დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
სიაში წარმოდგენილ ქალბატონ კანდიდატებს შორის 44-ე ნომრად შეყვანილია ნოდარ დუმბაძის ფონდისა და გამომცემლობის ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე.
AMBEBI.GE-სთან მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა.
- ეს გადაწყვეტილება მე არ მეკუთვნის, როცა შემომთავაზეს, მივხვდი, რომ ამით მეტი შესაძლებლობა მომეცემა და მეტი ბერკეტი მექნება იმისთვის, რომ კულტურისთვის, კულტურის მოღვაწეებისთვის და შემოქმედი ადამიანებისთვის რაღაც უკეთესობისკენ შევცვალო. მთელი ცხოვრება ამ სფეროს ვემსახურები და იმასაც ვხედავ, ცვლილებები რომ საჭიროა.
ძალიან ვეცდები, ცოტათი მაინც გავაადვილო ამ ადამიანების ყოფა-ცხოვრება. ახლა, კორონას დროს განსაკუთრებით გაუჭირდა ამ სფეროს ისევე, როგორც ყველა სფეროს და ყველა ქართველს. მჯერა, მწამს, რომ კულტურა არის ის, რამაც საქართველო აქამდე მოიტანა და რაზეც ეს ქვეყანა დგას. ძალიან მოსავლელია ეს სფერო...
- გამარჯვების შემთხვევაში პირველი რას გააკეთებთ?
- უპირველესად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს, ისე, როგორც ძველად იყო. მერე დანარჩენზე ვიზრუნებ.
- კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ, ვისი ინიციატივა იყო პარტიულ სიაში თქვენი შეყვანა?
- რა ვიცი, ყველამ ერთად... დამიძახეს შეხვედრაზე და შემომთავაზეს.
- ბიძინა ივანიშვილი იყო ინიციატორი?
- ალბათ, არ ვიცი, პირადად არ დამლაპარაკებია. ირაკლი კობახიძე შემხვდა და დავთანხმდი. ადრეც მქონდა შემოთავაზება და მაშინ ამაზე არ მიფიქრია.
ღმერთო როგორ არ დამთავრდა ერთმანეთის მიმართ შუღლი და მტრობა, ასე რამ გაგაბოროტათ არ მესმის. ქ-ნ ქეთევანს ღმერთია მოწამე არ ვიცნობ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა საქმიანობაში რაც კი ქართველ ერს წაადგება. უნდა გრცხვენოდეთ ნოდარ დუმბაძის ასეთი სახით მოხსენიებისათვის, მის სულს კი ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს.
SS შენ გაიხრე რა გავხალისდი. რაჭის ამბების მერე არ მიცინია. დუმბაძეს რომ გონია ხალხი ამოისუნთქავს ეგ რომ პრლმენტში იქნება და კარგ ხელფასს აიღებს .. მეც თურმე უკეთესად ვიქნები. აბა რაა ღამეები არ მეძინა როდის ექნებოდა ქეთევანს პარლამენტარის ორდენი და მე, პენსიონერს! როგორ წამადგებოდა ეს, თან მწერალთა სახლიც დაირტყა!! მოკლედ და გრძლად ცუდად არის ჩვენი საქმე.