საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება
"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბა ჰყავს. ცნო­ბი­ლია, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მხო­ლოდ ერთი ახა­ლი სა­ხეა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ ჩა­ა­ნაც­ვლა.

ქვეყ­ნის ერთ-ერთ მთა­ვა­რი უწყე­ბას, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კვლავ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. რო­გო­რია მი­ნის­ტრის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, კა­რი­ე­რა და ქო­ნე­ბა? AMBEBI.GE გო­მე­ლა­უ­რი­სა და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ უფრო მეტ დე­ტალს მო­გიყ­ვე­ბათ:

  • ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ორ­გა­ფია

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და­ი­ბა­და 1975 წლის 24 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში.

2003 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის აკა­დე­მია.

29.12.1994 - 01.04.2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­ში.

01.04.2003 - 22.03.2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს - სსიპ დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

22.03.2013 - 11.12.2014 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

11.12.2014 - 26.01.2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

26.01.2015 - 01.08.2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

2015 წლის 1-ლ აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად.

წო­დე­ბა - "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი“

2019 წლის 8 სექ­ტემ­ბერს მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი

  • რა ვი­ცით არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად?

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი თბი­ლის­ში, ვარ­კე­თილ­ში გა­ი­ზარ­და, რო­გორც მისი ახ­ლობ­ლის­გან გა­ვი­გეთ, მან მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ნინო კუ­დუ­ხაშ­ვი­ლიც ამ უბან­ში გა­იც­ნო. ისი­ნი მე­ზო­ბელ კორ­პუ­სებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ჩვე­ნი წყა­რო ამ­ბობს, რომ "მათი "ლავ­სთო­რი" საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში და­ი­წყო და დღემ­დე ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი აქვთ". ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­ზე მე­უღ­ლე 2 წლით უფ­რო­სია. მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრი სულ რა­ღაც 21 წლის იყო რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლი - ანა შე­ე­ძი­ნა. ვაჟი - ლუკა კი გო­მე­ლა­უ­რე­ბის ოჯახ­ში 2003 წელს და­ი­ბა­და.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ანა და ლუკა გო­მე­ლა­უ­რე­ბი

ლუკა გო­მე­ლა­უ­რი და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ზვი­ად ქა­წაშ­ვი­ლი
ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის მე­უღ­ლე, ნინო კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ჭი­რო მომ­ზა­დე­ბა ად­რე­ვე გა­ი­ა­რა და გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში სპეც­რაზმშიც მსა­ხუ­რობ­და.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი იყო, საკ­მა­ოდ კარ­გად სწავ­ლობ­და, რთულ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია მო­ზარ­დო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბა, ქუჩა იმ დროს ძა­ლი­ან სას­ტი­კი იყო, თუმ­ცა გო­მე­ლა­უ­რი ახერ­ხებ­და ყვე­ლას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას. უბან­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ ნა­ხოთ ვინ­მე, ვინც ვა­ხოს იც­ნობს და მას­ზე აუგს იტყვის. ახ­ლაც ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია. რო­გორც ვიცი, თა­ნამ­დე­ბო­ბა არას­დროს უნ­დო­და, ჩრდილ­ში ამ­ჯო­ბი­ნებ­და ყოფ­ნას, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ენ­დო­ბო­და და ხათ­რი ვერ გა­უ­ტე­ხა. მე რა­საც ვხე­დავ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით, გო­მე­ლა­უ­რის მშობ­ლე­ბი. მე­უღ­ლეს რაც შე­ე­ხე­ბა, არას­დროს უმუ­შა­ვია, შვი­ლე­ბის აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი“, - გვი­თხრა გო­მე­ლა­უ­რის ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა.

ფოტო: ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი

  • შს მი­ნის­ტრის ქო­ნე­ბა

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 30 ივ­ნისს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მის სა­ხელ­ზე არც რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და არც მან­ქა­ნა ირი­ცხე­ბა. მისი მე­უღ­ლე ნინო კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი კი ფლობს თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფე­ლი გო­რა­ნა­ში 1422 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც, 2018 წელს ამა­ვე სო­ფელ­ში არ­სე­ბულ 1088 კვ.მ ფარ­თო­ბის აგა­რაკ­თან ერ­თად, უჩუ­ქე­ბი­ათ მის­თვის. მის სა­ხელ­ზეა ასე­ვე აგა­რა­კი ტა­ბახ­მე­ლა­ში, რო­მე­ლიც, 2001 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად, 123 717 ლა­რად 2014 წელს შე­ი­ძი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, გო­მე­ლა­ურს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ ჰქონ­და 1 სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც ირი­ცხე­ბო­და 34506,77 ლარი და სამი მიმ­დი­ნა­რე - შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბით: 4618,26 დო­ლა­რი, 28,46 დო­ლა­რი და 3000 ევრო.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე კი იყო 1 მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში - 376,67 ლა­რით და მე­ო­რე ანა­ბა­რი - 92845,87 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ანას სა­ხელ­ზე კი იყო 4 მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში - შემ­დე­გი თან­ხებთ: 186,46 ლარი, 127,99 დო­ლა­რი, 591,15 ევრო, 558,25 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. ასე­ვე ანას სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბო­და 2 ანა­ბა­რი - 247,72 ლა­რით და 337 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გით.

რაც შე­ე­ხე­ბა ნაღდ ფულს, გო­მე­ლა­ურ­მა მი­უ­თი­თა, რომ იმ პე­რი­ო­დის­თვის ჰქონ­და - 7500 დო­ლა­რი­სა და 54 000ლა­რის და­ნა­ზო­გი.

მან ასე­ვე მი­უ­თი­თა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბი­სას 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამა­ვე წლის 8 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, ხელ­ფა­სის სა­ხით აიღო 67979,68 ლარი, ხოლო 2019 წლის 8 სექ­ტემ­ბრი­დან წლის ბო­ლომ­დე, რო­გორც შს მი­ნის­ტრმა, მი­ი­ღო 22533,94 ლარი.

ვახ­ტანგ გო­მე­ლუ­არს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ 2016 წელს აღე­ბუ­ლი აქვს 80 000 - დო­ლა­რი­ა­ნი კრე­დი­ტი, რო­მე­ლი 2021 წლამ­დე უნდა და­ფა­როს. მან კრე­დი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის 2019 წელს 11625,36 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

მის­მა მე­უღ­ლემ 2019 წელს ვარ­კე­თილ­ში მდე­ბა­რე ბინა 58 000 დო­ლა­რად, ხოლო ავ­ტო­ფა­რე­ხი 8000 დო­ლა­რად გა­ყი­და. ასე­ვე 25000 დო­ლა­რად გა­ყი­და სარ­და­ფი.

2019 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გო­მე­ლა­ურს მი­თი­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა აკა­დე­მი­ა­ში, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა 2020 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ეს ჩა­ნა­წე­რი აღარ არის. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ის ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღარ მუ­შა­ობს.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ გო­მე­ლა­უ­რებს აგა­რა­კი აქვთ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრის სი­დედ­რის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irma ❤
0

Tarmatebebi batono vaxtang❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

dorote
80

ნამეტანი სუსტი აღმოცნდა გომელაური, ამდენი ხანი 32 წლის ლაწირაკი აპამპულავებს და უკვე ორჯერ გაექცათ))) აწი რომ დაიჭირონ კიდეც თავმოყვარეობა თუ აქვს გომელაურს თვითონ უნდა გადადგეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება

"მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი  აქვთ" - შს მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანი გოჩა ლორთქიფანიძემ ჩაანაცვლა.

ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. როგორია მინისტრის პირადი ცხოვრება, კარიერა და ქონება? AMBEBI.GE გომელაურისა და მისი ოჯახის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოგიყვებათ:

  • ოფიციალური ბიორგაფია

ვახტანგ გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, თბილისში.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

29.12.1994 - 01.04.2003 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

01.04.2003 - 22.03.2013 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

22.03.2013 - 11.12.2014 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

11.12.2014 - 26.01.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

26.01.2015 - 01.08.2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2015 წლის 1-ლ აგვისტოს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

წოდება - "სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი“

2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • რა ვიცით არაოფიციალურად?

ვახტანგ გომელაური თბილისში, ვარკეთილში გაიზარდა, როგორც მისი ახლობლისგან გავიგეთ, მან მომავალი მეუღლე - ნინო კუდუხაშვილიც ამ უბანში გაიცნო. ისინი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდნენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ "მათი "ლავსთორი" საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე ჰარმონიული ოჯახი აქვთ". ვახტანგ გომელაურზე მეუღლე 2 წლით უფროსია. მომავალი მინისტრი სულ რაღაც 21 წლის იყო როდესაც პირველი შვილი - ანა შეეძინა. ვაჟი - ლუკა კი გომელაურების ოჯახში 2003 წელს დაიბადა.

ვახტანგ გომელაური მეუღლესთან ერთად

ანა და ლუკა გომელაურები

ლუკა გომელაური და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ზვიად ქაწაშვილი
ვახტანგ გომელაურის მეუღლე, ნინო კუდუხაშვილი

ოჯახის ახლობლის თქმით, ვახტანგ გომელაურმა სპეციალური სამსახურისთვის საჭირო მომზადება ადრევე გაიარა და გარკვეულ პერიოდში სპეცრაზმშიც მსახურობდა.

"ჩვეულებრივი ბიჭი იყო, საკმაოდ კარგად სწავლობდა, რთულ პერიოდში მოუწია მოზარდობა და სტუდენტობა, ქუჩა იმ დროს ძალიან სასტიკი იყო, თუმცა გომელაური ახერხებდა ყველასთან საერთო ენის გამონახვას. უბანში გაგიჭირდებათ ნახოთ ვინმე, ვინც ვახოს იცნობს და მასზე აუგს იტყვის. ახლაც ძალიან თავმდაბალი ადამიანია. როგორც ვიცი, თანამდებობა არასდროს უნდოდა, ჩრდილში ამჯობინებდა ყოფნას, მაგრამ ივანიშვილი ძალიან ენდობოდა და ხათრი ვერ გაუტეხა. მე რასაც ვხედავ, ჩვეულებრივად ცხოვრობენ, განსაკუთრებით, გომელაურის მშობლები. მეუღლეს რაც შეეხება, არასდროს უმუშავია, შვილების აღზრდით არის დაკავებული“, - გვითხრა გომელაურის ერთ-ერთმა ახლობელმა.

ფოტო: ნინო გიორგობიანი

  • შს მინისტრის ქონება

ვახტანგ გომელაურმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 30 ივნისს შეავსო, რომლის თანახმადაც მის სახელზე არც რაიმე უძრავი ქონება და არც მანქანა ირიცხება. მისი მეუღლე ნინო კუდუხაშვილი კი ფლობს თიანეთის რაიონის, სოფელი გორანაში 1422 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც, 2018 წელს ამავე სოფელში არსებულ 1088 კვ.მ ფართობის აგარაკთან ერთად, უჩუქებიათ მისთვის. მის სახელზეა ასევე აგარაკი ტაბახმელაში, რომელიც, 2001 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად, 123 717 ლარად 2014 წელს შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს, გომელაურს "საქართველოს ბანკში“ ჰქონდა 1 სახელფასო ანგარიში, რომელზეც ირიცხებოდა 34506,77 ლარი და სამი მიმდინარე - შესაბამისი თანხებით: 4618,26 დოლარი, 28,46 დოლარი და 3000 ევრო.

მისი მეუღლის სახელზე კი იყო 1 მიმდინარე ანგარიში - 376,67 ლარით და მეორე ანაბარი - 92845,87 დოლარის ოდენობით.

მისი ქალიშვილის ანას სახელზე კი იყო 4 მიმდინარე ანგარიში - შემდეგი თანხებთ: 186,46 ლარი, 127,99 დოლარი, 591,15 ევრო, 558,25 გირვანქა სტერლინგი. ასევე ანას სახელზე ირიცხებოდა 2 ანაბარი - 247,72 ლარით და 337 გირვანქა სტერლინგით.

რაც შეეხება ნაღდ ფულს, გომელაურმა მიუთითა, რომ იმ პერიოდისთვის ჰქონდა - 7500 დოლარისა და 54 000ლარის დანაზოგი.

მან ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობისას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით აიღო 67979,68 ლარი, ხოლო 2019 წლის 8 სექტემბრიდან წლის ბოლომდე, როგორც შს მინისტრმა, მიიღო 22533,94 ლარი.

ვახტანგ გომელუარს "საქართველოს ბანკში“ 2016 წელს აღებული აქვს 80 000 - დოლარიანი კრედიტი, რომელი 2021 წლამდე უნდა დაფაროს. მან კრედიტის მომსახურებისთვის 2019 წელს 11625,36 დოლარი გადაიხადა.

მისმა მეუღლემ 2019 წელს ვარკეთილში მდებარე ბინა 58 000 დოლარად, ხოლო ავტოფარეხი 8000 დოლარად გაყიდა. ასევე 25000 დოლარად გაყიდა სარდაფი.

2019 წლის დეკლარაციაში გომელაურს მითითებული ჰქონდა, რომ მისი ქალიშვილი შინაგან საქმეთა აკადემიაში, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტად მუშაობდა, თუმცა 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს ჩანაწერი აღარ არის. როგორც გავარკვიეთ, ის ამ დაწესებულებაში აღარ მუშაობს.

დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ გომელაურებს აგარაკი აქვთ გორის მუნიციპალიტეტში, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის სიდედრის სახელზეა გაფორმებული.

ავტორი: ანა გიორგაძე