სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბულ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ხვალ გა­და­იყ­ვა­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დე­კა­ნო­ზის ძმამ თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც მა­მა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, მისი ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა.

„ჩემი ძმა წე­ლი­წა­დი და 8 თვეა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავთ რე­კო­მენ­და­ცი­ით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის, რომ ჩემი ძმის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში მომ­ხდა­რი­ყო, რა­ზეც დღემ­დე უარს ვი­ღებ­დით. ჩემი ძმის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ხელ-ფეხი ჯან­მრთელ ხელ-ფეხ­თან შე­და­რე­ბით საკ­მა­ოდ დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლია. პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი, მარ­ჯვე­ნა ფე­ხის კი­დუ­რი 9-10 სან­ტი­მეტ­რი­თაა დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი ჯან­მრთელ ფეხ­თან შე­და­რე­ბით, მარ­ჯვე­ნა ხელი კი, 4-5 სან­ტი­მეტ­რი­თაა დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რა­დღე­ბაც კი ვერ ექ­ცე­ვა ჩემ ძმას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ ჰყავს. ამი­ტომ, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კი­დევ ერთხელ მომ­ხდა­რი­ყო დე­კა­ნო­ზის გა­მოკ­ვლე­ვა.

გუ­შინ და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მოხ­დე­ბო­და მისი გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ მიერ მო­ძი­ე­ბულ სხვა კლი­ნი­კა­ში უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი არი­ან, ჩვენ ვი­თხოვთ, ჩვენ მიერ მო­ძი­ე­ბულ კლი­ნი­კა­ში მოხ­დეს კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ხვალ დი­ლით, ად­ვო­კა­ტი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შევა და ამ მო­თხოვ­ნას და­ა­ყე­ნებს“, - აცხა­დებს მა­მა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. ის სა­სა­მარ­თლომ შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბით შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში სცნო დამ­ნა­შა­ვედ და 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

00:00 / 00:00
ავტორი:

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთ კლინიკაში ხვალ გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

„ჩემი ძმა წელიწადი და 8 თვეა პარალიზებულია. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ექსპერტიზა ჩატარებულა და არაერთხელ მიუმართავთ რეკომენდაციით სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რომ ჩემი ძმის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში მომხდარიყო, რაზეც დღემდე უარს ვიღებდით. ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პარალიზებული ხელ-ფეხი ჯანმრთელ ხელ-ფეხთან შედარებით საკმაოდ დაწვრილებულია. პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, მარჯვენა ფეხის კიდური 9-10 სანტიმეტრითაა დაწვრილებული ჯანმრთელ ფეხთან შედარებით, მარჯვენა ხელი კი, 4-5 სანტიმეტრითაა დაწვრილებული. ელემენტარული ყურადღებაც კი ვერ ექცევა ჩემ ძმას იქიდან გამომდინარე, რომ ამ დაავადების სპეციალისტები პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰყავს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მომხდარიყო დეკანოზის გამოკვლევა.

გუშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მოხდებოდა მისი გადაყვანა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მოძიებულ სხვა კლინიკაში უფრო კომპეტენტურები არიან, ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ მიერ მოძიებულ კლინიკაში მოხდეს კვლევების ჩატარება. ხვალ დილით, ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შევა და ამ მოთხოვნას დააყენებს“, - აცხადებს მამალაძე.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა

ცხედრები დაანაწევრეს და ურნებში გაანაწილეს - 13 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის საქმე, რომელიც ბერძენმა სამართალდამცავებმა ახლახან გახსნეს

"ძლიერი ტკივილი აქვს გულ-მკერდის არეში" - მარნეულში სკოლის დირექტორს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