საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან გავბრაზდი...მინისტრი ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო..ვერ აკონტროლებს, ალბათ" - რა პრობლემებს წააწყდა ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი და როგორ მკურნალობენ მას
"ძალიან გავბრაზდი...მინისტრი ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო..ვერ აკონტროლებს, ალბათ" - რა პრობლემებს წააწყდა ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი და როგორ მკურნალობენ მას

მომ­ღე­რა­ლი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და, რა სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და და რა სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებს წა­ა­წყდა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ.

"ხუთ­შა­ბათს მქონ­და კონ­ტაქ­ტი ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­თან, არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია, არც გა­და­მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთახ­ში მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე­ე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. იმ ქალ­ბა­ტონს იმ ღა­მით მის­ცა მა­ღალ­მა სი­ცხემ, მე­ო­რე დღეს გა­ი­კე­თა ტეს­ტი და გვი­ან ღა­მით უკვე და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი.

ჩემ­თან არა­ვის არ და­უ­რე­კავს, არც ერთ ეპი­დე­მი­ო­ლოგს და სა­ერ­თოდ არა­ვის, გარ­და ამ ქალ­ბა­ტო­ნი­სა, მივ­ხვდი, რომ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში იმი­ტომ, რომ და­მეც­ვა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა მე თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი უკვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­თქო. იზო­ლი­რე­ბი­დან მე­ხუ­თე დღემ­დე ვი­ყა­ვი უსიმპტო­მო და უბ­რა­ლოდ გა­მო­ვი­ძა­ხე ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ანა­ლი­ზი სახ­ლში.

სა­ღა­მოს და­მიდ­გინ­და სუს­ტად და­დე­ბი­თი და ალ­ბათ, ამ სტრეს­ზე და ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე მომ­ცა სი­ცხე, 37.1 მქონ­და, მე­ო­რე დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად, 36,6 მქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, გვი­ან ღა­მით გა­მი­კე­თეს PCR ტეს­ტი და უკვე ნამ­დვი­ლად და­დას­ტურ­და, რომ ვარ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც მივ­ხვდი, ით­ვლე­ბა, რომ არ ვარ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, თავ­საც არ ვგრძნობ მძი­მედ, მაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სი­სუს­ტე, ცოტა დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ ცუ­დად ვარ, ვერ დავ­დი­ვარ და ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 18 სა­ა­თის შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­და ოჯა­ხის ექი­მი, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მას­თან არა­ვის და­უ­რე­კავს:

"ამა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და გე­ტყვით რა­ტომ - რო­დე­საც ხარ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მგო­ნია, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად უნდა რე­კავ­დეს ექი­მიც და ეპი­დე­მი­ო­ლო­გიც, იმი­ტომ, რომ 18 სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე გარ­თულ­დეს, რომ მი­ვი­დეთ ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გამ­დე. მე­ო­რე თემა კი­დევ ისაა, რომ ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა თუ არ გა­არ­კვია, ვის­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, და­ვუშ­ვათ ახლა მე რომ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი მყავ­დეს...18 სა­ა­თის მერე რომ გა­არ­კვევ კონ­ტაქ­ტებს...", - ამ­ბობს ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი.

მომ­ღერ­ლის თქმით, ექიმ­მა ურ­ჩია, რომ მი­ი­ღოს ბევ­რი სი­თხე და თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 38-ს გა­დას­ცდე­ბა, და­ლი­ოს სი­ცხის დამ­წე­ვი. ტა­ტიშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სი­ტუ­ა­ცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ აკონ­ტრო­ლებს.

"რო­დე­საც ვუს­მენ ხოლ­მე ჩვენს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ის ძა­ლი­ან მშვი­დად სა­უბ­რობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს...რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცოტა მე­ტად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია იმი­ტომ, რომ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტთან 18 სა­ა­თის მერე რომ რე­კავს ექი­მი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, მე მგო­ნია, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. მინ­და ვუ­თხრა მი­ნისტრს, რომ თუ ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლე­ბო, ვერ აკონ­ტრო­ლებს, ალ­ბათ", - ამ­ბობს ტა­ტიშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდიკოო
100

ნუ ბოდიალობ რაა...ყველას რომ დაეცვა წესი და რიგი, დღეს ესეთი სიტუაცია არ იქნებოდა...კოვიდი ხომ მორიგი ბლეფია, როგირც ფიქრობთ...ჰოდა შედეგიც სახეზეა...ნუ აბრალით ექიმებს, ზოგჯერ ტვინი მოსაცლეობამაც უნდა გაანძრიოს.

პ.ს. ეს როგორ გაბედეთ, და თვით ნოდიკო ტატიშვილს როგორ აწყენინეთ უყურადღებობით, ექიმებოოო..

giorgi
101

შენ მიხუილის დედის "ძმაკაცი" ხარ კარგად გვახსოვს ამერიკაში რომ დაგაპაეზდკა აბა სხვას რას იტყვი... მაგრად ტეხავს ნაცობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ძალიან გავბრაზდი...მინისტრი ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო..ვერ აკონტროლებს, ალბათ" - რა პრობლემებს წააწყდა ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი და როგორ მკურნალობენ მას

"ძალიან გავბრაზდი...მინისტრი ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო..ვერ აკონტროლებს, ალბათ" - რა პრობლემებს წააწყდა ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი და როგორ მკურნალობენ მას

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია, "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაინფიცირდა, რა სიმპტომები ჰქონდა და რა სისტემურ პრობლემებს წააწყდა ინფიცირების შემდეგ.

"ხუთშაბათს მქონდა კონტაქტი ერთ-ერთ ქალბატონთან, არც ხელი ჩამომირთმევია, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ერთ ოთახში მოგვიწია ყოფნა, რა თქმა უნდა, პირბადეებით, სადეზინფექციო საშუალებებით. იმ ქალბატონს იმ ღამით მისცა მაღალმა სიცხემ, მეორე დღეს გაიკეთა ტესტი და გვიან ღამით უკვე დაუდასტურდა კოვიდი.

ჩემთან არავის არ დაურეკავს, არც ერთ ეპიდემიოლოგს და საერთოდ არავის, გარდა ამ ქალბატონისა, მივხვდი, რომ უნდა გადავსულიყავი იზოლაციაში იმიტომ, რომ დამეცვა სხვა ადამიანები, ვიფიქრე, შეიძლება მე თვითონ ვყოფილიყავი უკვე დაინფიცირებულითქო. იზოლირებიდან მეხუთე დღემდე ვიყავი უსიმპტომო და უბრალოდ გამოვიძახე ლაბორატორია, რომ გამეკეთებინა ანალიზი სახლში.

საღამოს დამიდგინდა სუსტად დადებითი და ალბათ, ამ სტრესზე და ნერვიულობაზე მომცა სიცხე, 37.1 მქონდა, მეორე დღეს ვიყავი ძალიან კარგად, 36,6 მქონდა ტემპერატურა, გვიან ღამით გამიკეთეს PCR ტესტი და უკვე ნამდვილად დადასტურდა, რომ ვარ კოვიდინფიცირებული.

როგორც მივხვდი, ითვლება, რომ არ ვარ მძიმე პაციენტი, თავსაც არ ვგრძნობ მძიმედ, მაქვს მინიმალური სისუსტე, ცოტა დისკომფორტი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ცუდად ვარ, ვერ დავდივარ და ფეხზე ვერ ვდგები", - ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, კორონავირუსის დადასტურებიდან 18 საათის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახის ექიმი, ამ პერიოდის განმავლობაში კი მასთან არავის დაურეკავს:

"ამაზე ძალიან გავბრაზდი და გეტყვით რატომ - როდესაც ხარ ინფიცირებული, მგონია, რომ მომენტალურად უნდა რეკავდეს ექიმიც და ეპიდემიოლოგიც, იმიტომ, რომ 18 საათში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ისე გართულდეს, რომ მივიდეთ ძალიან ცუდ შედეგამდე. მეორე თემა კიდევ ისაა, რომ ეპიდემიოლოგმა თუ არ გაარკვია, ვისთან მქონდა კონტაქტი, დავუშვათ ახლა მე რომ ბევრი კონტაქტი მყავდეს...18 საათის მერე რომ გაარკვევ კონტაქტებს...", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

მომღერლის თქმით, ექიმმა ურჩია, რომ მიიღოს ბევრი სითხე და თუ ტემპერატურა 38-ს გადასცდება, დალიოს სიცხის დამწევი. ტატიშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სიტუაციას სათანადოდ ვერ აკონტროლებს.

"როდესაც ვუსმენ ხოლმე ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, ის ძალიან მშვიდად საუბრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს...როგორც აღმოჩნდა, ცოტა მეტად უნდა გააკონტროლოს სიტუაცია იმიტომ, რომ კოვიდ პაციენტთან 18 საათის მერე რომ რეკავს ექიმი და ეპიდემიოლოგი, მე მგონია, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მინდა ვუთხრა მინისტრს, რომ თუ ამბობს ყველაფერს ვაკონტროლებო, ვერ აკონტროლებს, ალბათ", - ამბობს ტატიშვილი.

რა ხდება, როცა მომხმარებელზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტად იქცევა? – Hotsale.ge-ის საინტერესო კონცეფცია

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

რამდენი პაციენტი იმართება დღეს აპარატზე და არის თუ არა სისტემა მზად სასუნთქი აპარატების თვალსაზრისით - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