მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს
"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

სა­ქარ­თვე­ლო - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან რა­ი­მე ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­თან მე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ედუ­არდ მა­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"ბა­ტო­ნი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი მის­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ აღი­ა­რებს, გა­მო­რი­ცხავს გა­მო­ძი­ე­ბას­თან რა­ი­მე ფორ­მით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რად­გან მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

მისი პო­ზი­ცი­ით ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა, ეს არის მის­თვის ერ­თა­დერ­თი ახ­სნა, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და მის მი­მართ სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლი­ყო და ზო­გა­დად, ამ საქ­მის წა­მო­წე­ვა.

თვი­თონ რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­მო­წე­უ­ლი თე­მაა, რომ არ­ჩევ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ახა­ლი სა­კი­თხე­ბი შექ­მნას, რი­თაც არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს.

ბა­ტო­ნი ივე­რი ამ ყვე­ლაფ­რის მსხვერ­პლია, ვი­ნა­ი­დან მას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ აკავ­ში­რებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, ის პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას და ერ­თა­დერ­თი ზი­ა­ნი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს მი­ა­ყე­ნოს, არის საქ­მე, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­მო­ი­წყო, ბა­ტო­ნი ივე­რის სი­ტყვებს გა­ვი­მე­ო­რებ - მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ა­ტა­როს", -გა­ნა­ცხა­და მა­რი­კაშ­ვილ­მა.

ივე­რი მე­ლაშ­ვილს ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­კა­ვე­ბულს, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, მას­თან ად­ვო­კა­ტი ამ დრომ­დე არ მი­სუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი პო­ზი­ცია და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უც­ნო­ბია.

ავტორი:

"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

"ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია..." - ადვოკატის თქმით, დაკავებული მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს

საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დროებითი მოთავსების იზოლატორთან მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

"ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა.

მისი პოზიციით ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, ეს არის მისთვის ერთადერთი ახსნა, თუ რატომ შეიძლებოდა მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულიყო და ზოგადად, ამ საქმის წამოწევა.

თვითონ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ არის, უბრალოდ, ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს.

ბატონი ივერი ამ ყველაფრის მსხვერპლია, ვინაიდან მას არცერთ შემთხვევაში არ აკავშირებს დანაშაულებრივი ქმედება, ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ერთადერთი ზიანი, რამაც შეიძლება სახელმწიფოს ინტერესებს მიაყენოს, არის საქმე, რომელიც პროკურატურამ წამოიწყო, ბატონი ივერის სიტყვებს გავიმეორებ - მხოლოდ იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს", -განაცხადა მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ნატალია ილიჩოვას, მასთან ადვოკატი ამ დრომდე არ მისულა, შესაბამისად, მისი პოზიცია დაკავებასთან დაკავშირებით, უცნობია.

"პოლიციის მთელი განყოფილება ფეხზე იდგა... "მარშუტკაში" იპოვეს ჩემი შვილი" - რას ამბობს თბილისში დაკარგული ბიჭის მამა

"მითხრა, შეიძლება მომიცილონო... ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო" - რას ამბობს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე

"მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის ქმარია... ამბობენ, გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოს მკვლელობაზე