სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური
"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თის აღ­მო­ჩე­ნის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს, ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ყაზ­ბე­გის სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ხედ­რო ტვირ­თის გა­და­ად­გი­ლე­ბა აღიკ­ვე­თა.

"ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე "ყაზ­ბე­გი“, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მხრი­დან, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­მო­ვი­და.

მე­ბა­ჟე ოფიც­რე­ბის მიერ, რის­კის შე­ფა­სე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ტრან­ზი­ტუ­ლი ტვირ­თი შე­სა­ბა­მის სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა. ამას­თან, შემ­დგო­მი სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის ფარ­გლებ­ში, ტვირ­თის თან­მხლე­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის, კა­მე­რა­ლუ­რი შე­მოწ­მე­ბი­სა და სა­ქონ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, არა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თის აღ­მო­ჩე­ნის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. აღ­ნიშ­ნულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას, და­უ­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვა­რის კვე­თა და გა­აგ­რძე­ლა მოძ­რა­ო­ბა შემ­დგო­მი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით.

აქვე გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, და­წე­სე­ბუ­ლი სა­ბა­ჟო შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბა სატ­ვირ­თო ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს და მათი გა­და­ად­გი­ლე­ბა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ამ მიზ­ნის­თვის, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლის დაც­ვით, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბოლო ერთი თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "ყაზ­ბე­გის“ გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ვი­და 14 347 სატ­ვირ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ვი­და 14 595 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი“, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისად, ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირტო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა 14 595 სატრანსპორტო საშუალება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კვირას ათენში თანამემამულეებს ვხვდები... ივანიშვილმა კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა" - სააკაშვილი

"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"