სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი
"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

არ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი იმი­ტომ, რომ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 37,7, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში წა­მო­გორ­დეს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა მოხ­ვდეს ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

„ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში, მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბი და უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბი იმარ­თე­ბი­ან სახ­ლი­დან. ჩვენ იმის­თვის, რომ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ვეხ­მა­როთ, სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბა­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბას შო­რის გა­ვა­ჩი­ნეთ და­მა­ტე­ბი­თი ბუ­ფე­რი, რა­საც ვე­ძა­ხით კო­ვიდ­სას­ტუმ­როს.

ეს იმის­თვის გა­ვა­კე­თეთ, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილს არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სახ­ლში იზო­ლი­რე­ბუ­ლად გა­ი­ა­როს მკურ­ნა­ლო­ბა. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა ისეა, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა ვცხოვ­რობთ ერ­თად, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ჩვე­ნი ხან­დაზ­მუ­ლი მო­ხუ­ცე­ბი არ და­ვა­ყე­ნოთ ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის ქვეშ. ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი და არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს, კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვიყ­ვანთ. ეს გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მო­ქა­ლა­ქე­ებს ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ვუმ­კურ­ნა­ლოთ.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა მოხ­ვდეს ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო. ესე­ნი არი­ან ფეხ­მძი­მე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი იმის­თვის, რომ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს 37,7, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში წა­მო­გორ­დეს. ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ, ჩვე­ნი­ვე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვი­საც სჭირ­დე­ბა, მის ად­გილს ვი­კა­ვებთ ისე, რომ არ არის ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა“,-გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
36.6
20

ამან იცის რამდენია "ჯანმრთელი' ტემპერატურა?

ჭკუაზე აღარ არიან. ტყუილები გამოელიათ და ბოდვაზე გადავიდნენ.

ნინო
14

3 თვის წინ ეს აუცილებლობა იყო და ახლა უპასუხისმგებლობაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მსუბუქი ფორმები და უსიმპტომო პაციენტები იმართებიან სახლიდან. ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ დამატებითი ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდსასტუმროს.

ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა სახლში იზოლირებულად გაიაროს მკურნალობა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ. ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა იზოლირებული იყოს, კოვიდსასტუმროში გადავიყვანთ. ეს გვაძლევს საშუალებას მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობით ვუმკურნალოთ.

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "ქართული ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან