პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე
„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

„ვი­ნი­ლო­მა­გია - ვი­ნი­ლო­მა­ნია“ - ასე ეწო­დე­ბა წიგნს, რო­მე­ლიც გი­ამ­ბობთ ყვე­ლა­ფერს მე-20 სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის - ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტის შე­სა­ხებ.

ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტამ მუ­სი­კა კი­დევ უფრო სა­ყო­ველ­თაო გა­ხა­და; გა­ნა­პი­რო­ბა ახა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კვიდ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა მისი სა­ყო­ველ­თა­ო­ო­ბა იყო, მას­ზე ხელი ყვე­ლას არ მი­უწ­ვდე­ბო­და. მას­ზე ჩა­წე­რი­ლი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის როკ თუ პოპ მუ­სი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნი­მუ­შე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აკ­რძა­ლულ ხილს წარ­მო­ად­გენ­და და მხო­ლოდ ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში ვრცელ­დე­ბო­და. თვით ბევ­რი მუ­სი­კათმცოდ­ნეც ისე კვდე­ბო­და, იმ დრო­ინ­დელ მუ­სი­კა­ლურ ტენ­დენ­ცი­ებს ვერ ეც­ნო­ბო­და, რად­გან საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

წლე­ბის შემ­დეგ, ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტა კი­დევ უფრო და­ფას­და. ის ბევ­რი მე­ლო­მა­ნის­თვის დღე­საც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს შე­ნა­ძენს წარ­მო­ად­გენს, რის მი­ზე­ზებ­ზეც თე­მურ ტო­ნი­ამ თა­ვის წიგნ­ში „ვი­ნი­ლო­მა­გია - ვი­ნი­ლო­მა­ნია“ ისა­უბ­რა.

თა­ვად ავ­ტო­რი თე­მურ ტო­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ წიგნ­ში ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტის შე­სა­ხებ, ყვე­ლა­ფე­რია გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც მისი შექ­მნის, ისე გავ­რცე­ლე­ბის, მისი გავ­ლე­ნე­ბის, ცენ­ზუ­რი­სა და ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„როცა მე ნა­მუ­შე­ვარს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­დავ­ხე­დე, ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ჩემ­თვის ის არის, რომ ამ წიგნ­მა უნე­ბუ­რად მო­ა­ხერ­ხა, შე­ე­ხოს იმ პრობ­ლე­მას, რა­საც პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ სივ­რცე­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლეთ­თან ადაპ­ტა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი ჰქვია. ეს არ არის ჩემ მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი ნა­აზ­რე­ვი. ვი­ნი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას თუ გა­და­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, 60-იან წლებ­ში ვი­ნი­ლის მეშ­ვე­ო­ბით­მუ­სი­კის გავ­რცე­ლე­ბა რო­გორ ხდე­ბო­და, მთე­ლი ეს კულ­ტუ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცია კი ჩვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის­თვის შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტებ­ზე ჩა­წე­რი­ლი რო­კენ­რო­ლი თუ სხვა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლი მუ­სი­კა არ შე­მო­დი­ო­და არა­თუ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, არა­მედ თვი­თონ კულ­ტუ­რო­ლო­გე­ბიც და მუ­სი­კათმცოდ­ნე­ე­ბიც მო­წყვე­ტი­ლე­ბი იყ­ვნენ ამას. სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რუ­სეთ­შიც და სხვა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­შიც იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდე­ბის მცი­რე ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, აკ­რძა­ლუ­ლი ხილი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ“, - გან­მარ­ტავს თე­მურ ტო­ნია.

რას მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი წიგ­ნის­გან? – „ვი­ნი­ლო­მა­გია - ვი­ნი­ლო­მა­ნი­ის“ შე­სა­ხებ წიგ­ნის რე­დაქ­ტორ­საც ვე­სა­უბ­რეთ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L”-ის რე­დაქ­ტო­რი ლადო იო­სე­ბა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წიგ­ნი მის­თვის, რო­გორც მკი­თხვე­ლის­თვის ძალ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

„წიგნ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-70-80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სის მე­ლო­მან­თა ის­ტო­რი­ე­ბია მო­თხრო­ბი­ლი, თუ რო­გორ შო­უ­ლობ­დნენ იმ დრო­ის­თვის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აკ­რძა­ლულ, უცხო­ე­თი­დან სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბით შე­მო­ტა­ნილ ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტებს, მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ჯა­ზი­სა და რო­კის ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით. ასე­ვე, ახერ­ხებ­დნენ სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის შოვ­ნა­საც. რაც მთა­ვა­რია , მას­ში არა­ფე­რია გა­მო­გო­ნი­ლი, ყვე­ლა "გმი­რი~ თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რი­თაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, მოკ­ლედ, იმ დრო­ის თბი­ლი­სუ­რი ყო­ფის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მხა­რეა გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ლადო იო­სე­ბა­ძის გან­მარ­ტე­ბით, წიგნ­ში პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზეა მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჯაზ­მე­ნებ­სა და რო­კის ვარ­სკვლა­ვებ­ზე, სა­უ­ბა­რია იმ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვის­მენ­დით მათ მიერ შექ­მნილ სა­ო­ცარ მუ­სი­კას. ეს ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, ყავ­ლი რომ არ გას­დის, რამ­დე­ნი ხა­ნიც არ უნდა გა­ვი­დეს, თუ, რა თქმა უნდა, მუ­სი­კა გიყ­ვარს.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი ბევ­რი რამ ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი იყო, მა­ინც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო, პი­რა­დად ჩემ­თვის გა­სა­ო­ცა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს "ვი­ნი­ლო­მა­ნი~, ბა­ტო­ნი თა­მაზ გო­შა­ძე, რომ­ლის კო­ლექ­ცი­აც 10 000-ზე მეტ, დიახ, არ მეშ­ლე­ბა, 10 000-ზე მეტ უნი­კა­ლურ ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტას ით­ვლის. კი­დევ ბევ­რი ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობთ, თუ ამ წიგნს წა­ი­კი­თხავთ“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

დღეს, ვი­ნი­ლი არა­თუ გაქ­რა, არა­მედ პო­პუ­ლა­რო­ბა­საც იხ­ვეჭს. მის მო­სას­მე­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რაც მზად­დე­ბა და იყი­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. რო­გორც წიგნ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვი­ნი­ლის ფირ­ფი­ტა უფრო მე­ტად ქმნის ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, ვიდ­რე ინ­ტერ­ნეტ­ში ან CD-ზე მოს­მე­ნი­ლი მუ­სი­კა. სწო­რედ ამი­ტომ, ბრუნ­დე­ბა 50-იანი წლე­ბის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რი უკან. თე­მურ ტო­ნი­ას წიგ­ნი„ვი­ნი­ლო­მა­გია - ვი­ნი­ლო­მა­ნია“ კი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „საბა 2020-ის“ ფი­ნა­ლის­ტია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო ესე­ის­ტი­კა და დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

„ვინილომაგია - ვინილომანია“  - წიგნი ვინილის ფირფიტის მიერ მოხდენილ რევოლუციაზე

„ვინილომაგია - ვინილომანია“ - ასე ეწოდება წიგნს, რომელიც გიამბობთ ყველაფერს მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მნიშვნელოვანი მოვლენის - ვინილის ფირფიტის შესახებ.

ვინილის ფირფიტამ მუსიკა კიდევ უფრო საყოველთაო გახადა; განაპირობა ახალი კულტურული ტენდენციების, მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება.

მიუხედავად იმისა, რომ ვინილის ფირფიტის მთავარი ღირსება მისი საყოველთაოობა იყო, მასზე ხელი ყველას არ მიუწვდებოდა. მასზე ჩაწერილი მეოცე საუკუნის როკ თუ პოპ მუსიკის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები საბჭოთა კავშირში აკრძალულ ხილს წარმოადგენდა და მხოლოდ იატაკქვეშეთში ვრცელდებოდა. თვით ბევრი მუსიკათმცოდნეც ისე კვდებოდა, იმ დროინდელ მუსიკალურ ტენდენციებს ვერ ეცნობოდა, რადგან საბჭოთა ცენზურა ამის საშუალებას არ აძლევდა.

წლების შემდეგ, ვინილის ფირფიტა კიდევ უფრო დაფასდა. ის ბევრი მელომანისთვის დღესაც უმნიშვნელოვანეს შენაძენს წარმოადგენს, რის მიზეზებზეც თემურ ტონიამ თავის წიგნში „ვინილომაგია - ვინილომანია“ ისაუბრა.

თავად ავტორი თემურ ტონია აღნიშნავს, რომ წიგნში ვინილის ფირფიტის შესახებ, ყველაფერია განხილული, როგორც მისი შექმნის, ისე გავრცელების, მისი გავლენების, ცენზურისა და ტექნიკური დეტალების შესახებ.

