პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას
"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია - ძალა ერ­თო­ბა­ში­ამ" აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცია სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ გახ­სნა და ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ამომ­რჩევ­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ჰი­ტიც შე­ას­რუ­ლა.

მათ შო­რის იყო "თბი­ლი­სოც", რომ­ლის ნა­წი­ლი რუ­სუ­ლად იმ­ღე­რა. ამის გამო ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­აკ­რი­ტი­კეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნუ­თან და­კავ­ში­რე­ბა თა­ვად კი­კა­ბი­ძემ, ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წყალ­ტუ­ბოს, სამ­ტრე­დი­ის, ხო­ნი­სა და ვა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ა­ლი­ან­მაც გა­ა­კე­თეს.

სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მისი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან რამ­დე­ნი­მე ჰიტი შე­ას­რუ­ლა და ნიკა მე­ლი­ას­თან ერ­თა­დაც აცეკვდა.

"სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, დიდი მად­ლო­ბა ასე­თი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის­თვის. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სულ ველი ამ სა­ო­ცარ აპ­ლო­დის­მენ­ტებს. რო­დე­საც რა­ღა­ცას ქმნი, გი­ხა­რია, რომ ტაშს გიკ­რა­ვენ. აქ გა­მომ­სვლე­ლე­ბი სხვა ამ­ბავ­ში მუ­შა­ო­ბენ, ჩვენ სხვა ამ­ბავ­ში, მაგ­რამ სა­ერ­თო ერ­თია, ჩვენ ყვე­ლა ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენ ხალ­ხს, თქვენ, ჩვენ სამ­შობ­ლოს და იმას რა­საც სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია“ - აღ­ნიშ­ნა აქ­ცი­ა­ზე მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა.

მომ­ღერ­ლის გა­მოს­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­ფაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის მო­ი­აზ­რე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად, მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ბევ­რის­თვის სცე­ნა­ზე მომ­ღერ­ლის გა­მო­ჩე­ნა.

"მე­რაბ, შენი სიმ­ღე­რე­ბი გვიყ­ვარს და ნუ მოგ­ვევ­ლი­ნე­ბი რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რად! შენ ხარ სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ჭი­ე­რე­სი შვი­ლი, ტა­ლან­ტი, ბულ­ბუ­ლი და გთხოვ, ასე­თად დარ­ჩი ბო­ლომ­დე. პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი საქ­მეა!"

"მომ­ღერ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს დი­დად ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლო­ბას, ნურც გმი­რად გა­მო­იყ­ვანთ და ბევ­რიც არ მო­ე­თხო­ვე­ბა და­ა­ღო პირი, მი­ი­ღო თან­ხა და კი­დევ 4 წელი მო­კე­ტავს"

"სირ­ცხვი­ლი შენ ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ამ მკვლე­ლებს გვერ­დით უდ­გერ­ხართ და რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით ტკბე­ბით!"

"მე­რაბ გა­ი­ხა­რე დი­დე­ბა შენ, დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, დი­დე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას და დი­დე­ბა მიშა სა­ა­კაშ­ვილს, 5555555555 გა­ვი­მარ­ჯვებთ აუ­ცი­ლებ­ლად..."

"ეს სად მი­დის არ­ჩევ­ნე­ბის მერე, კი­დევ თა­ვის მარ­თლე­ბას და­ი­წყებს? თქვენც და თქვე­ნი სიმ­ღე­რაც...!! ადრე უმ­ღე­რა "ჩემი გმი­რი გი­წო­დე"-ო და ახლა "შენ ახლა შორს ხარო"

"ქარ­თვე­ლე­ბო გულ­ში გე­ხუ­ტე­ბით, ქარ­თვე­ლის ყო­ველ­თვის მჯე­რო­და და მჯე­რავს, არა­ვის და­ამ­ცი­რე­ბი­ებს და და­ა­ჩაგ­ვრი­ებს თავს, ბი­ძი­ნას ფუ­ლის დე­დაც, სა­დაც რწმე­ნა და ღირ­სე­ბა გა­აჩ­ნია ქარ­თველ ერს. სიყ­ვა­რულ­მა მო­იყ­ვა­ნა ამ­დე­ნი ხალ­ხი. სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს."

"ერ­თი­და­ი­გი­ვე შეც­დო­მას ორ­ჯერ რომ და­უშ­ვებ ეს შეც­დო­მა არაა.ესე იგი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია..."

