სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში"... პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასა და გარდაცვლილ პაციენტებზე
"გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში"... პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასა და გარდაცვლილ პაციენტებზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 პა­ცი­ენ­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი 61 წე­ლია.

ამას­თან, რო­გორც მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას თან­ხმლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და.

ამას გარ­და, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, რას ნიშ­ნავს „წი­თელ ზო­ნა­ში“ გა­დას­ვლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი იქ­ნე­ბა.

„შიდა მუ­შა­ო­ბის­თვის ე.წ. ოთხფე­რი­ან შუქ­ნი­შანს ვი­ყე­ნებთ. ვან­გა­რი­შობთ ბოლო ორი კვი­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს იმის მი­ხედ­ვით, თუ 100 000 მო­ქა­ლა­ქე­ზე რამ­დე­ნი ახა­ლი შემ­თხვე­ვაა. ახლა უკვე გა­და­ვა­ბი­ჯეთ „წი­თელ ზო­ნა­ში“. ამ ფე­რე­ბის მი­ხედ­ვით ვუ­ყუ­რებთ რამ­დე­ნი სა­წო­ლი უნდა გვქონ­დეს, რამ­დე­ნი ექი­მი ერ­თვე­ბა მუ­შა­ო­ბა­ში, რა მა­რა­გე­ბი უნდა გვქონ­დეს და ა.შ. რო­დე­საც „ყვი­თელ“ და „ნა­რინ­ჯის­ფერ ზო­ნა­ში“ გა­და­ვე­დით, იცით, აჭა­რა­ში და­ვა­წე­სეთ შე­ზღუდ­ვე­ბი, რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში რეს­ტორ­ნე­ბის 22:00 სა­ა­თი­დან მუ­შა­ო­ბა შე­ი­ზღუ­და და ა.შ. მხო­ლოდ წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 851 ათა­სი PCR ტეს­ტი და 441 ათა­სი სწრა­ფი ან­ტი­გენ­ზე და ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი.

"ამ ეტაპ­ზე მზარ­დია სტა­ტის­ტი­კა, გვექ­ნე­ბა პიკი ნო­ემ­ბრის მე­ო­რე, მე­სა­მე კვი­რას და ამი­ტომ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ზრდის ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი დღემ­დე მარ­თვა­დია და უნდა იყოს მარ­თვა­დი...

მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არაგ­ვი­შავს - გვაქვს 29 ათა­სი. ახლა ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა გა­და­დის პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ზე და ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე და სლო­გა­ნი „დარ­ჩით სახ­ლში“, გთხოვთ რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად გა­ახ­მო­ვა­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ღია სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს.

„შოლ­ტის პრინ­ცი­პი არა­ფერს არ იზამს, თუ ჩვე­ნი თვით­შეგ­ნე­ბა არ ავი­და აქამ­დე. მა­ინც გაზ­რდი­ლია პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და ეს მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ მეტი გვჭირ­დე­ბა. თუ ნიღ­ბის მოხ­მა­რე­ბა 95%-იან მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წევს, იან­ვრის ბო­ლოს­თვის ევ­რო­პა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 278 000 სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გვაქვს 60-64%-ის ფარ­გლებ­ში და მო­წო­დე­ბაა, რომ ეს ავი­დეს 95%-ის ფარ­გლებ­ში, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას“,-აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას გა­და­ას­წრო.

„ყო­ველკ­ვი­რე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას ან­გა­რი­შო­ბენ და კო­რო­ნა­ვირუ­სი გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის და ინ­სულ­ტის შემ­დეგ მე­სა­მე მი­ზე­ზია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ას­წრო სიმ­სივ­ნე­ებს, ალ­ცე­ი­მერს, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კულ ობსტრუქ­ცი­ულ და­ა­ვა­დე­ბას და სხვა“, - გა­ან­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, COVID19-ის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ღა­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბის, რე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და იმ მედ­პერ­სო­ნა­ლის, რომ­ლე­ბიც დღე­ის­თვის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შედ­გე­ნი­ლია კონ­ცეფ­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა ძი­რი­თა­დი პრონ­ცი­პე­ბი უნდა იცოდ­ნენ სტუ­დენ­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბით.

„რე­კო­მენ­და­ცია იყო იმის შე­სა­ხებ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ვახ­დი­ნოთ სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა. აქ შე­დი­ან ჩემი ის კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, ასე­ვე მა­ღა­ლი კურ­სის, მე-5 და მე-6 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი და რე­ზი­დენ­ტე­ბი. (ანუ ლა­პა­რა­კია ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დიც­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე) დღეს ჩვენ ომში ვართ. ის­ტო­რია კარ­გად მაქვს ნას­წავ­ლი და მე-2 მსოფ­ლიო ომში მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი მიჰ­ყავ­დათ. პან­დე­მია ომზე ნაკ­ლე­ბი არ გახ­ლავთ, ამი­ტომ, როცა სა­ჭი­როა უნდა მოხ­დეს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა, მათ შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და მათ შო­რის, სტუ­დენ­ტე­ბის. „ქოლ-ცენ­ტრით“ მარ­თვა, ადა­მი­ა­ნის და­რი­გე­ბა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, მოკ­ლე კუ­რი­კუ­ლუ­მია შედ­გე­ნი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის, ანუ რა ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი უნდა იცოდ­ნენ მათ კო­ვიდ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ექიმ­თა ასის­ტენ­ტე­ბად ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლად იმუ­შა­ვე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
3

ფეხს რატო ითრევთ ვერ გავიგე რო გარე სივრცეშიც დაწესდეს პირბადეების ტარება სავალდებულოდ? მაინც და მაინც უნდა დაიხოცოს ეს შეუგნებელი ხალხი? ნახეთ რახდება ბაზრობებზე და ბაზრობების მსგავს ადგილებში. Ბათუმში ჩამოიარეთ პუშკინის ქუჩაზე ნახეთ რახდება

გია
10

8 წელს ვუძლებთ და ორ-სამ კვირას ვეღარ გავუძლებთ?!

ავტორი:

"გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში"... პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასა და გარდაცვლილ პაციენტებზე

"გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში"... პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასა და გარდაცვლილ პაციენტებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაციენტის მინიმალური ასაკი 61 წელია.

ამასთან, როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ზოგადად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობას თანხმლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ამას გარდა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რას ნიშნავს „წითელ ზონაში“ გადასვლა და აღნიშნა, რომ მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.

"ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი...

მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს - გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.

„შოლტის პრინციპი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მაინც გაზრდილია პირბადის გამოყენება და ეს მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. თუ ნიღბის მოხმარება 95%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 278 000 სიცოცხლის შენარჩუნება. დღეს საქართველოში ნიღბის გამოყენება გვაქვს 60-64%-ის ფარგლებში და მოწოდებაა, რომ ეს ავიდეს 95%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რაოდენობას“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მან მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსმა სიკვდილიანობით არაერთ დაავადებას გადაასწრო.

„ყოველკვირეულ სიკვდილიანობას ანგარიშობენ და კორონავირუსი გულის იშემიური დაავადების და ინსულტის შემდეგ მესამე მიზეზია სიკვდილიანობის. ერთი კვირის განმავლობაში გადაასწრო სიმსივნეებს, ალცეიმერს, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას და სხვა“, - გაანცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით მობილიზებას მოახდენენ სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და იმ მედპერსონალის, რომლებიც დღეისთვის დასაქმებულები არ არიან. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შედგენილია კონცეფცია იმის თაობაზე, თუ რა ძირითადი პრონციპები უნდა იცოდნენ სტუდენტებმა კორონავირუსთან მიმართებით.

„რეკომენდაცია იყო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი ის კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ასევე მაღალი კურსის, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები და რეზიდენტები. (ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცნო განათლების მქონე ადამიანებზე) დღეს ჩვენ ომში ვართ. ისტორია კარგად მაქვს ნასწავლი და მე-2 მსოფლიო ომში მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის და მათ შორის, სტუდენტების. „ქოლ-ცენტრით“ მართვა, ადამიანის დარიგება, რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, ანუ რა ძირითადი პრინციპები უნდა იცოდნენ მათ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმთა ასისტენტებად ისინი თავისუფლად იმუშავებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული" - რა გახდა რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე