სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი
"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი

სომ­ხეთ­მა მის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­წე­ბი უნდა და­ტო­ვოს, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დამ­თავ­რდეს კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის მიერ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ოკუ­პა­ცი­ის გამო და­ი­წყო.

„აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­წე­ბის სომ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბას გა­უხ­სნის გზას“, - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­ო­რე დღეა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მხა­რე­ე­ბი მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებ­სა და და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან.

ამას­თან, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს და სთხოვს, მი­უ­თი­თოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს სას­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე წე­სით შემ­დე­გი: „შე­წყვი­ტოს სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის და სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე სა­ზღვრის მთელ პე­რი­მეტრზე; შე­წყვი­ტოს შერ­ჩე­ვი­თი თავ­დას­ხმე­ბი; შე­წყვი­ტოს თავ­დას­ხმა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებ­სა და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ზე.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის სომ­ხე­თის მო­თხოვ­ნა და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. ცნო­ბი­ლია, რომ რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე წე­სით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს შე­უძ­ლია მი­უ­თი­თოს დრო­ე­ბი­თი ზო­მე­ბი ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

დრო­ე­ბი­თი ზო­მე­ბი - ეს არის სას­წრა­ფო ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც არ­სე­ბობს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
1

და სომხეთმა არ იცის რომ სხვისი ტერიტორიების დაპყრობა უდიდესი დანაშაულია კაცობრიობისა და ღმერთის წინაშე!

აპრუწუწუნ ცავატანემ
2

სომხებმა რა იციან სხვისი აფხაზეთიც ეგონათ თავისი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი

"სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს" - ერდოღანი

სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, დამთავრდეს კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის გამო დაიწყო.

„აზერბაიჯანის მიწების სომხებისგან გათავისუფლება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას გაუხსნის გზას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მეორე დღეა მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

ამასთან, სომხეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს და სთხოვს, მიუთითოს აზერბაიჯანის სახელმწიფოს სასმართლოს რეგლამენტის 39-ე წესით შემდეგი: „შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე საზღვრის მთელ პერიმეტრზე; შეწყვიტოს შერჩევითი თავდასხმები; შეწყვიტოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

სასამართლოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთის მოთხოვნა დამუშავების პროცესშია. ცნობილია, რომ რეგლამენტის 39-ე წესით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეუძლია მიუთითოს დროებითი ზომები ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ ქვეყანას ადამიანის უფლებების შესახებ.

დროებითი ზომები - ეს არის სასწრაფო ზომები, რომლებიც სასამართლოში არსებული პრაქტიკით, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საშიშროება.

"აზერბაიჯანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმოს" - ილჰამ ალიევი

მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და აღებული სოფლები - რა ინფორმაციას ავრცელებენ სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე

"საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში საჭირო ძალები გაიგზავნება" - რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი