მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები
"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ორი კი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი "ნი­სა­ნის" მარ­კის ჯიპი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა.

შემ­თხვე­ვის გამო ავ­ტო­ბა­ნის აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ფერ­ხე­ბუ­ლი იყო.

და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდას მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

"ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, პო­ლიტ­რავ­მით შე­მო­ვი­და. პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა მხრის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მუც­ლის ღრუს ტრავ­მა, სა­ხის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა. მისი ჯან­მრთლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად მძი­მე. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კა „გორ­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა შრუბ­მა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 24 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე და 27 წლის რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე არი­ან. ისი­ნი ავ­ჭა­ლა­ში ცხოვ­რობ­დნენ. მათ შე­სა­ხებ სწო­რედ ავ­ჭა­ლე­ლე­ბი წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" და უსამ­ძიმ­რე­ბენ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს უბან­ში. ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ორი ავ­ჭა­ლე­ლი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როთ ცათა სა­მა­რად­ჟა­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან მივ­ლი­ნე­ბით ქუ­თა­ის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უმ­ძი­მე­სი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში, თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე

რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მად
11

ვაიმე ბიჭებო როგორ მტკივა გული ნათელში იყავით დიდი ტრაგედიაა ყველასთვის.... ერთი მძიმედ არის ღმერთო გადაარჩინე ლაშა

ნატა
4

კომატოზურ მდგომარეობაში კი არაა, უბრალოდ კომაშია. როდისმე ხომ უნდა გავასწოროთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობანზე მოძრავი "ნისანის" მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტრავმით შემოვიდა. პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა, დაჟეჟილობა, მარჯვენა მხრის მოტეხილობა, მუცლის ღრუს ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება", - განაცხადა კლინიკა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის გიორგი კაპანაძე და 27 წლის როინი ელბაქიძე არიან. ისინი ავჭალაში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ სწორედ ავჭალელები წერენ "ფეისბუქზე" და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში. ავტობანზე მომხდარ ავარიას ორი ავჭალელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკულად დაიღუპნენ როინი ელბაქიძე და გიორგი კაპანაძე.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებს და მეგობრებს. უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სამარადჟამო სასუფეველი" - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდები სამსახურიდან მივლინებით ქუთაისში იმყოფებოდნენ. უმძიმესი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი სახლში, თბილისში ბრუნდებოდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი კაპანაძე

როინი ელბაქიძე

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი

მკურნალობის რა პაკეტს შესთავაზებენ კოვიდინფიცირებულ ბინაზე მყოფ პაციენტებს? - თენგიზ ცერცვაძის განცხადება