მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს
"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს. რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზღვარს გავა და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში გა­და­იზ­რდე­ბა, სა­მარ­თალ­და­მაც­ვი სის­ტე­მა სწრა­ფად, ეფექ­ტუ­რად და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს.

„ის, რაც გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის დროს ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, ეს იყო ფაქ­ტობ­რი­ვად კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, თუმ­ცა, სა­დღაც შო­რი­დან „სკა­ი­პით“ ჩარ­თუ­ლი ლი­დე­რის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ა­ფა­სე­ბაც მი­ე­ცეს, თუმ­ცა, ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რი არის ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლად არის და­ცუ­ლი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის მიღ­წე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­ზღუ­დავს ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თუმ­ცა, სა­დაც ეს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზღვარს გა­დის და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში გა­და­იზ­რდე­ბა, რა თქმა უნდა, სა­მარ­თალ­და­მაც­ვი სის­ტე­მა სწრა­ფად, ეფექ­ტუ­რად და ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე მი­მარ­თვი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მკაცრ პა­სუხს გას­ცემს.

„პა­სუ­ხი არ იქ­ნე­ბა უკან და­ხე­ვა და დაჩ­მო­რე­ბა. გა­ყალ­ბე­ბა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა ღირ­სე­ბა, შე­ტე­ვა და ხალ­ხის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან სწრა­ფად ხელ­ში აღე­ბა. პი­რა­დად, პა­სუ­ხი გა­გე­ცე­მა ძა­ლი­ან მკაც­რად“, - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა ივა­ნიშ­ვილს.

00:00 / 00:00
გვანცა
0

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ბაღლინჯო რა ! რა ვერ მოვიშორეთ ამდენი წელი წავიდა და იქიდანაც არ გვანებებს თავს 

ავტორი:

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და კანონდარღვევაში გადაიზრდება, სამართალდამაცვი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„ის, რაც გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა, სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას შესაძლოა, სამართლებრივი შეაფასებაც მიეცეს, თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება. ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გადის და კანონდარღვევაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, სამართალდამაცვი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმართვისას ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გაყალბების შემთხვევაში, მკაცრ პასუხს გასცემს.

„პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“, - მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.

"იქცევი, როგორც პროვოკატორი... ბიძინას თამაშს თამაშობ, უნამუსო შენა“ - რატომ დაუპირისპირდა ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს

"თუ ოპოზიციური ერთობა ჩათვლის, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად ჩემი ჩამოსვლა იქნება ერთ-ერთი იარაღი, ვიპოვი  საქართველოში შემოღწევის საშუალებას" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"