მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა
"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა

ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ასმი­მართ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. შსს-ს ცნო­ბით, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცია სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ტი­ულ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მის წი­ნა­აღ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც სო­ფელ ალერ­ტკა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ნუკ­რი ბე­რიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა ერთი სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ტე­რო­რის­ტად:

- ვიდ­რე ეს ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის, მა­ინც მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ამის ჩამ­დე­ნია, მე კი არა, ყვე­ლას უკ­ვირს, ვინც მას იც­ნობ­და. პი­რა­დად მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ცხა­დია, ვიც­ნობ­დი. სკო­ლას­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. აქ არი­ან პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ას­წავ­ლიდ­ნენ, ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და წე­სი­ე­რი... მერე ვის ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა, არა­ვინ იცის, მით უფრო ასეთ დროს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე შეც­ვლი­ლი­ყო.

ასევე დაგაინტერესებთ
13:01 / 26-10-2020

"შესაძლოა ბრალდებული თვითონ ჩაბარდეს სამართალდამცავებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სავარაუდო თავდამსხმელზე, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა?

20:19 / 26-10-2020

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

16:08 / 27-10-2020

"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ...ეგ პრობლემა არ არის“ - შს მინისტრი ბადრი ესებუას შესახებ

19:58 / 27-10-2020

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად" - ამბავი, რომელმაც 22 წლის წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

13:27 / 28-10-2020

"მშობლებისთვის უთქვამს, ფილტვები მტკივა და თბილისში უნდა წავიდეო" - რას ამბობენ ბადრი ესებუას ნათესავები

15:55 / 28-10-2020

"ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის" - რა დოკუმენტს ავრცელებს თავდაცვის უწყება თავდასხმაში ბრალდებულ პირზე

კარ­გად ვიც­ნობ მის ოჯახს, 12 წე­ლია ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ და გარ­შე­მო ყვე­ლას კარ­გად ვიც­ნობ. მა­მა­მი­სი არის უპა­ტი­ოს­ნე­სი, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მშრო­მე­ლი კაცი. სამი შვი­ლი გა­ზარ­და, ეგო­ნა, გზა­ზე და­ა­ყე­ნა და ასეთ უბე­დუ­რე­ბას არა­ვინ ელო­და. მა­მა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით ხე­ლო­სა­ნია, ზუგ­დიდ­ში პა­ტა­რა სა­ამ­ქრო აქვს და იქ მუ­შა­ობს.

ამის ორ ძმას უფრო კარ­გად ვიც­ნობ, უფ­რო­სე­ბი არი­ან, წე­სი­ე­რი პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი. ერთს ცოლ-შვი­ლი ჰყავს, მე­ო­რეს - ჯერ არა. ამ გა­რე­მო­ში, ამ ოჯახ­ში აღ­ზრდილ, მა­მა­მი­სის ხელ­ში გავ­ლილ შვილს რო­გორ მო­ა­ფიქ­რდა ასე­თი რამ, ტე­რო­რიზ­მი კი არა, ჯი­ბის ქურ­დი რომ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნი, იმას გა­ნიც­დის მშო­ბე­ლი ტრა­გი­კუ­ლად.

- 2008 წლის ომის მო­ნა­წი­ლე ყო­ფი­ლა, ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში იყო...

- ომში რომ იყო ვიცი, ავ­ღა­ნე­თი არ ვიცი... ვიცი, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და. ბოლო ხა­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად, სახ­ლში მუ­შა­ობ­და, ოჯახს ეხ­მა­რე­ბო­და. მე­ზობ­ლებ­მაც თქვეს, სი­მინ­დის აღე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა წინა დღე­ებ­შიო. ასეთ რა­მეს თუ გეგ­მავ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­ინც მგო­ნია, მის და­კა­ვე­ბას უნდა და­ვე­ლო­დოთ.

თუმ­ცა, თუ მარ­თლა არ არის კავ­შირ­ში, მთე­ლი ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა, მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, თე­ო­რი­უ­ლად ვამ­ბობ, ვი­ღა­ცას­თან კავ­შირ­ზე ხომ უნდა გა­სუ­ლი­ყო?! რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია. ვის აქვს უფ­ლე­ბა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი ამ­ბე­ბი ატე­ხოს.

ამ­დე­ნი წე­ლია, უამ­რავ თა­ო­ბას­თან მქო­ნია შე­ხე­ბა და ასე­თი უც­ნა­უ­რი რამ, ასე­თი გა­ო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არას­დროს მი­ნა­ხავს და არც გა­მი­გია. ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მისი მშობ­ლე­ბის ად­გი­ლას ყოფ­ნას არა­ვის ვუ­სურ­ვებ, - მა­მა­მი­სი ფეხ­ზე ვე­ღარ იდგა, ვე­ღარ უყუ­რა მის სახ­ლში რო­გორ შე­ვარ­დნენ, ჩხრე­კას რო­გორ ატა­რებ­დნენ, სა­ერ­თოდ იმას, რაც მის სახ­ლში ხდე­ბო­და. ეს არის ტრა­გე­დია ოჯა­ხის­თვის, რო­დე­საც შვი­ლის­გან ტე­რო­რიზმს კი არა, სა­ერ­თოდ არა­ფერს ცუდს არ ელი. სა­ცო­და­ო­ბა იყო, რაც იქ ხდე­ბო­და. გუ­შინ ორ­ჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და, მა­მას და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი გა­უ­კე­თეს, რად­გან ინ­სულ­ტის წინა ფონი ჰქონ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად იყო დე­და­მი­სიც... რა­ნა­ი­რად მოხ­და, რომ ან მშო­ბელ­ზე არ იფიქ­რა, ან ვინ­მე­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
saqartvelos rigiti moqalaqe
7

რასაც სკოლის დირექტორი ამბობს, ეს არის წესიერი ადამიანის აზროვნება. ღმერთმა გვიმრავლოს წესიერი ადამიანები ქვეყანაში, რის კატასტროფულ დეფიციტსაც ყოველ ნაბიჯზე განვიცდით

ares
62

ეგ უკვე ცხადია ვინცაა,მთავარია ვისი დავალებით შეასრულა ეს ამბები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა

"ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს... გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა, ასე შეცვლილიყო" - რას ყვება ბადრი ესებუაზე სკოლის დირექტორი, სადაც ის სწავლობდა

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მიმართ სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. შსს-ს ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დანაშაულის მუხლი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

როგორც სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი, ნუკრი ბერიშვილი გვიყვება, წარმოუდგენელია, თუ როგორ გადაიქცა ერთი სრულიად უწყინარი და პატიოსანი ადამიანი ტერორისტად:

- ვიდრე ეს ადამიანი დაკავებული არ არის, მაინც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამის ჩამდენია, მე კი არა, ყველას უკვირს, ვინც მას იცნობდა. პირადად მისი მასწავლებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ცხადია, ვიცნობდი. სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ. აქ არიან პედაგოგები, რომლებიც მას ასწავლიდნენ, ძალიან კარგი მოსწავლე იყო, მშვიდი, გაწონასწორებული და წესიერი... მერე ვის ცხოვრებაში რა ხდება, არავინ იცის, მით უფრო ასეთ დროს, გაოგნებული არიან, როგორ შეიძლებოდა ასე შეცვლილიყო.

კარგად ვიცნობ მის ოჯახს, 12 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ და გარშემო ყველას კარგად ვიცნობ. მამამისი არის უპატიოსნესი, თითით საჩვენებელი, მშრომელი კაცი. სამი შვილი გაზარდა, ეგონა, გზაზე დააყენა და ასეთ უბედურებას არავინ ელოდა. მამამისი სპეციალობით ხელოსანია, ზუგდიდში პატარა საამქრო აქვს და იქ მუშაობს.

ამის ორ ძმას უფრო კარგად ვიცნობ, უფროსები არიან, წესიერი პატიოსანი ბიჭები. ერთს ცოლ-შვილი ჰყავს, მეორეს - ჯერ არა. ამ გარემოში, ამ ოჯახში აღზრდილ, მამამისის ხელში გავლილ შვილს როგორ მოაფიქრდა ასეთი რამ, ტერორიზმი კი არა, ჯიბის ქურდი რომ ხდება ადამიანი, იმას განიცდის მშობელი ტრაგიკულად.

- 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში იყო...

- ომში რომ იყო ვიცი, ავღანეთი არ ვიცი... ვიცი, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ბოლო ხანებში, ძირითადად, სახლში მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა. მეზობლებმაც თქვეს, სიმინდის აღებაში დაგვეხმარა წინა დღეებშიო. ასეთ რამეს თუ გეგმავდა, წარმოუდგენელია. მაინც მგონია, მის დაკავებას უნდა დაველოდოთ.

თუმცა, თუ მართლა არ არის კავშირში, მთელი ქვეყანა ინგრევა, მედიასა და სოციალურ ქსელებში ამაზე ლაპარაკობენ, თეორიულად ვამბობ, ვიღაცასთან კავშირზე ხომ უნდა გასულიყო?! როგორც ამბობენ, ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია. ვის აქვს უფლება უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ასეთი ამბები ატეხოს.

ამდენი წელია, უამრავ თაობასთან მქონია შეხება და ასეთი უცნაური რამ, ასეთი გაორებული ადამიანი არასდროს მინახავს და არც გამიგია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი მშობლების ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ, - მამამისი ფეხზე ვეღარ იდგა, ვეღარ უყურა მის სახლში როგორ შევარდნენ, ჩხრეკას როგორ ატარებდნენ, საერთოდ იმას, რაც მის სახლში ხდებოდა. ეს არის ტრაგედია ოჯახისთვის, როდესაც შვილისგან ტერორიზმს კი არა, საერთოდ არაფერს ცუდს არ ელი. საცოდაობა იყო, რაც იქ ხდებოდა. გუშინ ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მამას დამამშვიდებლები გაუკეთეს, რადგან ინსულტის წინა ფონი ჰქონდა. ძალიან ცუდად იყო დედამისიც... რანაირად მოხდა, რომ ან მშობელზე არ იფიქრა, ან ვინმეზე. წარმოუდგენელი რამ მოხდა.

მამა-შვილი ფალავანდიშვილები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს -  მათი თქმით, ისინი დაკავებას არ ელიან

"ყველა ბავშვი ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ჩემი შვილის მკვლელი 3 პირი იყო: მღვდლის შვილი, კალანდია და ჯანაშია - დღესაც არ ვიცი რისთვის მოკლეს..." - რა თქვა ზაზა სარალიძემ სასამართლოში

რას აცხადებს შსს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე?