არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათი თქმით, დაბომბვის შედეგად ათობით სხვადასხვა შენობა დაზიანდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თანაშემწე ირწმუნება, რომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სხვა დეტალები ამ ინფორმაციის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. კომენტარი არ გაკეთებულა სომხეთის მხრიდან.
მათივე ცნობით, სომხურმა მხარემ ქალაქი სარაკეტო სისტემა „სმერჩის“ გამოყენებით დაბომბა, რის შედეგადაც განჯას უზარმაზარი ზიანი მიადგა.
იქამდე კი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა კი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.
მე ქალაქ განჯაში ვცხოვრობ.აქ საცხოვრებელი ადგილებია განადგურებული და არა სამხედრო ბაზაა.მშვიდი ხალხია დაშავებულები და 1 გარდაცვლილი(
ოოო, სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ ძვირად დაუჯდება სომხეთს განჯას დაბომბვა!