საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს
სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­კონ­ტრო­ლე­ბა შე­საძ­ლოა რუსი სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუმ­ცა სა­ბო­ლოო სი­ტყვა კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ებ­მა უნდა თქვან, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა რუს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ახლა არა სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი, არა­მედ სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. ვთვლით, რომ სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ იქ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა სა­ბო­ლოო სი­ტყვა მხა­რე­ებ­მა უნდა თქვან,“ - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი არ იზი­ა­რებს თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ას მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სამ­ხედ­რო გზით გა­და­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

„ჩვენ არ ვი­ზი­ა­რებთ თურ­ქე­თის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე პრე­ზი­დენ­ტმა ალი­ევ­მაც გა­მოთ­ქვა. არ არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბით გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ კონ­ფლიქ­ტის სამ­ხედ­რო გზით გა­და­წყვე­ტა და­საშ­ვე­ბია,“ - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ჩვენთან,რომ განალაგეს,მერე რით დამთავრდა,ალიევს ვერ მოატყუებს.

ავტორი:

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

სერგეი ლავროვი მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება შესაძლოა რუსი სამხედრო დამკვირვებლების მიერ განხორციელდეს, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა თქვან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან,“ - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ.

„ჩვენ არ ვიზიარებთ თურქეთის განცხადებას, რომელიც რამდენჯერმე პრეზიდენტმა ალიევმაც გამოთქვა. არ არის საიდუმლო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით განცხადებას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა დასაშვებია,“ - აღნიშნა ლავროვმა.

ომი და კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები - როგორია ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

"ვიღაცამ მითხრა: შენ ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ მსოფლიოში. მე ვუთხარი: არა, იესო ქრისტეა უფრო ცნობილი" - დონალდ ტრამპი

"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა" - ალიევი