"რა­ტომ არ გა­მო­ვა აქ­ცი­ა­ზე მე­რაბ სე­ფი­აშ­ვი­ლი მა­გის შვილს 100000 დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა მი­შამ რო­დე­საც სა­ცო­დავ ოჯა­ხებს უზარ­მა­ზარ ჯა­რი­მე­ბის აწერ­დნენ“

"რას ქვია მომ­ღე­რა­ლია და ყველ­გან უფ­ლე­ბა აქვს იმ­ღე­როს. ეს პარ­ტია და ის პარ­ტია რა ქვია ხალხნო. რო­დის იყო ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ადრე?! ასე­თი და­ყო­ფა?!“

"ის­რა­ე­ლი და­კე­ტი­ლია და მი­ტინგზე გა­მო­დი­ან პუ­რის ფული შე­მო­აკ­ლდათ“

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Llka
314

რა ადვილად იყიდები მერაბ

ასეა ეს
403

სეფაშვილი ის დავალებულია მიშასგან რომ აბა რას იზავდა რამ გაგაკვირვათ. მკვლელები პირადად მაგას ხომ არ შეხებია და სხვისი ჭირი მაგას ხომ არ ადარდებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან" - რა რეაქცია მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში მერაბ სეფაშვილის "ნაციონალების" აქციაზე გამოჩენას

თავისუფლების მოედანზე "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ" აქცია გაიმართა. აქცია სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ გახსნა და ადგილზე შეკრებილი ამომრჩევლისთვის რამდენიმე ცნობილი ჰიტიც შეასრულა.

მათ შორის იყო "თბილისოც", რომლის ნაწილი რუსულად იმღერა. ამის გამო ის სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. მოგვიანებით აღნიშნუთან დაკავშირება თავად კიკაბიძემ, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოალიანმაც გააკეთეს.

სცენაზე გამოვიდა ყველასთვის ცნობილი მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელმაც მისი რეპერტუარიდან რამდენიმე ჰიტი შეასრულა და ნიკა მელიასთან ერთადაც აცეკვდა.

"საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ასეთი აპლოდისმენტებისთვის. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ ველი ამ საოცარ აპლოდისმენტებს. როდესაც რაღაცას ქმნი, გიხარია, რომ ტაშს გიკრავენ. აქ გამომსვლელები სხვა ამბავში მუშაობენ, ჩვენ სხვა ამბავში, მაგრამ საერთო ერთია, ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენ ხალხს, თქვენ, ჩვენ სამშობლოს და იმას რასაც სიკეთე და სიყვარული ჰქვია“ - აღნიშნა აქციაზე მერაბ სეფაშვილმა.

მომღერლის გამოსვლას სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ სეფაშვილი ყოველთვის მოიაზრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის სცენაზე მომღერლის გამოჩენა.

"მერაბ, შენი სიმღერები გვიყვარს და ნუ მოგვევლინები რომელიმე პარტიის მხარდამჭერად! შენ ხარ საქართველოს უნიჭიერესი შვილი, ტალანტი, ბულბული და გთხოვ, ასეთად დარჩი ბოლომდე. პოლიტიკა ბინძური საქმეა!"

"მომღერლობა არ ნიშნავს დიდად ჭკუათმყოფელობას, ნურც გმირად გამოიყვანთ და ბევრიც არ მოეთხოვება დააღო პირი, მიიღო თანხა და კიდევ 4 წელი მოკეტავს"

"სირცხვილი შენ ქართველო, რომელიც ამ მკვლელებს გვერდით უდგერხართ და რუსული სიმღერებით ტკბებით!"

"მერაბ გაიხარე დიდება შენ, დიდება საქართველოს, დიდება ნაციონალურ მოძრაობას და დიდება მიშა სააკაშვილს, 5555555555 გავიმარჯვებთ აუცილებლად..."

"ეს სად მიდის არჩევნების მერე, კიდევ თავის მართლებას დაიწყებს? თქვენც და თქვენი სიმღერაც...!! ადრე უმღერა "ჩემი გმირი გიწოდე"-ო და ახლა "შენ ახლა შორს ხარო"

"ქართველებო გულში გეხუტებით, ქართველის ყოველთვის მჯეროდა და მჯერავს, არავის დაამცირებიებს და დააჩაგვრიებს თავს, ბიძინას ფულის დედაც, სადაც რწმენა და ღირსება გააჩნია ქართველ ერს. სიყვარულმა მოიყვანა ამდენი ხალხი. საქართველოს გაუმარჯოს."

"ერთიდაიგივე შეცდომას ორჯერ რომ დაუშვებ ეს შეცდომა არაა.ესე იგი გულშემატკივარია..."

"რატომ არ გამოვა აქციაზე მერაბ სეფიაშვილი მაგის შვილს 100000 დოლარი გადაურიცხა მიშამ როდესაც საცოდავ ოჯახებს უზარმაზარ ჯარიმების აწერდნენ“

"რას ქვია მომღერალია და ყველგან უფლება აქვს იმღეროს. ეს პარტია და ის პარტია რა ქვია ხალხნო. როდის იყო ასეთი მდგომარეობა ადრე?! ასეთი დაყოფა?!“

"ისრაელი დაკეტილია და მიტინგზე გამოდიან პურის ფული შემოაკლდათ“

"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?” - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე

კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილს, რომლის ფოტომ “ფეისბუქი” მოიცვა

"საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბე, მაგრამ მშობლები მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ უნდა დავიტაცო" - კახა კალაძე