სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?
"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ჭა­ლა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში სა­დის­ტუ­რად ჩა­ცხრი­ლულ 41 წლის ვა­ლე­რი­ან (ვოვა) ნემ­სიწ­ვე­რი­ძის საქ­მე­ში მხი­ლე­ბულ პირს ძა­ლოვ­ნე­ბი უკვე ეძე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ვა­სილ ჯან­ჯღა­ვაა, რომ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩხრე­კა უკვე ჩა­ტარ­და.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვემ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ დღეს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ტო­ვა, თა­ვად კი ფე­ხით მი­ი­მა­ლა. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კი­რი ადას­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იმა­საც ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს­ვე ჰყავ­დათ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ძა­ლოვ­ნებს დად­გე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე.

შე­გახ­სე­ნებთ, 22 ოქ­ტომ­ბერს, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ჩა­ცხრი­ლეს ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე. თა­ვი­დან მომ­ხდარ­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და. ით­ქვა, რომ მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შუ­რის­ძი­ე­ბა იყო, მე­ო­რე ვერ­სი­ით, ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღვო­და. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდარს მოკ­ლუ­ლის წარ­სულს უკავ­ში­რებ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, ვოვა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 2004 წელს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევრ კახა გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვის ბრალ­დე­ბით და 16 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. გი­უ­აშ­ვი­ლი 2004-2008 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი იყო და მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბა აცხა­დებ­და, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ, რაც საქ­მის კი­დევ ერთ ფი­გუ­რანტს და­ვით მინ­და­ძეს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. საქ­მე­ში იდო მათი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბიც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს აღი­ა­რე­ბა წა­მე­ბით და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბით იყო მი­ღე­ბუ­ლი.

ამის მი­უ­ხე­და­ვად და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მხი­ლე­ბულ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე არ მო­უხ­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, 2013 წელს, ამ­ნის­ტია შე­ე­ხო და ამ გზით ცი­ხი­დან გა­მოს­ვლა შეძ­ლო. სწო­რედ ამი­ტომ გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო მას­ზე ვი­ღა­ცე­ებ­მა შური იძი­ეს. მაგ­რამ ამ ვერ­სი­ებს თა­ვი­დან­ვე გა­მო­რი­ცხავ­და ად­ვო­კა­ტი. იმა­საც ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს გი­უ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და და რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოდ იჯდა ცი­ხე­ში. ად­ვო­კა­ტი იშ­ვე­ლი­ებ­და სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რო­გორც ჩანს, მათ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბი­სა და წა­მე­ბის­თვის უჩივ­ლეს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მათი სა­ჩი­ვა­რი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, სა­ხელ­მწი­ფოს კი მათ­თვის კონ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დაც კი და­ა­კის­რა.

დღემ­დე აცხა­დებს მოკ­ლუ­ლის ად­ვო­კა­ტი, რომ ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს მტე­რი არ ყავ­და და ის ვერ­სი­ე­ბი რაც ვრცელ­დე­ბო­და მკვლე­ლო­ბის დღე­ებ­ში, არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბო­და მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას.

ერთი რამ ფაქ­ტია, ვოვა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ავ­ჭა­ლა­ში სწო­რედ იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც ჯან­ღა­ვას მა­ღა­ზია ჰქონ­და. მარ­თა­ლია ად­ვო­კა­ტი არ სა­უბ­რობს, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა იქ ნემ­სიწ­ვე­რი­ძე და რა მიზ­ნით მი­ვი­და, თუმ­ცა ცალ­სა­ხად ჩანს ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რომ მოკ­ლუ­ლი საფრ­თხეს ელო­და. რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ მოკ­ლულს თან ჰქონ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

ისიც ფაქ­ტია, დამ­ნა­შა­ვეც შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი იყო და მან და­მიზ­ნე­ბით 9 ჯერ გა­ის­რო­ლა ნემ­სიწ­ვე­რი­ძის მი­სა­მარ­თით, მათ შო­რის თავ­შიც ეს­რო­ლა. მათ შო­რის რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო თუ არა, ამა­ზე ჯერ არა­ვინ სა­უბ­რობს.

AMBEBI.GE ად­ვო­კატ ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირს ესა­უბ­რა:

- ჩხრე­კა ჩა­ტარ­და ჯან­ჯღა­ვას სახ­ლში და რომ ეძე­ბენ, ამას გი­დას­ტუ­რებთ. დამ­ნა­შა­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო თა­ვი­დან­ვე, სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ­დი რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან პრე­ტენ­ზია არ მქონ­და, რომ ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ. უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი, 41 თი­თის ანა­ბეჭ­დია აღე­ბუ­ლი და მი­დის მისი კვლე­ვა, ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია დნმ-ი და ექ­სპერ­ტი­ზაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვის ჯან­ჯღა­ვას ვი­ნა­ო­ბა, რად­გან ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ­თუ­ლებს პი­რის ძებ­ნის პრო­ცესს. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ის ვერ­სი­ე­ბი, რაც თა­ვი­დან ით­ქვა, 100 პრო­ცენ­ტით გა­მო­ი­რი­ცხა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მომ­ხდა­რი ძველ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს. ახლა მთა­ვა­რია გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი. ვა­დას­ტუ­რებ, რომ იძებ­ნე­ბა მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე.

- ის იც­ნობ­და თქვენს მე­გო­ბარს?

- არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვის აქვს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ ადა­მი­ან­ზე. ამი­ტომ მო­ტივს ვერ ვუ­კავ­ში­რებთ.

- მკვლე­ლო­ბის ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს?

- რა თქმა უნდა, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ მოხ­დე­ბო­და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც იყო და ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­იხ­სნა და­ნა­შა­უ­ლი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და არც ახლო პე­რი­მეტრზე არც ერთი კა­მე­რა არ არის, მაგ­რამ მიმ­დე­ბა­რედ 80-მდე კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რია ამო­ღე­ბუ­ლი და ახლა მისი და­მუ­შა­ვე­ბა მი­დის, რომ დად­გინ­დეს დამ­ნა­შა­ვის მოძ­რა­ო­ბის მარ­შუ­ტი. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო. გი­დას­ტუ­რებთ, რომ ჩხრე­კაც მოხ­და ვა­სილ ჯან­ჯღა­ვას სახ­ლში. არ ვი­ცით დღემ­დე იც­ნობ­და თუ არა დამ­ნა­შა­ვეს მოკ­ლუ­ლი, არც მათი ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვიცი რამე. ეს რომ ვი­ცო­დეთ, უკვე გვე­ცო­დი­ნე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვიც. სა­ახ­ლობ­ლომ არ იცის, ეს ჯან­ჯღა­ვა ვინ არის და სწო­რედ ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას.

- ნა­სა­მარ­თლე­ვია ჯან­ჯღა­ვა?

- ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. იმე­დია გა­ირ­კვე­ვა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. 11 შე­მა­ვალ- გა­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა აქვს გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე.

- ბა­ტო­ნო ნი­კო­ლოზ, მარ­თა­ლია თქვენ არ სა­უბ­რობთ დე­ტა­ლებ­ზე, მაგ­რამ ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბაც ადას­ტუ­რებს, რომ დამ­ნა­შა­ვეს შუ­რის­ძი­ე­ბა ამოძ­რა­ვებ­და და მისი მოკ­ვლა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი...

- ზოგი არის შე­მა­ვალ-გა­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა. სულ 9 გას­რო­ლა მოხ­და, 11 ჭრი­ლო­ბა არის, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს რო­მე­ლია შე­მა­ვა­ლი და რო­მე­ლი გა­მა­ვა­ლი. თავ­შიც აქვს ჭრი­ლო­ბა ერთი, სამი ჭრი­ლო­ბა კი­სერ­ში, ყელ­ში, ნი­კაპ­ში, გულ­ში და ა.შ.. ჯერ ისიც არ ვი­ცით, რა ია­რა­ღი ფი­გუ­რი­რებს, ამო­ღე­ბუ­ლია მას­რე­ბი სხე­უ­ლი­დან და მან­ქა­ნი­დან და ახლა დგინ­დე­ბა, რო­მე­ლი ია­რა­ღი­დან არის გას­რო­ლი­ლი. 9 მმ-იანი ტყვი­ე­ბია ამო­ღე­ბუ­ლია და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­კა­რო­ვი, ვალ­ტე­რი ან კი­დევ სხვა ია­რა­ღი. კონ­კრე­ტუ­ლად ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს და ის გაგ­ვცემს ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუხს და ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ექპერ­ტი­ზის პა­სუ­ხით დად­გინ­დე­ბა დამ­ნა­შა­ვე იჯდა თუ არა მოკ­ლუ­ლის მან­ქა­ნა­ში, ან კი­დევ იჯდა თუ არა სხვა მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა.. ბევ­რი დე­ტა­ლია გა­სარ­კვე­ვი. უნდა გა­ირ­კვეს გა­რე­დან არის ნას­რო­ლი, თუ შიგ­ნი­დან რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა უნდა მოხ­დეს. ამ ეტა­პის­თვის ვფიქ­რობთ, რომ გა­რე­დან არის ნას­რო­ლი და შიგ­ნით არ მჯდა­რა მკვლე­ლი.

- ბოლო ზარი ვის­თან აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოკ­ლულს?

- ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა. და­ლუ­ქუ­ლია ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ხდე­ბა აღ­დგე­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის. ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, მო­ტი­ვის დად­გე­ნა არის პრობ­ლე­მა. მას მტე­რი არ ყავ­და, დი­ლით სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ლო­ცუ­ლობ­და და სა­ღა­მო­საც, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. მი­დის და­კი­თხვე­ბი, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნია და­კი­თხუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერს ფარ­და აეხ­დე­ბა.

აგენ­ტის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით გა­იხ­სნა ეს და­ნა­შა­უ­ლი. 100% -ით კმა­ყო­ფი­ლი ვარ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბით. ის ძა­ლინ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მამა, რაც ოჯა­ხი შექ­მნა მას შემ­დეგ სულ ოჯახ­ზე ზრუნ­ვა­ზე იყო გა­და­სუ­ლი. ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი, რე­მონტს ას­რუ­ლებ­და წყალ­ტუ­ბო­ში, აქაც სა­ლონს ხსნი­და, ერთი სი­ტყვით ვო­ვას კრი­მი­ნალ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და ბევ­რი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 8 წე­ლია ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და შუ­რის­ძი­ე­ბა ვინ­მეს რომ სდო­მე­ბო­და, აქამ­დე ჩა­ი­დენ­და. მისი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას ჩხუ­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა არა­ვის­თან ჰქო­ნია. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი არ ყო­ფი­ლა, ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბას მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qartvelebi
11

ნეტავ რატომ ესროლა მაღაზიის მეპატრონემ ნასამრთლევ "პატიოსან" კაცს, ძნელი მისახვედრი ალბათ არ უნდა იყოს

კ ო მ ბ ლ ე
7

ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო, თან იარაღით დადიოდა და დიდი ალბათობით მას კაცი მოკვლაც შეეძლო, რაც ძალიან დააჩქარებდა მათ იმქვეყნად უფალთან მისვლას და ამის ორგანიზების შესაძლო ადამიანი არის ეს პატიოსანი მოკლული ადამიანი....

ანუ მოკლეს და სხვის ნაცვლად თვითონ წარსდგა უფალთან, საინტერესოა, თუ რა ინფორმაციას მიაწვდის უფალს, თან დატენილი იარაღით ხელშია მიწული...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში, ავტომანქანაში სადისტურად ჩაცხრილულ 41 წლის ვალერიან (ვოვა) ნემსიწვერიძის საქმეში მხილებულ პირს ძალოვნები უკვე ეძებენ. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონე ვასილ ჯანჯღავაა, რომლის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩატარდა.

იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავემ საკუთარი ავტომანქანა იმ დღეს შემთხვევის ადგილზე დატოვა, თავად კი ფეხით მიიმალა. მოკლულის მეგობარი და ოჯახის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს ამ ინფორმაციას. იმასაც ამბობს, რომ მკვლელობის დღესვე ჰყავდათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ძალოვნებს დადგენილი სავარაუდო დამნაშავე.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს, სარაჯიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს ვალერიან ნემსიწვერიძე. თავიდან მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ითქვა, რომ მკვლელობის მიზეზი შურისძიება იყო, მეორე ვერსიით, ამბობდნენ, რომ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვოდა. კიდევ ერთი ვერსიით, მომხდარს მოკლულის წარსულს უკავშირებდნენ.

ცნობილია, ვოვა ნემსიწვერიძე 2004 წელს იყო დაკავებული პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით და 16 წელი ჰქონდა მისჯილი. გიუაშვილი 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო და მაშინ გამოძიება აცხადებდა, რომ ეს დანაშაული წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ, რაც საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. საქმეში იდო მათი აღიარებითი ჩვენებებიც, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ ეს აღიარება წამებით და არაადამიანური მოპყრობით იყო მიღებული.

ამის მიუხედავად დანაშაულის ორგანიზებაში მხილებულ ნემსიწვერიძეს სასჯელი ბოლომდე არ მოუხდია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ამნისტია შეეხო და ამ გზით ციხიდან გამოსვლა შეძლო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა ძველი დანაშაულის გამო მასზე ვიღაცეებმა შური იძიეს. მაგრამ ამ ვერსიებს თავიდანვე გამორიცხავდა ადვოკატი. იმასაც ირწმუნებოდა, რომ ნემსიწვერიძეს გიუაშვილის მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონდა და რომ ის უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. ადვოკატი იშველიებდა სტრასბურგის გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, მათ საქართველოს ხელისუფლებას არადამიანურ მოპყრობისა და წამებისთვის უჩივლეს და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა, სახელმწიფოს კი მათთვის კონპენსაციის გადახდაც კი დააკისრა.

დღემდე აცხადებს მოკლულის ადვოკატი, რომ ნემსიწვერიძეს მტერი არ ყავდა და ის ვერსიები რაც ვრცელდებოდა მკვლელობის დღეებში, არანაირად არ უკავშირდებოდა მომხდარ მკვლელობას.

ერთი რამ ფაქტია, ვოვა ნემსიწვერიძე ავჭალაში სწორედ იმ ადგილას მივიდა, სადაც ჯანღავას მაღაზია ჰქონდა. მართალია ადვოკატი არ საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა იქ ნემსიწვერიძე და რა მიზნით მივიდა, თუმცა ცალსახად ჩანს ერთი გარემოება, რომ მოკლული საფრთხეს ელოდა. რადგან ცნობილია, რომ მოკლულს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

ისიც ფაქტია, დამნაშავეც შეირაღებული იყო და მან დამიზნებით 9 ჯერ გაისროლა ნემსიწვერიძის მისამართით, მათ შორის თავშიც ესროლა. მათ შორის რაიმე დაპირისპირება იყო თუ არა, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

AMBEBI.GE ადვოკატ ნიკოლოზ წულეისკირს ესაუბრა:

- ჩხრეკა ჩატარდა ჯანჯღავას სახლში და რომ ეძებენ, ამას გიდასტურებთ. დამნაშავე იდენტიფიცირებული იყო თავიდანვე, სწორედ ამიტომ ვამბობდი რომ გამოძიებასთან პრეტენზია არ მქონდა, რომ ისინი მუშაობდნენ. უამრავი ექსპერტიზაა დანიშნული, 41 თითის ანაბეჭდია აღებული და მიდის მისი კვლევა, ასევე ამოღებულია დნმ-ი და ექსპერტიზაა ჩანიშნული. ძალიან არ მინდოდა გაჟღერებულიყო სავარაუდოდ დამნაშავის ჯანჯღავას ვინაობა, რადგან ასეთი ინფორმაციები ართულებს პირის ძებნის პროცესს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ის ვერსიები, რაც თავიდან ითქვა, 100 პროცენტით გამოირიცხა. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ მომხდარი ძველ საქმესთან დაკავშირებული იყოს. ახლა მთავარია გამოძიებამ დაადგინოს მკვლელობის მოტივი. ვადასტურებ, რომ იძებნება მაღაზიის მეპატრონე.

- ის იცნობდა თქვენს მეგობარს?

- არანაირი შეხება არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში არავის აქვს არანაირი ინფორმაცია ამ ადამიანზე. ამიტომ მოტივს ვერ ვუკავშირებთ.

- მკვლელობის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს?

- რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ მოხდებოდა იდენტიფიცირება. ოპერატიული ინფორმაციაც იყო და ამის საფუძველზე გაიხსნა დანაშაული. შემთხვევის ადგილზე და არც ახლო პერიმეტრზე არც ერთი კამერა არ არის, მაგრამ მიმდებარედ 80-მდე კამერის ჩანაწერია ამოღებული და ახლა მისი დამუშავება მიდის, რომ დადგინდეს დამნაშავის მოძრაობის მარშუტი. დანაშაულის ჩადენის დროს მაღაზია დაკეტილი იყო. გიდასტურებთ, რომ ჩხრეკაც მოხდა ვასილ ჯანჯღავას სახლში. არ ვიცით დღემდე იცნობდა თუ არა დამნაშავეს მოკლული, არც მათი ურთიერთობაზე ვიცი რამე. ეს რომ ვიცოდეთ, უკვე გვეცოდინებოდა დანაშაულის მოტივიც. საახლობლომ არ იცის, ეს ჯანჯღავა ვინ არის და სწორედ ამიტომ ველოდები გამოძიებას.

- ნასამართლევია ჯანჯღავა?

- ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ არ არის ნასამართლევი. იმედია გაირკვევა რეალური სურათი. 11 შემავალ- გამავალი ჭრილობა აქვს გარდაცვლილს სხეულზე.

- ბატონო ნიკოლოზ, მართალია თქვენ არ საუბრობთ დეტალებზე, მაგრამ ამდენი ჭრილობაც ადასტურებს, რომ დამნაშავეს შურისძიება ამოძრავებდა და მისი მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი...

- ზოგი არის შემავალ-გამავალი ჭრილობა. სულ 9 გასროლა მოხდა, 11 ჭრილობა არის, მაგრამ ექსპერტიზა დაადგენს რომელია შემავალი და რომელი გამავალი. თავშიც აქვს ჭრილობა ერთი, სამი ჭრილობა კისერში, ყელში, ნიკაპში, გულში და ა.შ.. ჯერ ისიც არ ვიცით, რა იარაღი ფიგურირებს, ამოღებულია მასრები სხეულიდან და მანქანიდან და ახლა დგინდება, რომელი იარაღიდან არის გასროლილი. 9 მმ-იანი ტყვიებია ამოღებულია და ეს შეიძლება იყოს მაკაროვი, ვალტერი ან კიდევ სხვა იარაღი. კონკრეტულად ექსპერტიზა დაადგენს.

გამოძიება მუშაობს და ის გაგვცემს ბევრ კითხვაზე პასუხს და ასევე ექსპერტიზები. ექპერტიზის პასუხით დადგინდება დამნაშავე იჯდა თუ არა მოკლულის მანქანაში, ან კიდევ იჯდა თუ არა სხვა მეორე პიროვნება.. ბევრი დეტალია გასარკვევი. უნდა გაირკვეს გარედან არის ნასროლი, თუ შიგნიდან რეალური სურათის აღდგენა უნდა მოხდეს. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ გარედან არის ნასროლი და შიგნით არ მჯდარა მკვლელი.

- ბოლო ზარი ვისთან აქვს განხორციელებული მოკლულს?

- ყველაფერზე მიდის მუშაობა. დალუქულია ტელეფონები და ხდება აღდგენა ინფორმაციების. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მოტივის დადგენა არის პრობლემა. მას მტერი არ ყავდა, დილით საათნახევარი ლოცულობდა და საღამოსაც, ძალიან მორწმუნე ადამიანი იყო. მიდის დაკითხვები, არაერთი ადამიანია დაკითხული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ფარდა აეხდება.

აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა ეს დანაშაული. 100% -ით კმაყოფილი ვარ გამომძიებლების მუშაობით. ის ძალინ კარგი ადამიანი იყო, სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, რაც ოჯახი შექმნა მას შემდეგ სულ ოჯახზე ზრუნვაზე იყო გადასული. ბიზნესი ჰქონდა დაწყებული, რემონტს ასრულებდა წყალტუბოში, აქაც სალონს ხსნიდა, ერთი სიტყვით ვოვას კრიმინალთან შეხება არ ჰქონია და ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ვალერიან ნემსიწვერიძე 8 წელია ციხიდან გამოვიდა, გარეთ იმყოფებოდა და შურისძიება ვინმეს რომ სდომებოდა, აქამდე ჩაიდენდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით ოფიციალურად გამოძიებას მომხდარი მკვლელობა გახსნილად არ გამოუცხადებია.

სიღნაღში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

ზვიად კუპრავა დააკავეს - პოლიციელებმა მას ხელებსა და ფეხებში მოჰკიდეს ხელი და აქციიდან ისე გაიყვანეს

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება