მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი
"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"უბ­რა­ლოდ, თუ ადა­მი­ა­ნი ხმას ამო­ი­ღებს იმის­თვის, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი მა­მუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ამ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში - ამ არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მტე­რიც გა­მოხ­ვი­დე", - ამის შე­სა­ხებ დღეს, ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა თბი­ლის­ში წმი­და­თა დიდ­მო­წა­მე­თა, არ­გვე­თის მთა­ვარ­თა და­ვით და კონ­სტან­ტი­ნე მხე­ი­ძე­თა სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის კურ­თხე­ვის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ეკ­ლე­სი­ის­გან რა უნ­დათ? ჩვენ ყვე­ლა იმ ძა­ლას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის სი­კე­თე უნდა. გა­რე­ჯი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სის­ხლით და­წე­რი­ლი ის­ტო­რი­აა, ექ­ვსი ათა­სი ბე­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლია. გვი­კი­ჟი­ნე­ბენ, რომ ეკ­ლე­სია, თურ­მე, არ აკე­თებს იმას, რა­საც უნდა აკე­თებ­დეს. თი­თო­ე­უ­ლი ბერი, მერ­წმუ­ნეთ, რომ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლით და ჩვე­ნი ერის სიყ­ვა­რუ­ლით არის აღვსე­ბუ­ლი და არ ვართ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა რამე დავ­თმოთ.

ატყდა ერთი ვაი-ვიში: რა­ტომ გა­ა­კე­თეს, რა­ტომ და­ი­ჭი­რეს... ჯერ ერთი, ეკ­ლე­სი­ას არა­ვინ და­უ­ჭე­რია - ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნი­თაც არ გვაქვს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა. უბ­რა­ლოდ, თუ ადა­მი­ა­ნი ხმას ამო­ი­ღებს იმის­თვის, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი მა­მუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ამ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში - არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, მტე­რიც გა­მოხ­ვი­დე. ყვე­ლა მხა­რე გაგ­წი­რავს. არ უნ­დათ ეკ­ლე­სი­ის ძლი­ე­რე­ბა. ამი­ტომ ამა­ში ხელი არა­ვის უნდა შე­ვუ­წყოთ. სჯობს, ყვე­ლა და­ცხრეს. ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­წყო, ეს არ შეც­ვლის გა­რე­ჯის სა­კითხს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა მე­გობ­რო­ბა იცი­ან და სა­უ­ბა­რიც იცი­ან. მოვა დრო და ისე და­ვი­ლა­პა­რა­კებთ, რომ ჩვენ­თვი­საც - ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საც სა­სი­კე­თოდ დას­რულ­დე­ბა და ისი­ნიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან“ , - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­საც მი­მარ­თავს და შე­ახ­სე­ნებს, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი არი­ან და პა­სუხს აგე­ბენ ღმერ­თის და არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­შე.

"მე­უ­ფე­ებს ბევ­რჯერ მო­ვუ­წო­დე: ვხე­დავ სა­ი­თაც მივ­დი­ვართ, სა­ი­თაც მი­ვე­ქა­ნე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ცდი­ლობს, ხელი მოგ­კი­დოს და თა­ვის­კენ წა­გიყ­ვა­ნოს, მაგ­რამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ჩვენ ვართ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი. ცოდ­ვი­ლე­ბი ვართ თუ რაც ვართ, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ღმერ­თთან ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი და არა პო­ლი­ტი­კო­სებ­თან. რამ­დე­ნი წე­ლია ეკ­ლე­სი­ას აგი­ნე­ბენ და ბევ­რის­გან არ მო­მის­მე­ნია შიგ­ნით, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეკ­ლე­სია და­ეც­ვათ, პატ­რი­არ­ქის ღირ­სე­ბა და­ეც­ვათ. ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი უნდა ჩა­ი­წე­როს ცხოვ­რე­ბის წიგნ­ში და არა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. ამი­ტომ ვი­ყოთ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი, ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა ისეთ რა­მე­ზე ვე­სა­უბ­როთ ხალ­ხს, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა მოვხსნათ. სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის დაჭ­მას მო­ვეშ­ვე­ბით და ერ­თმა­ნეთს და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ვიყ­ვა­რებთ. არ ღირს არ­ცერ­თი სკა­მი - არც ერში, არც ეკ­ლე­სი­ა­ში, თუ ერი არ იქ­ნე­ბა კარ­გად“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაი
5

პირველად მოვისმინე ამ კაცის საღი კომენტარი

მინდია
0

ძიება გარეჯის საკითხს არ შეცვლის, თუმცა რუკა, რომელიც გამოჩნდა, შესაძლოა გამოვიყენოთ და ჩვენთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ. ძიების საქმე დამნაშავის, შემკვეთის და შემსრულებლის დადგენაა. კარტოგრაფების საქმე მოძიებული რუკის მიხედვით საზღვრების დადგენაა, ხოლო პოლიტიკოსების საქმე, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ხერხებით, განახლებული საზღვრების დაკანონებაა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"სჯობს, ყველა დაცხრეს - ძიება, რომელიც დაიწყო, არ შეცვლის გარეჯის საკითხს" - მეუფე იაკობი

"უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში - ამ არჩევნების პერიოდში მტერიც გამოხვიდე", - ამის შესახებ დღეს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა თბილისში წმიდათა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეთა სახელობის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

"ეკლესიისგან რა უნდათ? ჩვენ ყველა იმ ძალასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის სიკეთე უნდა. გარეჯი ჩვენი ქვეყნის სისხლით დაწერილი ისტორიაა, ექვსი ათასი ბერის ადგილსამყოფელია. გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. თითოეული ბერი, მერწმუნეთ, რომ ღვთის სიყვარულით და ჩვენი ერის სიყვარულით არის აღვსებული და არ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება რამე დავთმოთ.

ატყდა ერთი ვაი-ვიში: რატომ გააკეთეს, რატომ დაიჭირეს... ჯერ ერთი, ეკლესიას არავინ დაუჭერია - ეკლესიის შიგნითაც არ გვაქვს სასამართლო სისტემა. უბრალოდ, თუ ადამიანი ხმას ამოიღებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მამული, შეიძლება ამ საშინელ პერიოდში - არჩევნების პერიოდში, მტერიც გამოხვიდე. ყველა მხარე გაგწირავს. არ უნდათ ეკლესიის ძლიერება. ამიტომ ამაში ხელი არავის უნდა შევუწყოთ. სჯობს, ყველა დაცხრეს. ძიება, რომელიც დაიწყო, ეს არ შეცვლის გარეჯის საკითხს. აზერბაიჯანელებმა მეგობრობა იციან და საუბარიც იციან. მოვა დრო და ისე დავილაპარაკებთ, რომ ჩვენთვისაც - ქართველებისთვისაც სასიკეთოდ დასრულდება და ისინიც კმაყოფილები დარჩებიან“ , - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი წმინდა სინოდის წევრებსაც მიმართავს და შეახსენებს, რომ ღვთისმსახურები არიან და პასუხს აგებენ ღმერთის და არა პოლიტიკოსების წინაშე.

"მეუფეებს ბევრჯერ მოვუწოდე: ვხედავ საითაც მივდივართ, საითაც მივექანებით. თითოეული პოლიტიკოსი ცდილობს, ხელი მოგკიდოს და თავისკენ წაგიყვანოს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ღვთისმსახურები. ცოდვილები ვართ თუ რაც ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთთან ვართ პასუხისმგებლები და არა პოლიტიკოსებთან. რამდენი წელია ეკლესიას აგინებენ და ბევრისგან არ მომისმენია შიგნით, გამოსულიყვნენ და ეკლესია დაეცვათ, პატრიარქის ღირსება დაეცვათ. ჩვენი სახელები უნდა ჩაიწეროს ცხოვრების წიგნში და არა ტელევიზიებში და ჟურნალ-გაზეთებში. ამიტომ ვიყოთ სამართლიანები, ნუ შეგვეშინდება ისეთ რამეზე ვესაუბროთ ხალხს, რომ დაძაბულობა მოვხსნათ. საქართველო განვითარდება მაშინ, როდესაც ერთმანეთის დაჭმას მოვეშვებით და ერთმანეთს და საქართველოს შევიყვარებთ. არ ღირს არცერთი სკამი - არც ერში, არც ეკლესიაში, თუ ერი არ იქნება კარგად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

საქართველოს საზღვრიდან 150 კილომეტრში 5.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე