პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს
"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია გერ­მა­ნი­ა­ში, შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი. რო­გორც ჩანს, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სიც კარ­გად მი­დის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯა­ბა­ურ­მა კლი­ნი­კი­დან ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მაშ ასე, ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო - რო­გორც ხე­დავთ, ძვე­ლი ცოტ­ნე გვიბ­რუნ­დე­ბა თან­და­თან...თუმ­ცა, სამი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბაც იყო თურ­ქე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცოტ­ნეს გა­მომ­გზავ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ჯერ არც კი ჩა­ტა­რე­ბია, და, მხო­ლოდ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა...

ურ­თუ­ლე­სი 10 თვე გა­მო­ვი­ა­რეთ. იყო იმე­დიც, სა­სო­წარ­კვე­თაც, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც 21 თე­ბერ­ვალს კა­თე­ტე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი სეფ­სი­სით დას­რულ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თურ­ქმა ექი­მებ­მა ამ შემ­თხვე­ვა­შიც შეძ­ლეს ცოტ­ნეს გა­დარ­ჩე­ნის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რის შემ­დე­გაც ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, მო­სა­ლოდ­ნელ თუ მო­უ­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­წყდა და... და­ი­წყო ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ უწყვე­ტი და მყა­რი ნა­ბი­ჯე­ბით ნელი სვლა...დღეს ცოტ­ნეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა აქვს. აღ­დგე­ნი­ლი აქვს ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცია, ხოლო მო­ტო­რულ და კოგ­ნი­ტურ უნა­რებს ნელ­ნე­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად აუმ­ჯო­ბე­სებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder - ასე გვი­თხრა მე და ცოტ­ნეს ერ­თმა გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა და, ჩვენც სწო­რედ ამ­გვა­რი ბრძო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ სას­წა­უ­ლებ­რივ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე.

P.S. და ბო­ლოს, უუ­უ­დი­დე­სი, ბედ­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბით აღ­სავ­სე მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­ნიც ყო­ველ­დღი­უ­რად გვწე­რენ, გვამ­ხნე­ვე­ბენ, დახ­მა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ბევ­რნი (მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც სუ­ლაც არ ულ­ხინთ), ან­გა­რი­შის გახ­სნა­სა და თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას და­ჟი­ნე­ბით გვთა­ვა­ზო­ბენ, ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის უკე­თილ­შო­ბი­ლუ­რე­სი გან­ზრახ­ვით... და, მად­ლო­ბა იმ ხალ­ხსაც, ვინც მე და ცოტ­ნეს ძმებს მოგ­ვა­ნი­ჭა ბედ­ნი­ე­რე­ბა, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის თქმის ფუ­ფუ­ნე­ბა გვქონ­დეს ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ან­გა­რი­შის გახ­სნა­ზე ცოტ­ნეს სა­ხე­ლით, რომ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არას­დროს ყო­ფი­ლა...(#ქარ­თუ )არ ვიცი, რას და რო­გორ შევ­ძლებ­დით ამ უთა­ნას­წო­რი ბრძო­ლა­ში მე და ცოტ­ნე, რომ არა ოჯა­ხი: #გი­ორ­გი­გამ­სა­ხურ­დია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბუ­ლა­ძე - უთ­ქვე­ნოდ ვერ ვიქ­ნე­ბო­დით ასე­თი მაგ­რე­ბი. გვიყ­ვარ­ხართ ჩვენ თქვენ Sopo Jabauri მად­ლო­ბა, დე, ასე გმი­რუ­ლად რომ უძ­ლებ ამ­ხე­ლა გან­შო­რე­ბას" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისელი
3

მაგარია! ჯანმრთელობა ცოტნეს! ❤️

ქართველი!
2

ჯანმრთელობა და ბედნიერება ცოტნეს, გულშემატკივრებთან ერთად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს

"ძველი ცოტნე გვიბრუნდება... დღეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს" - ანა ჯაბაური კლინიკიდან მეუღლის ახალი ფოტოებს აქვეყნებს

უკვე რამდენიმე თვეა ცოტნე გამსახურდია გერმანიაში, შმიდერის კლინიკაში მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს მისი მეუღლე ანა ჯაბაური. როგორც ჩანს, ცოტნეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მკურნალობის პროცესიც კარგად მიდის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯაბაურმა კლინიკიდან ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო - როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან...თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება...

ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და... დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა...დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder - ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა და, ჩვენც სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე.

P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით... და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა...(#ქართუ )არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბულაძე - უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ Sopo Jabauri მადლობა, დე, ასე გმირულად რომ უძლებ ამხელა განშორებას" - წერს ანა ჯაბაური.

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"