საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი
"დამაბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის თე­მურ ხვიბ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სიც­რუ­ეა ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ის ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც ხვიბ­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ძარ­ცვის დღეს ის თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გაჟ­ღერ­და სხვა­დას­ხვა კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის მიერ, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, ცის­ლის­წა­მე­ბა და ცრუ ბრალ­დე­ბა. ის, რომ თურ­მე მე ვყო­ფილ­ვარ თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც შე­იჭ­რა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ზუგ­დი­დის ფი­ლი­ალ­ში, ასე­ვე ის, რომ თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად მყო­ლია ასე­ვე მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, ცრუ ბრალ­დე­ბა და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთე­რებ­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­მე­ხო პი­რა­დად მე. ძარ­ცვის დღეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სახ­ლში, ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში. საკ­მა­ოდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მნა­ხა", - გა­ნა­ცხა­და ხვიბ­ლი­ან­მა.

რო­გორც ხვიბ­ლი­ან­მა გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ის ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს.

"რბი­ლად რომ ვთქვთ, მო­ვი­თხოვ ბო­დი­შის მოხ­დას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს სხვადსხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მივ­მარ­თავ", - გა­ნა­ცხა­და ხვი­ლი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ერთ-ერთი პირი, და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი ძარ­ცვის მო­მენ­ტში ბან­კში ხელ­ფა­სის ასა­ღე­ბად იყო მი­სუ­ლი.

"მე­ა­მა­ყე­ბა და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა ბან­კში. იმ­ყო­ფე­ო­და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე. მან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ხელ­ფა­სის ჩა­რი­ცხვა­ზე, ჩა­ვი­და ბან­კში, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ შე­მო­ვარ­და ეს მძარ­ცვე­ლი და ის მოყ­ვა მძე­ვალ­თა რი­გებ­ში. და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მძევ­ლე­ბი უვ­ნებ­ლად ჯან­მრთე­ლე­ბი და ცო­ცხლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ხვიბ­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 21 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს და­ეს­ხა. შე­ნო­ბა­ში მძევ­ლად 19 ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, 16 პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ბან­კის შე­ნო­ბა მძევ­ლებ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 4 მძე­ვალს შო­რის, ვის­თან ერ­თა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" შე­ნო­ბა და­ტო­ვა, ერთ-ერთი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ავ­თან­დილ გალ­და­ვა იყო, რო­მე­ლიც თავ­დამ­სხმელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მძევ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჩა­ე­ნაც­ვლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დამ­სხმელ­მა გალ­და­ვა და მას­თან ერ­თად აყ­ვა­ნი­ლი მძევ­ლე­ბიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

და ამდენი ხანი სად იყო?

ეს სიმართლეა
12

სპექტაკლი რიგითი ნომრით 4-ი

ავტორი:

"დამაბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

"დამაბრალეს, რომ მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ეს ტყუილია, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას" - რას ამბობს სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი

სამხედრო მოსამსახურის თემურ ხვიბლიანის განცხადებით, სიცრუეა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ძარცვაში მონაწილეობდა. როგორც ხვიბლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძარცვის დღეს ის თბილისში იმყოფებოდა.

"მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული ტელევიზიებით და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცისლისწამება და ცრუ ბრალდება. ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, რამაც გამოიწვია საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შემეხო პირადად მე. ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა", - განაცხადა ხვიბლიანმა.

როგორც ხვიბლიანმა განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"რბილად რომ ვთქვთ, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვადსხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც მივმართავ", - განაცხადა ხვილიანმა.

მისივე თქმით, "საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, დავით ხვიბლიანი ძარცვის მომენტში ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.

"მეამაყება დავით ხვიბლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში. იმყოფეოდა დისტანციურ რეჟიმზე. მან მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ჩავიდა ბანკში, გარკვეული დროის შემდეგ შემოვარდა ეს მძარცველი და ის მოყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან", - განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს