სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა
7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის ნაკ­ლე­ბო­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამა­ზე მე­დი­კო­სე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ.

გარ­და ამი­სა, ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ჯდო­მამ შე­იძ­ლე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მაც შეგ­ვიქ­მნას, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას სხვა რა­მე­ებ­ზე და­ვი­წყოთ ფიქ­რი, ნაკ­ლე­ბად ვფო­კუ­სირ­დეთ ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, ამ პრო­ცეს­მა ჩვენს კა­რი­ე­რა­სა და პი­როვ­ნულ ზრდა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

რა თქმა უნდა, საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა, სა­მუ­შაო გა­რე­მო­სა და რე­ჟიმ­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს - ხმა­უ­რი, ბევ­რი საქ­მე, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი და სხვა, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ხში­რად იმ ადა­მი­ა­ნებ­საც აწუ­ხებთ, ვი­საც თა­ვი­ან­თი საქ­მეც უყ­ვართ და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც არი­ან.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და კოგ­ნი­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­მოც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ მას სე­რი­ო­ზუ­ლად მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ექიმ­თან ვი­ზი­ტი, თუმ­ცა ჩვენ გთა­ვა­ზობთ 7 ძი­რი­თად ხერ­ხს, რო­გორ ავი­ცი­ლოთ ეს დის­კომ­ფორ­ტი თა­ვი­დან და სამ­სა­ხურ­ში უფრო ეფექ­ტუ­რე­ბი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი გავ­ხდეთ:

ძი­ლის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა

ძი­ლის რე­ჟი­მის მო­წე­რი­გე­ბა ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასეა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. თუ მუ­შა­ო­ბი­სას გრძნობთ, რომ საქ­მე­ზე ვე­ღარ კონ­ცენ­ტრირ­დე­ბით, სხვა რა­მე­ზე იწყებთ ფიქ­რს, ზედ­მე­ტად ხში­რად დუნ­დე­ბით და მო­ტი­ვა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა გი­ჭირთ, იქ­ნებ ეს ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია? ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენს ძი­ლის რე­ჟიმს და თუ ის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია, მო­ვა­წეს­რი­გოთ.

შეს­ვე­ნე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბა

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ვე­ლი 75 ან 90 წუ­თის შემ­დეგ, შე­ვის­ვე­ნოთ. სა­ო­ფი­სე სა­მუ­შა­ოს შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია, ეკ­რა­ნის ლურ­ჯი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან თვა­ლე­ბი და­ვას­ვე­ნოთ და ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დოთ ან ოთახ­ში გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­როთ. რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ გო­ნე­ბა და­ვას­ვე­ნოთ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა

რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ველ წუთს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის მავ­ნე ჩვე­ვა მუ­შა­ო­ბა­ში მა­ინც გვიშ­ლის ხელს. თუ რამ­დენ­ჯერ­მე ვცდით, რომ საქ­მის კე­თე­ბი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ დავ­ტო­ვოთ, სუ­ლაც გა­მოვ­რთოთ ისი­ნი და მათი შე­მოწ­მე­ბის სურ­ვილს გა­დავ­ლა­ხავთ, უკეთ ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით საქ­მე­ზე და შევ­ძლებთ, იმა­ზე სწრა­ფად და­ვას­რუ­ლოთ ის, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში.

მეტი წყა­ლი

წყა­ლი ერ­თგვა­რი ენერ­გი­ის წყა­როა. მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­სამ­ჩნე­ვად გვე­მა­ტე­ბა ენერ­გია და ტვი­ნი უფრო აქ­ტი­უ­რად იწყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ვხდე­ბით უფრო სხარ­ტე­ბი და აღარ ვდუნ­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, გო­ნე­ბა რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე ფიქ­რს აღარ იწყებს და საქ­მე­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ამას­თან, წყა­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რაც გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, ბევ­რი ჩვენ­გა­ნის პრობ­ლე­მაა.

პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა

ბევრ ჩვენ­განს ექცა ჩვე­ვა­ში, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ჩა­მო­წე­როს დი­ლით­ვე და მათ­გან ყვე­ლა­ზე რთუ­ლით და­ი­წყოს, რად­გან დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გო­ნე­ბა შე­და­რე­ბით გა­დაღ­ლი­ლია. და­ვა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს, დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად შე­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შაო და სა­კუ­თარ თავს სწო­რედ საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის­კენ ვუ­ბიძ­გოთ.

სა­მუ­შაო ად­გი­ლის სა­კუ­თარ თავ­ზე მორ­გე­ბა

თუ კომ­ფორ­ტუ­ლად და გა­მარ­თუ­ლად არ ზი­ხარ, სა­მუ­შაო მა­გი­და საკ­მა­რი­სად ფარ­თო და ტე­ვა­დი არ არის, შე­იძ­ლე­ბა, ამან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მო­ტი­ვი­რე­ბა და გო­ნე­ბის გა­ფან­ტვაც გა­მო­იწ­ვი­ოს.

კომ­ფორ­ტულ ავეჯ­თან ერ­თად სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე წყა­ლი და სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი საქ­მი­ან გა­რე­მოს შე­გიქ­მნით, ამი­ტომ ამ დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„მილდრო­ნა­ტი“, რო­გორც ენერ­გი­ის წყა­რო

დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვას იწ­ვევს, შე­დე­გად, იკ­ლებს მო­ტი­ვა­ცია და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რი. „მილდრო­ნა­ტის“ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნიზ­მი იძენს დატ­ვირ­თვის ატა­ნი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­ზერ­ვე­ბის სწრა­დი აღ­დგე­ნის უნარს. ამ თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით „მილდრო­ნატს“ იყე­ნე­ბენ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მი­სა და ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი მუ­შა­ო­ბის უნა­რის ასა­მაღ­ლებ­ლად.

მრა­ვა­ლი წე­ლია, „მილდრო­ნა­ტი“ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტებს შო­რის შე­უც­ვლე­ლია, რად­გან ის დრო­ის უმოკ­ლეს დრო­ში გვიბ­რუ­ნებს კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნარს და გვეხ­მა­რე­ბა, უფრო ეფექ­ტუ­რე­ბი გავ­ხდეთ სამ­სა­ხურ­ში.

არ დამბლოკოთ.
0

ეხ! ჩაგიხტებოდი ლოგინში და შრომისუნარიანად დაგაკონცეტრირებდი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

საოფისე სამუშაო და ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა ადამიანის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერიოდში რომ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ამაზე მედიკოსები ხშირად საუბრობენ.

გარდა ამისა, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომამ შეიძლება კონცენტრაციის პრობლემაც შეგვიქმნას, სამუშაოს შესრულებისას სხვა რამეებზე დავიწყოთ ფიქრი, ნაკლებად ვფოკუსირდეთ ჩვენს ვალდებულებებზე და საბოლოოდ, ამ პროცესმა ჩვენს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს.

რა თქმა უნდა, საქმეზე კონცენტრაციის პრობლემა შეიძლება, სამუშაო გარემოსა და რეჟიმსაც უკავშირდებოდეს - ხმაური, ბევრი საქმე, გადაჭარბებული სამუშაო საათები და სხვა, თუმცა ეს საკითხი ხშირად იმ ადამიანებსაც აწუხებთ, ვისაც თავიანთი საქმეც უყვართ და მოტივირებულებიც არიან.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონცენტრაციის პრობლემები ფსიქოლოგიური მიზეზის გარდა, შეიძლება სამედიცინო და კოგნიტური საკითხების გამოც იყოს გამოწვეული, ამიტომ მას სერიოზულად მიდგომა სჭირდება.

კონცენტრაციის პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, რეკომენდებულია, ექიმთან ვიზიტი, თუმცა ჩვენ გთავაზობთ 7 ძირითად ხერხს, როგორ ავიცილოთ ეს დისკომფორტი თავიდან და სამსახურში უფრო ეფექტურები და შრომისუნარიანები გავხდეთ:

ძილის რეჟიმის მოწესრიგება

ძილის რეჟიმის მოწერიგება ყველა სამედიცინო პრობლემასთან გამკლავებისას ძალიან მნიშვნელოვანია. ასეა კონცენტრაციის უნარის დაქვეითების შემთხვევაშიც. თუ მუშაობისას გრძნობთ, რომ საქმეზე ვეღარ კონცენტრირდებით, სხვა რამეზე იწყებთ ფიქრს, ზედმეტად ხშირად დუნდებით და მოტივაციის დაბრუნება გიჭირთ, იქნებ ეს ძილის ნაკლებობის ბრალია? ამიტომ მნიშვნელოვანია, თვალი გადავავლოთ ჩვენს ძილის რეჟიმს და თუ ის არასრულფასოვანია, მოვაწესრიგოთ.

შესვენებებით მუშაობა

რეკომენდებულია, მუშაობისას ყოველი 75 ან 90 წუთის შემდეგ, შევისვენოთ. საოფისე სამუშაოს შემთხვევაში, უმჯობესია, ეკრანის ლურჯი გამოსხივებისგან თვალები დავასვენოთ და ფანჯრიდან გავიხედოთ ან ოთახში გავიარ-გამოვიაროთ. რამდენიმეწუთიანი შესვენებები საკმარისია იმისთვის, რომ გონება დავასვენოთ.

სოციალური ქსელებისგან თავის არიდება

რამდენად მოტივირებულებიც არ უნდა ვიყოთ, ყოველ წუთს სოციალური ქსელების შემოწმების მავნე ჩვევა მუშაობაში მაინც გვიშლის ხელს. თუ რამდენჯერმე ვცდით, რომ საქმის კეთებისას სოციალური ქსელები უყურადღებოდ დავტოვოთ, სულაც გამოვრთოთ ისინი და მათი შემოწმების სურვილს გადავლახავთ, უკეთ ვკონცენტრირდებით საქმეზე და შევძლებთ, იმაზე სწრაფად დავასრულოთ ის, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მეტი წყალი

წყალი ერთგვარი ენერგიის წყაროა. მისი მიღების შემდეგ შესამჩნევად გვემატება ენერგია და ტვინი უფრო აქტიურად იწყებს ფუნქციონირებას. ვხდებით უფრო სხარტები და აღარ ვდუნდებით, შესაბამისად, გონება რაიმე სასიამოვნოზე ფიქრს აღარ იწყებს და საქმეზეა კონცენტრირებული. ამასთან, წყალი თავის ტკივილის თავიდან აცილებაშიც დაგვეხმარება, რაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ბევრი ჩვენგანის პრობლემაა.

პრიორიტეტების განსაზღვრა

ბევრ ჩვენგანს ექცა ჩვევაში, შესასრულებელი დავალებები ჩამოწეროს დილითვე და მათგან ყველაზე რთულით დაიწყოს, რადგან დღის მეორე ნახევარში გონება შედარებით გადაღლილია. დავალებების ჩამოწერა მეტი პასუხისმგებლობისკენ გვიბიძგებს, დროულად და ეფექტურად შევასრულოთ სამუშაო და საკუთარ თავს სწორედ საქმეზე კონცენტრაციისკენ ვუბიძგოთ.

სამუშაო ადგილის საკუთარ თავზე მორგება

თუ კომფორტულად და გამართულად არ ზიხარ, სამუშაო მაგიდა საკმარისად ფართო და ტევადი არ არის, შეიძლება, ამან დროთა განმავლობაში დემოტივირება და გონების გაფანტვაც გამოიწვიოს.

კომფორტულ ავეჯთან ერთად სამუშაო მაგიდაზე წყალი და საჭირო საკანცელარიო ნივთები საქმიან გარემოს შეგიქმნით, ამიტომ ამ დეტალების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

„მილდრონატი“, როგორც ენერგიის წყარო

დატვირთული სამუშაო რეჟიმი ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს, შედეგად, იკლებს მოტივაცია და კონცენტრაციის უნარი. „მილდრონატის“ გამოყენების შედეგად, ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრადი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით „მილდრონატს“ იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად.

მრავალი წელია, „მილდრონატი“ აღნიშნული დანიშნულების მედიკამენტებს შორის შეუცვლელია, რადგან ის დროის უმოკლეს დროში გვიბრუნებს კონცენტრაციის უნარს და გვეხმარება, უფრო ეფექტურები გავხდეთ სამსახურში.

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ შეზღუდული სერია საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი

ევროკავშირის და ქედის LAG-ის მხარდაჭერით შერვაშიძეების ოჯახი ბიზნესს აფართოვებს და ვიზიტორთა მზარდ რაოდენობას მასპინძლობს

ავტონაწილების ელექტრონული გაყიდვების სრული კომპლექტი და Geoparts.ge-ს მარაგი, რომლის წყალობითაც საქართველოში ავტონაწილების დეფიციტი უახლოეს თვეებში არ იქნება