პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან
"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

8 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს, ივე­რი მე­ლაშ­ვილ­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

პრო­ცეს­ზე სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა ბრალ­დე­ბულ­მა:"მე ვერც ციხე გამ­ტეხს, კი ბა­ტო­ნო, ჩამ­სვით, მაგ­რამ ამ ბრალ­დე­ბას მე ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი! ჩემ უკან ოჯა­ხია, დედა-მა­მაა, წი­ნაპ­რე­ბია და ის, რომ ქარ­თვე­ლი ვარ.

არ­სად გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ, არ­სად მი­მალ­ვას, ვერც გაქ­ცე­უ­ლი და ვერც აქ მყო­ფი, მე ამის­თა­ნა ბრალ­დე­ბით, მე ვერ ვი­ცო­ცხლებ, არ შე­მიძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მე­ლაშ­ვილ­მა.

kvirispalitra.ge ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, თა­მარ სუ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ივე­რი წლე­ბის მან­ძილ­ზე თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და და 1994 წელს, რო­დე­საც შე­იქ­მნა დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სია, ის ამ კო­მი­სი­ის წევ­რად აირ­ჩი­ეს. მას შემ­დეგ ამ კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ყო­ველ­თვის თა­ვის საქ­მეს აკე­თებ­და წე­სი­ე­რად და პა­ტი­ოს­ნად. 2004 წლი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის, დე­მარ­კა­ცი­ი­სა და სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და. როცა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად გრძნობ­და თავს.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა წე­სი­ე­რად და პა­ტი­ოს­ნად იცხოვ­რა და მის­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წე­სი­ე­რე­ბაა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის დიდი პატ­რი­ო­ტია, უცებ რომ აბ­რა­ლებ ღა­ლატს, ეს ძა­ლი­ან მძი­მეა. ახლა ის რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია და ცი­ხე­შია, ამა­ზე უფრო დიდი სას­ჯე­ლი ის არის, რომ მას ეს ბრალ­დე­ბა აქვს წარ­დგე­ნი­ლი. ასე­თი ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და და ცო­ცხლობ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლით.

უცებ წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი გაქვს და ამას რომ ეხე­ბი­ან და ამ საქ­მეს მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი საქ­მე რომ უწო­დეს და ეს გეს­მის, მძი­მეა. ყვე­ლამ კარ­გად იცის სი­ნამ­დვი­ლე­ში, რომ ამ­დაგ­ვა­რი არა­ფე­რი ხდე­ბა და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. მაქვს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ მალე მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა დამ­ტკიც­დე­ბა. დღეს მაძ­ლი­ე­რებს ის რომ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ, მათ შო­რის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის და ყვე­ლა, ვინც კი ოდ­ნავ შე­ხე­ბა­ში იყო ივე­რის­თან, მი­რე­კავს და ყვე­ლა მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს, მე­უბ­ნე­ბა რომ გვერ­დში გიდ­გა­ნან. არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც მი­რე­კა­ვენ და მამ­ხნე­ვე­ბენ. ნა­ხეთ მოქ­მედ­მა ელჩმა, გი­გი­ა­ძე­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ივე­რის, ალ­ბათ კარ­გი დღე არ და­ად­გე­ბა ამის გამო. სხვე­ბი, ვინც სა­გა­რე­ო­ში მუ­შა­ობს ვფიქ­რობ ვერ ბე­და­ვენ ხმა­მაღ­ლა და­ა­ფიქ­სი­რონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია, ალ­ბათ ეში­ნი­ათ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის, რამე შარი არ მო­უ­დონ, მაგ­რამ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თა­ვის გულ­ში ყვე­ლა მხარს უჭერს მას და ყვე­ლა ხე­დავს რომ წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

- ელო­დით რომ სა­სა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დებ­და?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი. გა­სა­გე­ბია, რომ რა­ღაც პი­ა­რის აწე­ვა უნ­დათ ამ არ­ჩევ­ნე­ბის წინ, მაგ­რამ თუ ასე შორს წა­ვი­დოდ­ნენ და წე­სი­ერ ადა­მი­ანს არარ­სე­ბუ­ლი საქ­მის­თვის, ამ უსინ­დი­სო ბრალ­დე­ბით ჩას­ვამ­დნენ ცი­ხე­ში ამას ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინათინი
196

თქვენი მეუღლე სამსახურის საქმეებს თქვენთან განიხილავდა? თუ მართალია გამოძიება დაადგენს! ეს ისეთი საკითხია დოკუმენტებში გამოჩნდეება, უნებლიე შეცდომა არის თუ შეცდომაში შეიყვანეს

კახაბერი
198

სიმდიდრის არ დაგროვება , ინდულგენცია არ არის და კიდევ , ვერც ამათ ჯიბემდე მოაღწევდა ის ფული , რაც მთავარია - წაიკითხეთ მამა კირიონის და ფელაშვილის ურთიერთობაზე - ნახავთ როგორ ცრუობდა და ურევდა სიტუაციას !!! ბოლო -ბოლო , ის რუკა რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ და არ აჩენდა , მაგის ოთახში ნახეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

პროცესზე სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა:"მე ვერც ციხე გამტეხს, კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ.

არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, მე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია", - განაცხადა მელაშვილმა.

kvirispalitra.ge ივერი მელაშვილის მეუღლეს, თამარ სულაძეს დაუკავშირდა:

- ივერი წლების მანძილზე თავისი პროფესიით მუშაობდა და 1994 წელს, როდესაც შეიქმნა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, ის ამ კომისიის წევრად აირჩიეს. მას შემდეგ ამ კომისიაში მუშაობდა და ყოველთვის თავის საქმეს აკეთებდა წესიერად და პატიოსნად. 2004 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად მუშაობდა. როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო, ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს.

ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება წესიერად და პატიოსნად იცხოვრა და მისთვის მთავარი ღირებულება წესიერებაა და თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია, უცებ რომ აბრალებ ღალატს, ეს ძალიან მძიმეა. ახლა ის რომ დაპატიმრებულია და ციხეშია, ამაზე უფრო დიდი სასჯელი ის არის, რომ მას ეს ბრალდება აქვს წარდგენილი. ასეთი ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა და ცოცხლობდა თავისი ქვეყნის სიყვარულით.

უცებ წესიერი და პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვს და ამას რომ ეხებიან და ამ საქმეს მოღალატეობრივი საქმე რომ უწოდეს და ეს გესმის, მძიმეა. ყველამ კარგად იცის სინამდვილეში, რომ ამდაგვარი არაფერი ხდება და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მაქვს იმის მოლოდინი, რომ მალე მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. დღეს მაძლიერებს ის რომ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანების და ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ივერისთან, მირეკავს და ყველა მხარდაჭერას გამოხატავს, მეუბნება რომ გვერდში გიდგანან. არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთიდანაც მირეკავენ და მამხნევებენ. ნახეთ მოქმედმა ელჩმა, გიგიაძემაც გააკეთა განცხადება და მხარდაჭერა გამოუცხადა ივერის, ალბათ კარგი დღე არ დაადგება ამის გამო. სხვები, ვინც საგარეოში მუშაობს ვფიქრობ ვერ ბედავენ ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ალბათ ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, რამე შარი არ მოუდონ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ თავის გულში ყველა მხარს უჭერს მას და ყველა ხედავს რომ წესიერი ადამიანი დააკავეს.

- ელოდით რომ სასამართლო პატიმრობას შეუფარდებდა?

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. გასაგებია, რომ რაღაც პიარის აწევა უნდათ ამ არჩევნების წინ, მაგრამ თუ ასე შორს წავიდოდნენ და წესიერ ადამიანს არარსებული საქმისთვის, ამ უსინდისო ბრალდებით ჩასვამდნენ ციხეში ამას ვერც წარმოვიდგენდი...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამეში 16 391 ტესტი ჩატარდა

"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე