საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო
"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო

მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია, ბევ­რი რამ იტა­ცებს, რა საქ­მე­საც ხელს მოჰ­კი­დებს, ყველ­ფე­რი გა­მოს­დის. ამ­ჯე­რად თა­ვი­სი ორან­ჟე­რი­ით მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რო­მელ­საც სა­ოც­რად პატ­რო­ნობს - მცე­ნა­რე­ე­ბი კი ამით მად­ლი­ე­რე­ბი ყვა­ვი­ან და ხა­რო­ბენ.

გვან­ცა ასა­თი­ა­ნი 2010 წლი­დან გა­ე­როს ქალ­თა ორ­გან­ზა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია. ორ­გა­ნი­ზა­ცია ქალ­თა უფ­ლე­ბებს და მსოფ­ლი­ო­ში ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ გა­ე­როს სხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­შიც მუ­შა­ობ­და და უკვე 15 წე­ლია, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

- გვან­ცა, სა­უ­ბა­რი თქვე­ნი ლა­მა­ზი ორან­ჟე­რით და­ვი­წყოთ...

- ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, სა­დაც ვცხოვ­რობ, სამი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი სახ­ლი და­ან­გრი­ეს და სა­ნაც­ვლოდ, გა­უ­გე­ბა­რი, მა­ხინ­ჯი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი აა­შე­ნეს, ამას­თან, ხე­ე­ბიც გა­აქ­რეს. მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ხე დარ­ჩა, რო­მე­ლიც ჩემს ტე­რა­სას უყუ­რებს... იმის გამო, რომ გარ­შე­მო მწვა­ნე გა­ერ­მო აღარ არ­სე­ბობ­და, სუფ­თა ჰა­ერს ვე­ღარ ვსუნ­თქვდი და სახ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის მტვრის­გან, მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან სა­თა­ნა­დოდ აღარ იწ­მინ­დე­ბო­და, მცე­ნა­რე­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. პირ­ველ რიგ­ში ვე­ძებ­დი ისე­თებს, რომ­ლე­ბიც ოთახ­ში ჟანგბადს ასუფ­თა­ვებ­და. აქე­დან და­ი­წყო ჩემი "სახ­ლის მე­ბა­ღე­ო­ბა". ეს გა­ტა­ცე­ბა დე­დას და და­საც გა­დავ­დე (ჩემი და ცოტა ხან­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მე­ბა­ღე გახ­დე­ბა - მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ ჩემ­ზე 100-ჯერ მეტი იცის).

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც უკვე დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნებ­მა სიმწვა­ნის დე­ფი­ცი­ტი და ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ი­აზ­რეს. ყო­ველ­დღი­უ­რად ამ სფე­რო­თი სულ უფრო მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს ვხდე­ბი. უნ­დათ, ბევ­რი გა­ი­გონ მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ. ხში­რად მოყ­ვა­რუ­ლი მეყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ. მოკ­ლედ, სახ­ლში დღეს ბევ­რი მცე­ნა­რე "მყავს"...

- "მყავს" - მცე­ნა­რე­ებ­ზე ასე სა­უბ­რობთ. ე.ი. მათ ასუ­ლი­ე­რებთ?

- კი, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი­ე­ბი არი­ან. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, ად­გი­ლის შეც­ვლა არ მო­ე­წო­ნოთ... ახალ ყლორ­ტს რომ და­ვი­ნა­ხავ, შევ­ხა­რი და ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ეს და­დე­ბით ენერ­გია კი ორ­მხრი­ვია. სით­ბოს, კომ­პლი­მენ­ტებს გრძნო­ბენ, ეს­მით და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, აღარ იწყე­ნენ, ლა­მაზ­დე­ბი­ან.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ანა­ნო ასა­თი­ა­ნი

- რა დროს უთ­მობთ მცე­ნა­რე­ებს?

- ზამ­თარ­ში ნაკ­ლე­ბი დროს ითხო­ვენ. ზა­ფხულ­ში მეტი დრო სჭირ­დე­ბათ. ისე კი, ჩემი მცე­ნა­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საათ-ნა­ხევ­რი მა­ინც მინ­და, რომ ყვე­ლას მივ­ხე­დო, - დავ­ბა­ნო, მოვრწყა, თუ სა­ჭი­როა, მიწა გა­ვუფხვი­ე­რო, მო­ვე­ფე­რო. ცხა­დია, სამ­ზამ­თროდ შემ­ზა­დე­ბაც სჭირ­დე­ბათ.

- ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ემო­ცი­უ­რად რა მო­აქვს?

- თავს მარ­ტო არ გვრძნობ, მცე­ნა­რე­ე­ბის სა­ხით, ჩემს სახ­ლში, ძა­ლი­ან ბევ­რი სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბაა, რომ­ლებ­საც აქვთ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, მო­თხოვ­ნე­ბი, ამი­ტომ ვცდი­ლობ, არა­ფე­რი და­ვაკ­ლო - ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით არი­ან. პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, როცა სახ­ლში ონ­ლა­ინვმუ­შა­ობ­დი, გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ისე ვარ მათ შეჩ­ვე­უ­ლი, ხან­და­ხან სად­მე წას­ვლა ორი დღი­თაც მი­ჭირს, ვნერ­ვი­უ­ლობ, არ მო­ი­წყი­ნონ... ახლა მინ­და, ტე­რა­სის მცე­ნა­რე­ე­ბი კარ­გად შე­ვარ­ჩიო, რომ აქა­უ­რო­ბა სა­თა­ნა­დოდ მო­ვა­წყო.

- მოკ­ლედ, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ...

- ის გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც გა­ე­როს სა­ა­გე­ტო­ე­ბი აკე­თე­ბენ, ყუ­რადსა­ღე­ბია, რად­გა­ნაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა და­ი­დო. თუ ამას ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ, ყვე­ლა­ფე­რი წინ დაგ­ვხვდე­ბა. ქვეყ­ნებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გან იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ დე­და­მი­წა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის მაჩ­ვე­ნებლმა სამ გრა­დუ­სამ­დე არ აი­წი­ოს, თუმ­ცა უკვე საგ­რძნობ­ლად არის აწე­უ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ იმ ნიშ­ნულ­თან მალე მი­ვალთ, რაც დიდ კა­ტას­ტრო­ფებს გა­მო­იწ­ვევს. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნო­ვა­ცი­ე­ბის მო­გო­ნე­ბა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. რო­დე­საც მყინ­ვარწვერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა გა­ა­კე­თეს, ნა­ხეს, რომ ყო­ველ წელს 1-დან 2 მეტ­რამ­დე ყი­ნუ­ლი უკან იხევს, დნე­ბა... რაც ერთ დღე­საც, ვი­მე­ო­რებ, პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნებს...

- რო­გორც ვიცი, პან­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, თქვე­ნი ასე­ვე საყ­ვა­რე­ლი გა­ტა­ცე­ბა კუ­ლი­ნა­რია იყო. "ფე­ის­ბუქ­ში" სამ­ზა­რე­უ­ლო რე­ცეპ­ტე­ბის გვერ­დიც შექ­მე­ნით...

- იმ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა მქო­ნო­და, უფრო აღ­მო­ჩე­ნე­ბის­კენ, შე­მეც­ნე­ბის­კენ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მი­მარ­თუ­ლი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, რომ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მგო­ნი, მარ­თლა კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი მაქვს...

მე­უღ­ლე იტა­ლი­ე­ლია და მას­თან ერ­თად, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და სა­უ­კე­თე­სო წუ­თე­ბი... ჩვენ­თან ყო­ველ­თვის ბევ­რი სტუ­მა­რია, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ ორი­ვეს მზა­რე­უ­ლო­ბა გა­მოგ­ვდის. ხში­რად უკი­თხავთ, ამა თუ იმ კერძს რო­გორ ვამ­ზა­დებ? "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კერ­ძე­ბის გა­მო­ფე­ნა უხერ­ხუ­ლად მი­ვიჩ­ნიე. ამის­თვის ცალ­კე გვერ­დი გა­ვა­კე­თე, სა­დაც ამა თუ იმ რე­ცეპტს ვდებ­დი თა­ვი­სი პა­ტარ-პა­ტა­რა ამ­ბე­ბით. ამ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თავს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი კუ­თხით გა­მოც­დიდ­ნენ.

იტა­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, იქ მო­მი­წია სწავ­ლამ, მოგ­ზა­უ­რო­ბამ და დღეს იტა­ლი­ე­ლე­ბის რძა­ლიც ვარ. პრინ­ციპ­ში, ის ტრა­დი­ცი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ზი­ა­რე, ამ ქვე­ყა­ნას უკავ­შირ­დე­ბა... გვერდმა გა­ა­მარ­თლა, იმ­დე­ნი საკ­ვე­ბის გა­კე­თე­ბა მო­მიხ­და, რომ მგო­ნი, ყვე­ლა გა­სუქ­და. ახლა ხელი მივ­ყა­ვი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს. პას­ტა და ტკბი­ლი „ამ­ბე­ბი“ რა­ცი­ო­ნი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით ამო­ვი­ღე.

- იტა­ლი­ურ­სა და ქარ­თულ კერ­ძებს შო­რის სხვა­ო­ბა რა­შია?

- იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო არ არის გაპ­რან­ჭუ­ლი, იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, რომ კერ­ძი მალე გა­ა­კე­თო და სუფ­რა­ზე ცხელ-ცხე­ლი მი­ი­ტა­ნო... ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ბევ­რია ცხე­ლი კერ­ძი, მაგ­რამ გვაქვს ისე­თე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ფხა­ლე­უ­ლი და კი­დევ სხვაც, რისი წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბაც შეგ­ვიძ­ლია... ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ სუ­ნე­ლებს, მწვა­ნილს, ეს იტა­ლი­ურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ გვხვდე­ბა. იტა­ლი­ე­ლებს ქინ­ძი არ უყ­ვართ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ქინ­ძი­ა­ნი კერ­ძე­ბი არ და­ვახ­ვედ­რო...

- მე­უღ­ლეს იტა­ლი­ა­ში უწევს ყოფ­ნა და პან­დე­მი­ის გამო ხომ არ მო­გი­წი­ათ ხან­გრძლი­ვად და­ცი­ლე­ბა?

- მთე­ლი ზა­ფხუ­ლი აქ იყო. დე­კემ­ბერ­ში ისევ ჩა­მო­ვა. ფა­ბიო ლაპი წარ­მო­შო­ბით რო­მი­და­ნაა, ფი­ნა­ნან­სის­ტი გახ­ლავთ. ექი­მე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა, მამა რო­მის ბავ­შვთა მთა­ვა­რი პე­დი­ატ­რი გახ­ლდათ. მას ახ­ლა­ხანს რომ­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა 85 წლის­თა­ვი გა­და­უ­ხა­და...

მე და ფა­ბიო 10 წელ­ზე მე­ტია, ერ­თად ვართ. ჩვენს ურ­თირ­თო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი გვაქვს - მათ შო­რის, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობთ. სა­ქარ­თვე­ლო ზე­პი­რად იცის და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზო­გი­ერთ ქარ­თველ­ზე უკე­დაც. ყველ­გან ნამ­ყო­ფე­ბი ვართ და დე­ტა­ლებ­ში ყვე­ბა ნა­ნა­ხის შე­სა­ხებ. ის ასე­ვე სქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ცაა .ქარ­თუ­ლად ყე­ლა­ფე­რი ეს­მის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ელ­ჩია იტა­ლი­ა­ში. იქ ჩვენს ქვე­ყა­ნას წა­რად­გენს. თუ იტა­ლი­ელ­მა მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რამე იცი­ან, ეს ფა­ბი­ოს დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ჩემ­თვის კი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყებ­ლად ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი, რად­გა­ნაც ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ...

- შვი­ლიც გა­გავ­ცა­ნით...

- ეკა­ტე­რი­ნე 19 წლი­საა, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე­კურ­სე­ლია. ბავ­შვო­ბი­დან გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იქ­ნე­ბა და ბევრ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე. ის ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, ბევ­რი რა­მის გა­აზ­რე­ბა­ში, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა. კი, შვი­ლი და მე­უღ­ლე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ყო­ველ­თვის ბევრ კი­თხვას ვუს­ვამ, მათი აზრი ჩემ­თვის ყუ­რა­დღსა­ღე­ბია - ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ბევრ რა­მეს ვწყვეტ.

- სამ­სა­ხუ­რიც რო­გორც ვა­ტყობ, თქვენ­თის ინ­სპი­რა­ცი­აა...

- მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ და­ვი­წყე, 17 წლის ვი­ყა­ვი, რომ ერთ-ერთ ბან­კში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვი­ყა­ვი. მა­შინ ხალ­ხი ვერც ხვდე­ბო­და, რა რე­გა­ლია მქონ­და... 90-იან წლებ­ში, შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წეც გახ­ლდით. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი იტა­ლი­ა­ში და­ვას­რუ­ლე, მა­გის­ტრა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ჯი­პა­ში გა­ვი­ა­რე. ხომ ვამ­ბობ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად სულ ვმუ­შა­ობ­დი... იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 2 წელი გა­ვი­ა­რე, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ის, რა­საც დღეს ვსაქ­მი­ა­ნობ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებს ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ანა­ნო ასა­თი­ა­ნი

- რას ეტყო­დით ჩვენს მკი­თხველს?

- მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, ძა­ლი­ან ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს იმის­თვის, რომ ჩვენ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ სხვა­დას­ხვა უნა­რი, გავ­ხდეთ მე­ბა­ღე­ე­ბი, კუ­ლი­ნა­რე­ბი, აქტვის­ტი ქა­ლე­ბი, შევ­ცვა­ლოთ გა­რე­მო და უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­ყოთ ჩვენს თავ­თან იმ გა­რე­მო­შიც, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, მეტი დრო ჰქო­ნო­დეთ (რად­გა­ნაც დრო ფუ­ფუ­ნე­ბაა), რომ თავ­ში აღ­მო­ე­ჩი­ნოთ სხვა­დას­ხვა ნიჭი, აის­რუ­ლონ სურ­ვი­ლე­ბი, - ამ შემ­თხვე­ვა­ში, უმე­ტე­სად ქა­ლებს მივ­მარ­თავ. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა სწო­რედ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი მო­იხ­სნას და ქა­ლე­ბი ამის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო

"მცენარეების სახით ჩემს სახლში ბევრი სულიერი არსებაა" - ვინ არის გაეროს ქართველი თანამშრომელი, რომელმაც ვაკეში ულამაზესი ორანჟერეა მოაწყო

მრავალმხრივი ადამიანია, ბევრი რამ იტაცებს, რა საქმესაც ხელს მოჰკიდებს, ყველფერი გამოსდის. ამჯერად თავისი ორანჟერიით მიიქცია ყურადღება, რომელსაც საოცრად პატრონობს - მცენარეები კი ამით მადლიერები ყვავიან და ხარობენ.

გვანცა ასათიანი 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია. ორგანიზაცია ქალთა უფლებებს და მსოფლიოში ქალთა გაძლიერებას ემსახურება. ამბობს, რომ გაეროს სხვა სააგენტოებშიც მუშაობდა და უკვე 15 წელია, ამ ორგანიზაციის თანამშრომელია.

- გვანცა, საუბარი თქვენი ლამაზი ორანჟერით დავიწყოთ...

- ფალიაშვილზე, სადაც ვცხოვრობ, სამი ძალიან საყვარელი სახლი დაანგრიეს და სანაცვლოდ, გაუგებარი, მახინჯი კონსტრუქციის შენობები ააშენეს, ამასთან, ხეებიც გააქრეს. მხოლოდ ერთადერთი ხე დარჩა, რომელიც ჩემს ტერასას უყურებს... იმის გამო, რომ გარშემო მწვანე გაერმო აღარ არსებობდა, სუფთა ჰაერს ვეღარ ვსუნთქვდი და სახლი სამშენებლო მასალის მტვრისგან, მანქანის გამონაბოლქვისგან სათანადოდ აღარ იწმინდებოდა, მცენარეების შესწავლა დავიწყე. პირველ რიგში ვეძებდი ისეთებს, რომლებიც ოთახში ჟანგბადს ასუფთავებდა. აქედან დაიწყო ჩემი "სახლის მებაღეობა". ეს გატაცება დედას და დასაც გადავდე (ჩემი და ცოტა ხანში ოფიციალურად მებაღე გახდება - მცენარეების შესახებ ჩემზე 100-ჯერ მეტი იცის).

ამ მიმართულებით მოსახლეობაშიც უკვე დიდი დაინტერესებაა, რადგანაც ადამიანებმა სიმწვანის დეფიციტი და ნაკლებობა გაიაზრეს. ყოველდღიურად ამ სფეროთი სულ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ვხდები. უნდათ, ბევრი გაიგონ მცენარეების შესახებ. ხშირად მოყვარული მეყვავილეები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. მოკლედ, სახლში დღეს ბევრი მცენარე "მყავს"...

- "მყავს" - მცენარეებზე ასე საუბრობთ. ე.ი. მათ ასულიერებთ?

- კი, ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, რადგანაც ძალიან სენსიტიურიები არიან. ზოგჯერ შეიძლება, ადგილის შეცვლა არ მოეწონოთ... ახალ ყლორტს რომ დავინახავ, შევხარი და ველაპარაკები. ეს დადებით ენერგია კი ორმხრივია. სითბოს, კომპლიმენტებს გრძნობენ, ესმით და მადლიერების ნიშნად, აღარ იწყენენ, ლამაზდებიან.

ფოტოს ავტორი: ანანო ასათიანი

- რა დროს უთმობთ მცენარეებს?

- ზამთარში ნაკლები დროს ითხოვენ. ზაფხულში მეტი დრო სჭირდებათ. ისე კი, ჩემი მცენარეების რაოდენობიდან გამომდინარე, საათ-ნახევრი მაინც მინდა, რომ ყველას მივხედო, - დავბანო, მოვრწყა, თუ საჭიროა, მიწა გავუფხვიერო, მოვეფერო. ცხადია, სამზამთროდ შემზადებაც სჭირდებათ.

- ამ ურთიერთობას ემოციურად რა მოაქვს?

- თავს მარტო არ გვრძნობ, მცენარეების სახით, ჩემს სახლში, ძალიან ბევრი სულიერი არსებაა, რომლებსაც აქვთ თავისი ხასიათი, მოთხოვნები, ამიტომ ვცდილობ, არაფერი დავაკლო - ადამიანებივით არიან. პანდემიის დასაწყისში, როცა სახლში ონლაინვმუშაობდი, განტვირთვის საუკეთესო საშუალება მათთან ურთიერთობა იყო. ისე ვარ მათ შეჩვეული, ხანდახან სადმე წასვლა ორი დღითაც მიჭირს, ვნერვიულობ, არ მოიწყინონ... ახლა მინდა, ტერასის მცენარეები კარგად შევარჩიო, რომ აქაურობა სათანადოდ მოვაწყო.

- მოკლედ, გარემოზე ზრუნვა სიამოვნებას განიჭებთ...

- ის გაფრთხილებები, რომელსაც გაეროს სააგეტოები აკეთებენ, ყურადსაღებია, რადგანაც კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, მრავალი მნიშვნელოვანი კვლევა დაიდო. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ყველაფერი წინ დაგვხვდება. ქვეყნებმა სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგან იმ მიმართულებით, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მაჩვენებლმა სამ გრადუსამდე არ აიწიოს, თუმცა უკვე საგრძნობლად არის აწეული, რაც ნიშნავს, რომ იმ ნიშნულთან მალე მივალთ, რაც დიდ კატასტროფებს გამოიწვევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ნოვაციების მოგონება და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების მოძიება. როდესაც მყინვარწვერზე დაკვირვება გააკეთეს, ნახეს, რომ ყოველ წელს 1-დან 2 მეტრამდე ყინული უკან იხევს, დნება... რაც ერთ დღესაც, ვიმეორებ, პრობლემის წინაშე დაგვაყენებს...

- როგორც ვიცი, პანდემიის პირველ ეტაპზე, თქვენი ასევე საყვარელი გატაცება კულინარია იყო. "ფეისბუქში" სამზარეულო რეცეპტების გვერდიც შექმენით...

- იმ პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, სოციალურ ქსელებში და მედიასთან ნაკლები შეხება მქონოდა, უფრო აღმოჩენებისკენ, შემეცნებისკენ ვყოფილიყავი მიმართული. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ კულინარიული მიმართულებით მგონი, მართლა კარგი მონაცემები მაქვს...

მეუღლე იტალიელია და მასთან ერთად, სადილის მომზადება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და საუკეთესო წუთები... ჩვენთან ყოველთვის ბევრი სტუმარია, რომლებმაც იციან, რომ ორივეს მზარეულობა გამოგვდის. ხშირად უკითხავთ, ამა თუ იმ კერძს როგორ ვამზადებ? "ფეისბუქის" პირად გვერდზე კერძების გამოფენა უხერხულად მივიჩნიე. ამისთვის ცალკე გვერდი გავაკეთე, სადაც ამა თუ იმ რეცეპტს ვდებდი თავისი პატარ-პატარა ამბებით. ამ გვერდის საშუალებით კი დაინტერესებული ადამიანები თავს კულინარიული კუთხით გამოცდიდნენ.

იტალია ჩემი ცხოვრების ნაწილია, იქ მომიწია სწავლამ, მოგზაურობამ და დღეს იტალიელების რძალიც ვარ. პრინციპში, ის ტრადიციული რეცეპტები, რომლებიც ადამიანებს გავუზიარე, ამ ქვეყანას უკავშირდება... გვერდმა გაამართლა, იმდენი საკვების გაკეთება მომიხდა, რომ მგონი, ყველა გასუქდა. ახლა ხელი მივყავი ჯანსაღი ცხოვრების წესს. პასტა და ტკბილი „ამბები“ რაციონიდან ჯერჯერობით ამოვიღე.

- იტალიურსა და ქართულ კერძებს შორის სხვაობა რაშია?

- იტალიური სამზარეულო არ არის გაპრანჭული, იმის საშუალებას გაძლევს, რომ კერძი მალე გააკეთო და სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანო... ქართულ სამზარეულოში ბევრია ცხელი კერძი, მაგრამ გვაქვს ისეთებიც, მაგალითად, ფხალეული და კიდევ სხვაც, რისი წინასწარ მომზადებაც შეგვიძლია... ქართულ სამზარეულოში აქტიურად ვიყენებთ სუნელებს, მწვანილს, ეს იტალიურ სამზარეულოში არ გვხვდება. იტალიელებს ქინძი არ უყვართ, მეუბნებიან, რომ ქინძიანი კერძები არ დავახვედრო...

- მეუღლეს იტალიაში უწევს ყოფნა და პანდემიის გამო ხომ არ მოგიწიათ ხანგრძლივად დაცილება?

- მთელი ზაფხული აქ იყო. დეკემბერში ისევ ჩამოვა. ფაბიო ლაპი წარმოშობით რომიდანაა, ფინანანსისტი გახლავთ. ექიმების ოჯახიდანაა, მამა რომის ბავშვთა მთავარი პედიატრი გახლდათ. მას ახლახანს რომში სამედიცინო უნივერსიტეტმა 85 წლისთავი გადაუხადა...

მე და ფაბიო 10 წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩვენს ურთირთობაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს - მათ შორის, მოგზაურობა და ხშირად ვმოგზაურობთ. საქართველო ზეპირად იცის და წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ქართველზე უკედაც. ყველგან ნამყოფები ვართ და დეტალებში ყვება ნანახის შესახებ. ის ასევე სქართველოს მოქალაქეცაა .ქართულად ყელაფერი ესმის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის არაოფიციალური ელჩია იტალიაში. იქ ჩვენს ქვეყანას წარადგენს. თუ იტალიელმა მეგობრებმა, ახლობლებმა საქართველოს შესახებ რამე იციან, ეს ფაბიოს დიდი დამსახურებაა - ჩემთვის კი გულისამაჩუყებლად ემოციური ამბავი, რადგანაც ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ...

- შვილიც გაგავცანით...

- ეკატერინე 19 წლისაა, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორეკურსელია. ბავშვობიდან განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი იქნება და ბევრ ადამიანს დაეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ მასთან ერთად გავიზარდე. ის ასევე საუკეთესო მეგობარია, ბევრი რამის გააზრებაში, ჩამოყალიბებაში მეხმარება. კი, შვილი და მეუღლე ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ყოველთვის ბევრ კითხვას ვუსვამ, მათი აზრი ჩემთვის ყურადღსაღებია - ოჯახის წევრებთან ერთად ბევრ რამეს ვწყვეტ.

- სამსახურიც როგორც ვატყობ, თქვენთის ინსპირაციაა...

- მუშაობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე, 17 წლის ვიყავი, რომ ერთ-ერთ ბანკში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვიყავი. მაშინ ხალხი ვერც ხვდებოდა, რა რეგალია მქონდა... 90-იან წლებში, შევარდნაძის პრეზიდენტობისას, მინისტრის თანაშემწეც გახლდით. ბაკალავრიატი იტალიაში დავასრულე, მაგისტრატურა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამერიკულ უნივერსიტეტსა და ჯიპაში გავიარე. ხომ ვამბობ, სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი... იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანი 2 წელი გავიარე, რომელმაც პრაქტიკულად განაპირობა ის, რასაც დღეს ვსაქმიანობ, ადამიანის უფლებების საკითხებს ვემსახურები.

ფოტოს ავტორი: ანანო ასათიანი

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- მგონია, რომ ცხოვრება საინტერესოა, ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენში აღმოვაჩინოთ სხვადასხვა უნარი, გავხდეთ მებაღეები, კულინარები, აქტვისტი ქალები, შევცვალოთ გარემო და უფრო კომფორტულად ვიყოთ ჩვენს თავთან იმ გარემოშიც, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველას ვუსურვებ, მეტი დრო ჰქონოდეთ (რადგანაც დრო ფუფუნებაა), რომ თავში აღმოეჩინოთ სხვადასხვა ნიჭი, აისრულონ სურვილები, - ამ შემთხვევაში, უმეტესად ქალებს მივმართავ. ჩემი საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ არსებული ბარიერები და სტერეოტიპები მოიხსნას და ქალები ამისგან გათავისუფლდნენ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"