშს უხ­დი­და და ატყო­ბი­ნებ­და, რომ სამ­ხედ­რო-საფ­რე­ნოს­ნო სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა. ოდე­სა­ში სწავ­ლობ­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ომში, სა­ა­ვი­ა­ციო რგოლს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. და­იჭ­რა კი­დეც, კონ­ტუ­ზია მი­ი­ღო, მაგ­რამ მა­ინც სულ ცის­კენ მი­უ­წევ­და გული. 2000 პა­რა­შუ­ტის­ტი და მფრი­ნა­ვი მო­ამ­ზა­და. ბევ­რი სი­გე­ლი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ცაში 3182 სა­ა­თი გა­ა­ტა­რა.

წი­ნათ­გრძნო­ბა

პა­პამ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ცაში გა­ა­ტა­რა. იმ­დე­ნად ხში­რად დაფ­რი­ნავ­და, რომ არა­სო­დეს გა­უ­ცი­ლე­ბია ოჯახს. მხო­ლოდ იმ ბოლო გაფ­რე­ნის წინ გა­ა­ცი­ლეს. დე­და­ჩე­მი 12 წლის იყო. ის ყელ­ზე შე­მო­ეხ­ვია მა­მას და და­ა­ბა­რა: წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მო­მი­ტა­ნეო... ბე­ბია იხ­სე­ნებ­და, რომ დიდ­ხანს ეფე­რა ორი­ვე შვილს, თვი­თონ კი უყუ­რებ­და მი­მა­ვალს მა­ნამ, სა­ნამ თვალს არ მი­ე­ფა­რა. იმ ღა­მეს ცუდი სიზ­მა­რი ნახა - ვი­თომ შავ მი­წა­ში ჩაყო ხელი და მთე­ლი დღე ცუდს უგ­რძნობ­და გული. მკი­თხა­ვის ნათ­ქვა­მი გახ­სე­ნე­ბია, ადრე მე­გო­ბარს გაჰ­ყო­ლია და მკი­თხავს უთ­ქვამს, ქმა­რი ადრე მო­გიკ­ვდე­ბაო. ბე­ბია გაბ­რა­ზე­ბუ­ლი წა­მო­სუ­ლა. ნა­შუ­ა­დღევს მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ში­ნე­ლი ქარი ამო­ვარ­და, ჩა­მობ­ნელ­და. ბე­ბი­ას სა­ა­თის­თვის შე­უ­ხე­დავს, აინ­ტე­რე­სებ­და, რა დრო იყო. სა­ა­თი ზუს­ტად იმ დროს გა­ჩერ­და, რა დრო­საც თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და.

ამ ამ­ბავ­ში უც­ნა­უ­რი კი­დევ ის არის, რომ ირაკ­ლი, წე­სით, იმ რე­ის­ზე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მის მე­წყვი­ლე პი­ლოტს, ნი­კო­ლაი ბოჟენ­კოს, ავე­ჯი უნდა ჩა­მოს­ვლო­და მა­ტა­რებ­ლით და ძა­ლი­ან უნ­დო­და სად­გურ­ში დახ­ვედ­რო­და. ამი­ტომ პა­პას სთხო­ვა რე­ი­სი გა­ეც­ვა­ლათ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ირაკლი იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ..." - ვინ იყო საბედისწერო რეისის პილოტი, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად დაიღუპა

"ირაკლი იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ..." - ვინ იყო საბედისწერო რეისის პილოტი, რომელიც ნატო ვაჩნაძესთან ერთად დაიღუპა

"ყველამ იცის ქართული კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძის ტრაგიკული ისტორია. ის 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ბორტზე თვრამეტი კაცი იმყოფებოდა - ექვსი ეკიპაჟის წევრი და თორმეტი მგზავრი. ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელეს, თუმცა თვითმფრინავის ჩამოვარდნაში ბრალი გარკვეულ ადამიანებსაც მიუძღოდათ...

ამ ტრაგიკულ ამბავზე, რომელიც თითქმის დავიწყებას მიეცა, "კვირის პალიტრა" თეა ინასარიძის ბლოგს აქვეყნებს. როგორც ის ამბობს პილოტი, რომელიც ამ თვითმფრინავს მართავდა, იყო მისი პაპა - ირაკლი ხახუტაშვილი.

"მის შესახებაც ბებიას დაუსრულებლად ვაყოლებდი ამბებს და მათი მოსმენა არასოდეს მბეზრდებოდა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბებიასთან დარჩენა. გადმოვიღებდი დიდ, სქელყდიან ალბომს და ვათვალიერებდი პაპას ფოტოებს. მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა ირაკლი პაპაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერი, ხუმარა, კეთილი და მხიარული კაცი იყო და ყველას ძალიან უყვარდა".