„როცა მე ნამუშევარს დასრულების შემდეგ გადავხედე, ყველაზე ღირებული ჩემთვის ის არის, რომ ამ წიგნმა უნებურად მოახერხა, შეეხოს იმ პრობლემას, რასაც პოსტკომუნისტურ სივრცეში და განსაკუთრებით, საქართველოში დასავლეთთან ადაპტაციის სირთულეები ჰქვია. ეს არ არის ჩემ მიერ ხელოვნურად შექმნილი ნააზრევი. ვინილის განვითარების ისტორიას თუ გადახედავთ, დავინახავთ, 60-იან წლებში ვინილის მეშვეობითმუსიკის გავრცელება როგორ ხდებოდა, მთელი ეს კულტურული რევოლუცია კი ჩვენ საბჭოთა კავშირის სივრცეში მცხოვრები ხალხისთვის შეზღუდული იყო. ვინილის ფირფიტებზე ჩაწერილი როკენროლი თუ სხვა საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკა არ შემოდიოდა არათუ მოსახლეობაში, არამედ თვითონ კულტუროლოგებიც და მუსიკათმცოდნეებიც მოწყვეტილები იყვნენ ამას. საქართველოშიც, რუსეთშიც და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც იყვნენ ახალგაზრდების მცირე ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ, აკრძალული ხილი მოეპოვებინათ“, - განმარტავს თემურ ტონია.

რას მიიღებს მკითხველი წიგნისგან? – „ვინილომაგია - ვინილომანიის“ შესახებ წიგნის რედაქტორსაც ვესაუბრეთ. გამომცემლობა “პალიტრა L”-ის რედაქტორი ლადო იოსებაძე აღნიშნავს, რომ წიგნი მისთვის, როგორც მკითხველისთვის ძალზე ინფორმაციული და საინტერესო იყო.

„წიგნში გასული საუკუნის 60-70-80-იანი წლების თბილისის მელომანთა ისტორიებია მოთხრობილი, თუ როგორ შოულობდნენ იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში აკრძალულ, უცხოეთიდან სხვადასხვა ხერხებით შემოტანილ ვინილის ფირფიტებს, მსოფლიოს უდიდესი ჯაზისა და როკის ვარსკვლავების ჩანაწერებით. ასევე, ახერხებდნენ საუკეთესო მუსიკალური აპარატურის შოვნასაც. რაც მთავარია , მასში არაფერია გამოგონილი, ყველა `გმირი~ თავისი ნამდვილი სახელითა და გვარითაა მოხსენიებული, მოკლედ, იმ დროის თბილისური ყოფის ძალზე საინტერესო მხარეა გაცოცხლებული“, - აღნიშნავს ის.

ლადო იოსებაძის განმარტებით, წიგნში პროფესიულ დონეზეა მოცემული ინფორმაცია ყველა დროის საუკეთესო ჯაზმენებსა და როკის ვარსკვლავებზე, საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომელთა საშუალებითაც ვისმენდით მათ მიერ შექმნილ საოცარ მუსიკას. ეს ის ღირებულებებია, ყავლი რომ არ გასდის, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, თუ, რა თქმა უნდა, მუსიკა გიყვარს.

„მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მოთხრობილი ბევრი რამ ჩემთვის ნაცნობი იყო, მაინც უამრავი საინტერესო, პირადად ჩემთვის გასაოცარი ფაქტის შესახებ შევიტყვე. მაგალითად, თბილისში ცხოვრობს `ვინილომანი~, ბატონი თამაზ გოშაძე, რომლის კოლექციაც 10 000-ზე მეტ, დიახ, არ მეშლება, 10 000-ზე მეტ უნიკალურ ვინილის ფირფიტას ითვლის. კიდევ ბევრი ასეთი საინტერესო ფაქტის შესახებ შეიტყობთ, თუ ამ წიგნს წაიკითხავთ“, - აღნიშნავს ის.

დღეს, ვინილი არათუ გაქრა, არამედ პოპულარობასაც იხვეჭს. მის მოსასმენად სპეციალური აპარატურაც მზადდება და იყიდება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც წიგნშია აღნიშნული, ვინილის ფირფიტა უფრო მეტად ქმნის ცოცხალი შესრულების შთაბეჭდილებას, ვიდრე ინტერნეტში ან CD-ზე მოსმენილი მუსიკა. სწორედ ამიტომ, ბრუნდება 50-იანი წლების ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი უკან. თემურ ტონიას წიგნი„ვინილომაგია - ვინილომანია“ კი ლიტერატურული პრემია „საბა 2020-ის“ ფინალისტია ნომინაციაში „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“.

ვისთვის არის „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“?

რა უნდა წაიკითხონ სკოლის მოსწავლეებმა? - ტოპ 5 სიახლე სერიაში "მოსწავლის არჩევანი"

"პალიტრა L" 15 წლისაა - როგორ ულოცავს გამომცემლობას იუბილეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე