მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი მოწყობა იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს "ქართუმ" თბილისს უსასყიდლოდ გადასცა
რისი მოწყობა იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს "ქართუმ" თბილისს უსასყიდლოდ გადასცა

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს დღეს უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი გა­შენ­დე­ბა.

რო­გორც კა­ლა­ძემ საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, პარ­კის პრო­ექ­ტზე ჰო­ლან­დი­უ­რი კო­პა­ნია მუ­შა­ობს და მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დაჯ­დე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 3 წელი დას­ჭირ­დე­ბა.

„დღეს ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ფონ­დი „ქარ­თუ“ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­დას­ცემს ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ასე­ვე „ქარ­თუს“ დახ­მა­რე­ბით გა­შენ­დე­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დაჯ­დე­ბა. პრო­ექტს რაც შე­ე­ხე­ბა, მუ­შა­ობს ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბის ბოლო ეტა­პი, ხვალ გვექ­ნე­ბა სრუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცია ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ზუსტ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დის და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა.

დღე­ვან­დე­ლი დღე თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის, იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც იცის, იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია და პი­რა­დად ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ის გა­დარ­ჩე­ნა­ში ფას­და­უ­დე­ბე­ლია ფონდ „ქარ­თუ­სა“ და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წვლი­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცე გა­მო­ის­ყი­და, დღეს კი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, ქარ­თველ ხალ­ხს, თბი­ლის­სა და თბი­ლი­სე­ლებს გა­დას­ცემს. ამ მარ­თლაც საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის მსურს პი­რა­დად მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის ოჯახს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჩუქ­რის­თვის, სა­დაც გა­კეთ­დე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი.

კი­დევ ერთხელ მინ­და ვა­ხა­რო ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შენ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე უნი­კა­ლუ­რი პარ­კი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ცე­ვა თბი­ლი­სე­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლეს ად­გი­ლად. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, რომ­ლი­თაც ყვე­ლა, აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი და ჩა­მო­სუ­ლი სტუ­მა­რი ია­მა­ყებს“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
60

მერე სად იყო ამდენი ხანი? არჩევნების წინ მოინდომა? ჩამოვა მიშა და ერთ თვეში მზად იქნება. ამათსავით წლები კი არ მოუნდება რაღაცის გაკეთებას.

rasa
30

არჩევნების წინ კი გვჩუქნის ეს კაცი რაღაცეებს. 2024-ში ალბათ ლაგუნა ვერესაც გაგვიკეთებს და ა.შ. 4 წელიწადში ერთხელ რაღაც აშენდება ხოლმე.

ავტორი:

რისი მოწყობა იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს "ქართუმ" თბილისს უსასყიდლოდ გადასცა

რისი მოწყობა იგეგმება იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღეს "ქართუმ" თბილისს უსასყიდლოდ გადასცა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტს დღეს უსასყიდლოდ გადაეცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

როგორც კალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარკის პროექტზე ჰოლანდიური კოპანია მუშაობს და მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. დედაქალაქის მერის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

„დღეს ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტს რაც შეეხება, მუშაობს ჰოლანდიური კომპანია. თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტთან დაკავშირებით და მომდევნო დღეებში მოგაწვდით ინფორმაციას ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, როდის დაიწყება მშენებლობა.

დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ მინდა ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს“,- განაცხადა კალაძემ.

აჭარაში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 19 ოქტომბრიდან გაიხსნება

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნები და გასართობი დაწესებულებები დაიხურება

კორონავირუსის მკურნალი ექიმები 50%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ, ამისთვის ყოველთვიურად 3.1 მილიონი ლარი გამოიყოფა