პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის გარემოსა და ჯანმრთელობის რისკებზე
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის გარემოსა და ჯანმრთელობის რისკებზე

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ანაკ­ლი­ის პორ­ტის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ გა­რე­მოს­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­ზე. საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ მთავ­რო­ბას არ უზ­რუ­ნია მის მარ­თვა­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

შპს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ (ADC) აცხა­დებს, რომ ანაკ­ლი­ი­სა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე დგას, რად­გან პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ მთავ­რო­ბას არ უზ­რუ­ნია საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის მარ­თვა­ზე.

„პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, კონ­სორ­ცი­უმს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ბუ­ნებ­რივ და სო­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მო­ი­ცავ­და არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ, ბუ­ნებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

2018 წელს კონ­სორ­ცი­უმ­მა საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მათ შო­რის ნი­ა­და­გის მოხ­სნა და რეკ­ლა­მა­ცია 110 ჰექ­ტარ მი­წა­ზე, რის­თვი­საც კონ­სორ­ცი­უმს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2019 წელს უკვე ნა­თე­ლი იყო მთავ­რო­ბის აქ­ტი­ვო­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, კონ­სორ­ცი­უ­მი ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­და, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, და ამავდრო­უ­ლად და­ეც­ვა გა­რე­მო მტვრის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. კონ­სორ­ცი­უმს მთავ­რო­ბის მხრი­დან და­სამ­ტკი­ცებ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის მარ­თვის გეგ­მა, რის ხარჯსაც რა­საკ­ვირ­ვე­ლია მთლი­ა­ნად გა­ი­ღებ­და კომ­პა­ნია.

კონ­სორ­ცი­უმ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­წყვე­ტის შემ­დეგ, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში მთავ­რო­ბამ მფლო­ბე­ლო­ბა­ში და­იბ­რუ­ნა საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია, რი­თაც კონ­სორ­ცი­უმს წა­ერ­თვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წვდო­მა და მას აღარ შე­ეძ­ლო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რი­ტო­რი­ის მარ­თვა­ზე გა­და­ვი­და სა­ხელ­მწი­ფო­ზე.

უყუ­რა­დღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მტვე­რი წარ­მო­იქ­მნე­ბა, საფრ­თხეს უქ­მნის გა­რე­მოს და მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. მთავ­რო­ბას კარ­გად ეს­მო­და რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­და­ედ­გა გა­რე­მო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის სა­მარ­თა­ვად, თუმ­ცა არ მი­უ­ღია არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი.

კონ­სორ­ცი­უ­მის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „მთავ­რო­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ მო­იქ­ცა, რო­დე­საც უკა­ნო­ნოდ შე­წყვი­ტა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და და­ა­იგ­ნო­რა გა­რე­მო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი ად­გილ­ზე, არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია რა არა­ნა­ი­რი შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. თა­ვი­სი უმოქ­მე­დო­ბით სა­ხელ­მწი­ფო რის­კის ქვეშ აყე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს, როცა ასე მიშ­ვე­ბუ­ლი აქვს საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია. კონ­სორ­ცი­უ­მი მო­უ­წო­დებს მთავ­რო­ბას, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იმოქ­მე­დოს რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ის მი­მართ ასე­თი უყუ­რა­დღე­ბო­ბით სა­ერ­თოდ ეჭვქვეშ დგას მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სი, რომ გა­ნა­ვი­თა­როს თა­ნა­მედ­რო­ვე ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი ანაკ­ლი­ა­ში - მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის და­პი­რე­ბი­სა. მთავ­რო­ბა თავს არი­დებს თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი­სა და „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ვებ-გვერ­დზე: anakliadevelopment.com.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის გარემოსა და ჯანმრთელობის რისკებზე

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის გარემოსა და ჯანმრთელობის რისკებზე

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ გარემოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე. საპროექტო ტერიტორიის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ მთავრობას არ უზრუნია მის მართვაზე, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია აღნიშნული.

შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

„პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია.

კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.

უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.

კონსორციუმის განცხადების თანახმად, „მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია რა არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: anakliadevelopment.com.

(R)

“ახლა კი, მიყურე” - რებრენდირებული AVON-ი უფრო თამამი, ექსპრესიული და ძლიერი

სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში ASADO Steakhouse გაიხსნა

აქ.ახლა - თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში