მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება
"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. მათი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა სახ­ლში დარ­ჩე­ნა.

"არ წახ­ვი­დეთ სამ­სა­ხურ­ში, სკო­ლა­ში, მა­ღა­ზი­ა­სა თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. არ ისარ­გებ­ლოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ან ტაქ­სით",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თან, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა დრო­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უნდა გა­ა­ტა­როს იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ოჯა­ხის წევ­რის­გან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე.

„თუ ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი გარ­და­უ­ვა­ლია, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ნი­ღა­ბი; ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ნივ­თე­ბი, ჭურ­ჭე­ლი, პირ­სა­ხო­ცი, თეთ­რე­უ­ლი, ტე­ლე­ფო­ნი და ა.შ; ოთა­ხი უნდა გა­ნი­ავ­დეს ხში­რად, ფან­ჯრის გა­ღე­ბით.

სა­გულ­და­გუ­ლოდ უნდა გა­იწ­მინ­დოს და გა­სუფ­თავ­დეს ხში­რად შე­ხე­ბა­დი ზე­და­პი­რე­ბი, ასე­ვე სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. მაგ: მა­გი­დის ზე­და­პი­რე­ბი, კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი;

ბევ­რი სი­თხის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის დროს არ უნდა მი­ი­ღოს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ან სხვა პრე­პარ­ტი, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

ხვე­ლის სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უნდა მო­ე­რი­დოს ზურ­გზე წო­ლას.

სა­სურ­ვე­ლია, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სიმპტო­მებს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დეს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის საგ­რძნობ­ლად ან სწრა­ფად გა­უ­ა­რე­სე­ბის, ასე­ვე სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის, ქო­ში­ნის, სა­ხის ან ტუ­ჩის მი­და­მოს ცი­ა­ნო­ზის და სხვა შემ­თხვე­ვა­ში, უნდა და­უ­კავ­შირ­დეს ოჯა­ხის ექიმს ან 112-ს. ამას­თან, სა­სუ­რე­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ოპე­რა­ტო­რი გა­აფრ­თხი­ლოს, რომ მას აქვს კო­ვიდ-19 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ პრო­ტო­კოლ­ში.

ავტორი:

"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება

"ინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას..." - რა წერია მთავრობის შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომელიც COVID-19-ბინაზე მკურნალობას ეხება

საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა. მათი მთავარი რეკომენდაციაა სახლში დარჩენა.

"არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კოვიდინფიცირებულმა დროის უდიდესი ნაწილი უნდა გაატაროს იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე.

„თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი; ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ა.შ; ოთახი უნდა განიავდეს ხშირად, ფანჯრის გაღებით.

საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

ბევრი სითხის მიღება აუცილებელია. კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარტი, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში კოვიდინფიცირებული უნდა მოერიდოს ზურგზე წოლას.

სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული“, - ნათქვამია მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროტოკოლში.

"ჩემი ღირსება შელახეს, ჩემი სამსახურიც..." - რას ამბობს დავით ხვიბლიანი, რომელსაც "ფეიკმძევალი" უწოდეს

როგორი ამინდი იქნება 23-26 ოქტომბერს საქართველოში და რა ტემპერატურაა მოსალოდნელი დედაქალაქში

"პანთეონში აღარ არი ადგილი. რად გინდათ, რო ჩამაკვეხონ სადღაც კედელთან" - რა ანდერძი დატოვა სესილია თაყაიშვილმა