თელავში დაწყებული სიყვარულის ამბავი

"აი, ამ ფოტოთი გამიცნო პაპაშენმა", - ასე იწყებდა ამბის მოყოლას ნინა ბებია, რომელიც თელაველი ქალი გახლდათ. პაპას მისი ფოტო თელავში, მეგობართან სტუმრობის დროს უნახავს და ძალიან მოსწონებია. იმავე საღამოს გაუცნიათ ერთმანეთი და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასულან.

"კოვბოური ჟილეტი ეცვა და ხელში წკეპლას ათამაშებდა. ხელზე მაკოცა, მერე გვერდით ამომიდგა. მივხვდი, რომ დამეტოლა", - მიყვებოდა ბებია."იმ საღამოს ბევრი იმხიარულეს. ნინა რამდენიმე დღეში თბილისში ბრუნდებოდა. ირაკლი გაქანებულ მატარებელს შეახტა და ბებიას ვაგონში გამოეცხადა. შემდეგ დაქორწინდნენ და ორი შვილი - დათო და ვანდა შეეძინათ.

ირაკლი ხახუტაშვილი ძალიან ნიჭიერი იყო: ხატავდა, ლექსებს წერდა და ფორტეპიანოზე უკრავდა. ბებიას გაცნობის ამბავი ლექსად დაწერა. განსაკუთრებულად მიყვარდა ის მომენტი, როდესაც მოხარშული ქათამი მიირთვეს, მკერდის ძვალი გადატეხეს და ერთ სურვილზე დანაძლევდნენ.

ირაკლიმ მოგებული სურვილი მალე გაუმხილა: "ჩემი სურვილია, ცოლად გამომყვე!" წინააღმდეგი მხოლოდ ნინოს მამა იყო. მფრინავს როგორ გავატანო შვილი, სულ ცაში იქნება და ცოლ-შვილს როგორ მიხედავსო. ეს პრობლემაც ადვილად მოაგვარა ირაკლიმ. ჩუმად მიეპარა მას, როცა ეზოში შეშას ჩეხდა და ნაჯახიანად ხელში აიტაცა. ასე დაარბენინებდა ეზოში,"მანამდე არ ჩამოგსვამ, სანამ არ დაგვლოცავო. მომავალმა სიმამრმა სიცილი ვეღარ შეიკავა და სიძეს გადაეხვია.

ახდენილი ოცნება

მფრინავობაზე პატარაობიდანვე ოცნებობდა, რადგან სახლიდან დაუკითხავად გაიპარა და რამდენიმედღიანი ძებნის მერე წერილი გაუგზავნა დედამისს, სადაც ბოდიშს უხდიდა და ატყობინებდა, რომ სამხედრო-საფრენოსნო სკოლაში ჩააბარა. ოდესაში სწავლობდა. მონაწილეობდა ომში, საავიაციო რგოლს ხელმძღვანელობდა. დაიჭრა კიდეც, კონტუზია მიიღო, მაგრამ მაინც სულ ცისკენ მიუწევდა გული. 2000 პარაშუტისტი და მფრინავი მოამზადა. ბევრი სიგელი ჰქონდა მიღებული. ცაში 3182 საათი გაატარა.

წინათგრძნობა

პაპამ თითქმის ნახევარი ცხოვრება ცაში გაატარა. იმდენად ხშირად დაფრინავდა, რომ არასოდეს გაუცილებია ოჯახს. მხოლოდ იმ ბოლო გაფრენის წინ გააცილეს. დედაჩემი 12 წლის იყო. ის ყელზე შემოეხვია მამას და დააბარა: წითელი ფეხსაცმელი ჩამომიტანეო... ბებია იხსენებდა, რომ დიდხანს ეფერა ორივე შვილს, თვითონ კი უყურებდა მიმავალს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. იმ ღამეს ცუდი სიზმარი ნახა - ვითომ შავ მიწაში ჩაყო ხელი და მთელი დღე ცუდს უგრძნობდა გული. მკითხავის ნათქვამი გახსენებია, ადრე მეგობარს გაჰყოლია და მკითხავს უთქვამს, ქმარი ადრე მოგიკვდებაო. ბებია გაბრაზებული წამოსულა. ნაშუადღევს მოულოდნელად საშინელი ქარი ამოვარდა, ჩამობნელდა. ბებიას საათისთვის შეუხედავს, აინტერესებდა, რა დრო იყო. საათი ზუსტად იმ დროს გაჩერდა, რა დროსაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ამ ამბავში უცნაური კიდევ ის არის, რომ ირაკლი, წესით, იმ რეისზე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის მეწყვილე პილოტს, ნიკოლაი ბოჟენკოს, ავეჯი უნდა ჩამოსვლოდა მატარებლით და ძალიან უნდოდა სადგურში დახვედროდა. ამიტომ პაპას სთხოვა რეისი გაეცვალათ...წაიკითხეთ სრულად

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჰქონდა თანმდევი დაავადებები"

"ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა" - თამარ გაბუნია

"კეთილი ვინებოთ, ვინც იქნება აქციაზე, დავიცვათ დისტანცია, ყველას ჰქონდეს პირბადე - არ იყოს ერთმანეთთან ჩახუტება" - გამყრელიძე